მოიძებნა 668045 ჩანაწერი
95541.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმი მჭვრეტელობისა და სწავლისათვის განკუთვნილი ადგილი უნდა იყოს.
It is supposed to be a place dedicated to contemplation and learning.
95542.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
სხვადასხვა სამარკეტინგო ინსტრუმენტების ამგვარმა ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს მუზეუმის იმგვარ ტრანსფორმაციამდე, რომელიც მას დააკარგვინებს თავის ხასიათსა და საქმიანობის სფეროს.
This excessive use of the various marketing tools may lead to a transformation of the museum, which may start to lose its character and scope.
95543.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ტექნოლოგიის, როგორც განმარტების საშუალების, ჭარბი გამოყენება შეიძლება უინტერესო და მოსაწყენი გამოდგეს.
The excessive use of technology as a means of interpretation can prove common and boring, instead of helpful.
95544.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
კინოფილმი და ვიდეოჩანაწერი ხელოვნების ნიმუშს ვერ შეცვლის.
Film and video cannot replace a work of art.
95545.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
დამთვალიერებლებს შემეცნებითი მომენტიც აინტერესებთ, ისინი მუზეუმში ისეთი რამის ნახვას მოელიან, რაც მკვეთრად განსხვავდება მუშაობისა და ყოველდღიური ცხოვრების რუტინისაგან.
Visitors expect a cognitive experience as well, to encounter things in museums which contrast with the routine of work and everyday life.
95546.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ზოგიერთი ღონისძიება და მოქმედება, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ დიდმა მუზეუმებმა მოაწყვეს, შეიძლებოდა კინოებში ან თეატრებში ჩატარებულიყო.
Some events and activities that have been recently organised by big museums could be presented in cinemas or theatres.
95547.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ყველა ასაკის წარმომადგენელთათვის განკუთვნილმა საგანმანათლებლო პროგრამებმა შეიძლება ამბის თხრობის ფორმა მიიღოს.
Educational programmes addressed to all ages can take the form of storytelling.
95548.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ამბის მოსათხრობად გამოყენებული ინფორმაცია შეიძლება ყოველთვის რეალისტური არ იყოს.
The piece of information used for a story-telling may not always be realistic.
95549.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
უფრო მეტიც, ტურისტები მეტისმეტად მომთხოვნები არ არიან და იუმორის ელემენტის შემოტანით ადვილია მათი კმაყოფილების მიღწევა.
Moreover, tourists are not very demanding and that they may be easily satisfied by humorous experience.
95550.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მაგრამ მუზეუმებს ვალდებულება აკისრიათ, კორექტულად მოეპყრონ თავიანთ მასალებს, ვინაიდან მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
However, museums have an obligation to deal correctly with their material, as they are the essential backbone to the survival of material heritage.
95551.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ზოგიერთ მუზეუმებს მოსთხოვეს მოეხდინათ თავიანთი შემოსავლების მაქსიმიზაცია მაღაზიებისა და რესტორნების მუშაობითა და ფასიანი პროგრამით.
Some museums have been urged to maximise their income through the operation of shops, restaurants and a paying programme.
95552.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ეს კიდევ ერთი არგუმენტია სამარკეტინგო სტრატეგიის წინააღმდეგ, ვინაიდან იგი აკნინებს განსწავლულობასა და პროფესიონალიზმს, რომლებიც მუზეუმის მისიის საფუძველს წარმოადგენს.
This is another objection to the marketing strategy as it diminishes scholarship and professionalism, which lie at the core of the museum mission.
95553.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმების უბრალო გასართობ ცენტრებად გარდაქმნის შედეგად ისინი გართობის ჩვეულებრივი საშუალებებისგან აღარაფრით განსხვავდებიან და თავიანთ ძირითად საგანმანათლებლო ფუნქციას კარგავენ.
Converting museums into mere entertainment centres renders them no different from ordinary entertainment media and robs them of their primary educational purpose.
95554.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმებში განათლებასა და გართობას შორის ბალანსის დადგენისას უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს.
The balance between education and entertainment in museums should be weighted in favour of the former.
95555.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმებს განსაკუთრებული ბუნება აქვთ, რადგანაც მათში ავთენტიკური საგნებია გამოფენილი.
Museums have a special nature, because they display authentic objects.
95556.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
საქმიანობანი, რომლებიც პრიორიტეტს გართობას ანიჭებს, მუზეუმებს ისეთ ადგილებად გარდაქმნის, რომლებსაც ხალხმა „მამბო-ჯამბო მუზეუმები“ და „დისნეიფიცირებული მუზეუმები“ შეარქვა.
Activities that prioritise entertainment convert museums into places that have been characterized as "mumbo jumbo" or "Disneyfying museums".
95557.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ბაზარზე ორიენტირებული ამგვარი საქმიანობა იქცა სინონიმად კომერციალიზმისა, რომელიც აბსოლუტურად უცხოა მუზეუმების სამყაროსათვის.
Such marketed activities become synonymous with commercialism, which is alien to the world of museums.
95558.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
დასკვნა მარკეტინგის თაობაზე.
Marketing conclusion.
95559.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
სიტყვა მუზეუმს საუკუნეების მანძილზე მრავალი მნიშვნელობა ჰქონია.
The word museum has had a variety of meanings throughout the centuries.
95560.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მათი ისტორიის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ამ სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში მუზეუმებს სხვადასხვა როლები და მიზნები ჰქონდათ,.
The examination of their history suggests that during these different periods, museums have had different roles and objectives.