მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89721.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ის არსებული ფსიქიკური ვითარებით კმაყოფილებაა, ინდივიდს მასთან დადებითი დამოკიდებულება აქვს.
It is satisfaction with the existing mental state to which the individual has a positive attitude.
89722.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამიტომ ნეტარების ხანგრძლივი არსებობა ინდივიდისათვის ერთგვარად მისაღებია.
That is why prolonged duration of bliss is in a way desirable for the individual.
89723.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამ მდგომარეობიდან სუბიექტს არც თვითონ უნდა გამოსვლა და იგი ინდივიდს არ უბიძგებს ამისაკენ.
Neither does the sobject himself want to emerge from this state, nor does it urge the individual to do so.
89724.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
აღნიშნული განზომილებით მოთხოვნილებასთან დაპირისპირებული ნეტარება „პოზიტიური მდგომარეობაა“.
Viewed from this angle, bliss, as opposed to need, is a "positive state".
89725.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილებისა და ყურადღების აქტები იმით ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ ისინი, სუბიექტ-ობიექტის დაპირისპირებით განხილულნი, განიცდებიან მოძრავად.
The acts of need and attention resemble each other in that they are both experienced as mobile in the subject-object opposition.
89726.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
როგორც მე-ობრივი ბუნების მქონენი, ისინი მე-დან ამოსულნი „საგნისაკენ სვლადი“ პროცესებია.
Being of "Ego" nature, they are Ego-produced processes directed towards an object.
89727.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამიტომაა, რომ ყურადღება და მოთხოვნილება თვითკმარი განცდები არაა.
Hence attention and need are not self-sufficient experiences.
89728.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მეორე მხრივ, ყურადღების ფორმალურობას უპირისპირდება მოთხოვნილების შინაარსეულობა იმ აზრით, რომ მოთხოვნილება სვლაა რომელიმე შინაარსისაკენ, რომ მასთან საგნობრიობის მომენტი აუცილებლობითაა დაკავშირებული.
On the other hand, the formalness of attention is opposed to the content nature of need in the sense that need is a movement towards some content, the factor of thingness being necessarily related to it.
89729.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ყურადღება, საერთოდ, ცნობიერების მზაობაა რაიმე შინაარსის მიღებისათვის, თვითონ ყურადღება შინაარსების არჩევას არ ახდენს.
Attention is generally a readiness of consciousness to acquire some content, itself never choosing contents.
89730.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების ბუნების სპეციფიკა მისი უნივერსალური საგნობრიობაა.
The specificity of need lies in its universal thingness.
89731.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილების აქტი შეიძლება მიმართული იყოს ყოველგვარ ფსიქიკურ და არაფსიქიკურ განზომილებაზე.
The act of need may be directed towards any mental or non-mental dimension.
89732.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
კლასიკური ცნობიერების ფსიქოლოგიაში მოთხოვნილება თავსდება ემოციურ განცდათა კლასში.
According to the classical psychology of consciousness, need belongs to the class of emotional experiences.
89733.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება განიმარტება, როგორც უარყოფითი გრძნობითი რომელობა, რომელსაც თან სდევს მისწრაფება უარყოფითი გრძნობიდან თავის დაღწევისა.
Need is defined as a negative sensational quality attended by a desire to rid oneself of the negative sensation.
89734.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ჩვენ ვიზიარებთ აზრს მოთხოვნილების, როგორც სპეციფიკური ფსიქიკური რომელობის შესახებ.
We share the opinion of those who consider need as a specific mental quality.
89735.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ეგრეთ წოდებული დაბალი ანუ ბიოლოგიური მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა გაითიშოს ორგანული შეგრძნებებისაგან.
The so-called lower or biological needs should by all means be separated from organic sensations.
89736.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ორგანული შეგრძნება, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს მოთხოვნილებას, თუმცა გამოცდილებაში მათი მჭიდრო კავშირის დადასტურება ერთგვარად გვიბიძგებს აღნიშნული პროცესების გაიგივებისაკენ.
Organic sensations as such do not constitute needs, though their close connection in experience prompts us to consider these processes as identical.
89737.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
დღეს სადავოდ არ ითვლება შიმშილის, წყურვილის, სექსუალური განცდის შეგრძნებად გამოცხადება.
At present it is no longer controversial to acknowledge hunger, thirst and sexual experiences as sensations.
89738.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
წყურვილის ან შიმშილის მოთხოვნილების ტერმინები არაადეკვატურია წყლის ან საჭმლის მოთხოვნილებების აღნიშვნისათვის.
The terms for the need of thirst or hunger are not adequate for the designation of the need for water or food.
89739.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ხოლო იგი სავსებით მისაღებია, თუკი გამოყენებულია ისეთი მდგომარეობის გადმოსაცემად, სადაც მოთხოვნილების საგანია სწორედ რომ წყურვილი ან შიმშილი.
Though it is fully acceptable when referring to a state in which the object of need is precisely hunger or thirst.
89740.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ტკბილისა და მჟავის შეგრძნებები ერთია.
The sensations of sweet and sour are one thing.