მოიძებნა 668045 ჩანაწერი
95521.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად აქტიურად სურთ მენეჯერებს დამთვალიერებლის შთაბეჭდილებათა ელემენტებზე ზემოქმედების მოხდენა და მათი დაგეგმვა.
The issue is the extent to which managers want to proactively influence or design the elements of the visitor’s experiences.
95522.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმები ცდილობენ უზრუნველყონ დამთვალიერებლის უშუალო კონტაქტი ხელოვნების ნიმუშთან, მინიმუმამდე დაიყვანონ ყურადღების გამფანტავი გარემოებები.
Museums seek to safeguard the visitor’s direct encounter with works of art, minimizing distractions.
95523.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მეორე მხრივ, მუზეუმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბევრ დამთვალიერებელს ინფორმაცია და განმარტებითი მასალები სჭირდებათ, რათა მათ მიერ ნანახი ექსპონატების ჯეროვნად დაფასება შეძლონ.
On the other hand, they should take into account that many visitors need information and interpretative tools in order to appreciate the exhibits they are encountering.
95524.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ამდენად, არ არსებობს ერთი ფორმულა, რომელიც მუზეუმებმა შეიძლება გამოიყენონ.
So, there is no single formula which museums can employ.
95525.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
სხვადასხვა მუზეუმები სხვადასხვა ბალანსს აირჩევენ.
Different museums will strike different balances.
95526.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
და მაინც, თუ საკითხს კლიენტის თვალით შევხედავთ, მენეჯერებმა თავიანთი მუზეუმები, სხვადასხვა ზომა-ხარისხით, უნდა აღიქვან როგორც წინასწარ დაგეგმილი გარემო.
Yet from a customer’s point of view, managers should look upon their museum, in varying degrees, as a designed environment.
95527.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმები ისეთ ადგილს უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც მიმსვლელს განსაკუთრებულ მომსახურებებს, გარემოს სთავაზობენ მთელი წლის განმავლობაში.
Museums should be places that offer exceptional services, settings and ambiences throughout the year.
95528.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მედლის მეორე მხარე.
The flip side of the coin.
95529.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
უქმნის თუ არა მარკეტინგის დანერგვა საფრთხეს მუზეუმის არსსა და მის როლს საზოგადოებაში?
Does the introduction of marketing place the museum and its integrity as well as its role in the society at risk?
95530.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
როდესაც ცდილობს აამოს კლიენტთა რაც შეიძლება დიდ რაოდენობას, საბოლოო ჯამში დაბლა ხომ არ სცემს იგი დაწესებულების ხარისხს?
Does it not, after all, by trying to please the greatest number, lower the quality of the institution?
95531.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
რამდენადაც ყველა საკითხს ორი მხარე აქვს, მუზეუმებში მარკეტინგის გამოყენებასაც აქვს თავისი ბნელი მხარე.
As there are two sides to every question, the application of marketing on museums has a dark side as well.
95532.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით მრავალი მუზეუმი არაფრით განსხვავდება სავაჭრო ცენტრებისა თუ კაფეებისა და რესტორნებისგან.
It can be argued that many museums are nowadays synonymous with shopping centres or cafés and restaurants.
95533.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
განსაკუთრებით დიდი მუზეუმები გარდაიქმნა პოპულარულ ადგილებად, რომლებსაც ხალხი ხშირად სტუმრობს.
Large museums especially have been transformed into famous and publicly frequented places.
95534.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მუზეუმი შეიძლება ჰგავდეს კარნავალს, სადაც გარეთ მუსიკოსები, ჟონგლიორები და ყველა ჯურის ქუჩის მსახიობები ირევიან, შიგნით კი პირდაღებული, უზრდელი ტურისტები დაიარებიან.
A museum can be carnival-like, with musicians, jugglers, and street performers of all stripes on the outside, and gawking, rude tourists within.
95535.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მართალია, რომ კაფეტერიები, რესტორნები და მაღაზიები მუზეუმებში ყველაზე უფრო ხალხით სავსე ადგილებია.
It is true that cafeterias, restaurants and shops are the most crowded places within museums.
95536.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
ინგლისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში მაღაზიებში საყიდლებზე სიარული თავისუფალი დროის გატარების პოპულარობით მეორე ფორმაა ტელევიზორის ყურების შემდეგ.
An English survey showed that shopping is now the second most popular leisure activity in the UK, after watching television.
95537.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
საყიდლებზე სასიარულოდ განსაკუთრებით მოდურ ადგილად მუზეუმების მაღაზიები ითვლება.
Museum shops especially are considered as very trendy places for shopping.
95538.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
დღევანდელი მუზეუმები რეაგირებენ კულტურულ ტენდენციებზე, რომლებიც უპირატესობას მრავალხრივობას, გაუცხოების დაძლევასა და ცნობისმოყვარეობას ანიჭებს.
Today’s museums seek to respond to cultural trends that promote versatility, de-partitioning, and curiosity.
95539.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მათ ასევე კონკურენცია უნდა გაუწიონ ტელევიზიას, კინოსა და ვიდეოს და გაითვალისწინონ ცხოვრების აჩქარებული რიტმი, საზოგადოების ინტერესთა ფართო დიაპაზონი და კონკურენცია სხვა მუზეუმებთან.
They must also compete with television, film and video and take into account a faster pace of life, the public’s wide range of interests and competition with other museums.
95540.
მუზეუმის მართვა | პრომოუშენი
მაგრამ მუზეუმი დიდი კონგლომერატი არ გახლავთ და არც ჰამბურგერების რესტორანი; იგი არც თეატრი არ არის.
But the museum is not a large conglomerate, nor is it a hamburger restaurant; nor is it a theatre.