მოიძებნა 668045 ჩანაწერი
89741.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება-მისწრაფება, შესაძლებლია, მიმართული იყოს ან თვითონ სიტკბო-სიმჟავისაკენ (შეგრძნებისაკენ) ან მათი გამომწვევი მიზეზისაკენ (მაგ. თაფლის ან წნილისაკენ), ან ორივესაკენ ერთად.
A need and striving may be directed either towards the sensation of sweet and sour or towards the causes that provoke them (e. g. to honey or pickles) or towards both.
89742.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
აქტუალური მოთხოვნილებით აღძრული ქცევა იმპულსური ქცევაა, რომელიც აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის.
A behaviour caused by an actual need is an impulsive behaviour striving for the gratification of the actual need.
89743.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნებისმიერი ქცევა არ ემყარება აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსს.
Not all behaviour is based on an impulse for the gratification of an actual need.
89744.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნებელობის პროცესის მიმდინარეობის შემთხვევაში აქტივობის პროცესში შემავალი სტრუქტურული მომენტების — „მე“-ს, ქცევის — ობიექტივაცია ხდება.
In the process of volition, the objectification of the structural moments of the process of activity-"Ego" and behaviour takes place.
89745.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
„მე“ თავის ქცევას უპირისპირდება.
"Ego" is opposed to its own behaviour.
89746.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნებელობა იმ ქცევის აქტს ეხება, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს.
Volition refers to the act of behaviour that must take place in the future.
89747.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნებელობა პროსპექტული აქტია.
Volition is a prospective act.
89748.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ნებელობის თავისებურება გადაწყვეტილების მიღების აქტთანაა დაკავშირებული.
The peculiarity of volition is related to the act of decision making.
89749.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
გადაწყვეტილების აქტის დროს ინდივიდის ცნობიერება სხვადასხვა მომენტებისაგან შემდგარი (დაძაბულობის შეგრძნებები, საკუთარი მომავალი მოქმედების განცდა, განცდილი აქტივობა, ძალისხმევა) მთლიანობითი ვითარებაა.
In the act of deciding the individual's consciousness is an integrate state of different moments: sensations of tension, experience of one's own future action, experienced activity, effort.
89750.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მაშასადამე, მოთხოვნილების ფენომენალური ბუნება განსხვავდება ნებელობის განცდისაგან.
Thus, the phenomenal nature of need differs from the experience of volition.
89751.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ფსიქიკურ სინამდვილეში დასტურდება ისეთი მთლიანი განცდები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მხოლოდ ერთგვაროვანი ელემენტები.
In mental reality there are such integral experiences that are composed not only of homogeneous elements.
89752.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამ მთლიანობის ორიგინალური ბუნება გამოიყვანება არაერთგვაროვანი, ჰეტეროგენული ელემენტების მონაწილეობით.
The original nature of this wholeness derives from the participation of heterogeneous elements.
89753.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ასეთია, სახელდობრ, მოთხოვნილების ფენომენი.
The phenomenon of need is like this.
89754.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ანალიზური ცნობიერება მასში ადასტურებს თვითონ ინტენციონალურ აქტს მოთხოვნილებისას, რომელსაც ორგანულად ერწყმის გრძნობისა და შემეცნებითი, ინტელექტუალური მომენტები, კოგნიტური და კონტური ასპექტები.
Analytical consciousness points to the intentional act of need in it organically combined with the intellectual factors of sensation and cognition, cognitive and connative aspects.
89755.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამ მომენტების მთლიანობა, რომელიც განიცდება როგორც ერთი, არის მოთხოვნილების ფენომენი.
The unity of these moments-experienced as a whole-constitutes the phenomenon of need.
89756.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ჩვენ მოთხოვნილების არსებობის ფორმად განცდა (ცნობიერება) მიგვაჩნია და ტერმინით აღვნიშნავთ ყოველთვის ისეთ ფსიქიკური საქმის ვითარებას, რომელიც განცდილია ანუ ცნობიერია (ცნობიერების მინიმუმი მაინც აქვს).
We believe experience (consciousness) to be the form of existence of need and I use the term to denote a mental state that can be experienced or is conscious (having at least a minimum of consciousness).
89757.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
ამიტომ ჩვენ უარვყოფთ განცდის გარეშე არსებული მოთხოვნილების არსებობის დაშვებას.
Hence we reject the existence of a need without experience.
89758.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
რაც განცდის მიღმაა და საფუძველია ან პირობაა ცნობიერი მოთხოვნილების გაჩენისა, ის ჩვენთვის საჭიროება ან მიდრეკილებაა (არაფსიქიკაა).
Wat is beyond experience and forms the basis ora condition for the emergence of a conscious need, is in our view a want or non-mental drive.
89759.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
„გაუცნობიერებელი მოთხოვნილება“ სავსებით კანონიერი ტერმინია, როცა მასში იგულისხმება გარკვეული გნოსეოლოგიური მნიშვნელობა.
"Unconscious need" is a fully legitimate term when it is invested with a definite gnosiological meaning.
89760.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 1, მოთხოვნილების ფენომენი
მოთხოვნილება მაშინაა გაუცნობიერებელი, თუკი ის შემეცნების საგნად არ გამხდარა, ანუ შემეცნებული არაა თავის გარკვეულობაში, რაობისა და გენეზისის მიხედვით.
A need is unconscious when it has not become an object of cognition, i. e. has not been cognized clearly in terms of its quality and genesis.