მოიძებნა 668045 ჩანაწერი
97501.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანი დამკვირვებლები, სადაც კი ეს შესაძლებელია, უნდა გაესაუბრონ ადგილობრივი დამკვირვებლების თითოეული შესაბამისი კატეგორიის სხვადასხვა ტიპურ წარმომადგენლებს.
STOs should speak to a cross section of people from each respective category of domestic observers wherever possible.
97502.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათს კომენტარებს დამატებითი ინფორმაციის მოცემა შეუძლია საარჩევნო უბანზე არსებულ საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ოფიციალურ პირთა მუშაობის შესახებ.
Their comments may offer additional information with regard to the voting environment at the polling station and the performance of election officials.
97503.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფების საქმიანობაში ღრმა ჩახედულობას.
International observers can greatly benefit from the insight of domestic observer networks.
97504.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
აუცილებელია აღინიშნოს, რომ „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის” არჩევნებზე დაკვირვების მისიები სრულებით განცალკევებულნი რჩებიან ადგილობრივი ძალებით გატარებული ნებისმიერი სახის სადამკვირვებლო ღონისძიებებისაგან.
It is important to note that ODIHR election observation missions remain entirely separate from any domestic observation effort.
97505.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა თავიანთ საუბრებში ცხადად უნდა განმარტონ, რომ მათ უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რაიმე ზომები მიიღონ დარღვევების ან ნორმიდან გადახვევების გამოსასწორებლად, და რომ მათ მხოლოდ საჩივრების შესახებ თავიანთი შტაბ-ბინისათვის შეტყობინება შეუძლიათ.
STOs should make clear in their conversations that they have no authority to remedy violations or irregularities, only to report the complaints to their headquarters.
97506.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა უნდა აცნობონ მათ, ვინც დარღვევათა ან ნორმიდან გადახვევათა მომსწრე გახდა, რომ მათ აქვთ ოფიციალური ადგილობრივი პროცედურების გამოყენებით გასაჩივრების უფლება.
STOs should inform those who have witnessed violations or irregularities that it is their right to pursue complaints through official domestic procedures.
97507.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მოკლევადიანი დამკვირვებლები აგრეთვე უნდა ეცადონ, ზოგიერთ ამომრჩევლებთან გამართონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვები, რათა შეაფასონ, რამდენად ესმით მათ პროცესი და რამდენად ნდობით ეკიდებიან მას.
STOs should also attempt to engage some voters in discussion in order to assess their understanding of, and confidence in, the process.
97508.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მაგალითად, როდესაც მოკლევადიან დამკვირვებლებს შეიძლება შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ხმის მიცემის პროცესი საფრთხეს უქმნის კენჭისყრის ფარულობას, მიაჩნიათ თუ არა თავად ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია?
For example, when voting procedures may appear to STOs to compromise the secrecy of the ballot, do the voters believe that their votes are secret?
97509.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ინფორმირებულნი იყვნენ თუ არა ამომრჩევლები ასარჩევი ალტერნატივების შესახებ და კარგად იცნობდნენ თუ არა საარჩევნო პროცედურებს?
Were voters well informed about their choices and familiar with the voting procedures?
97510.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუკი რამდენიმე ბიულეტენი ან ახალი საარჩევნო პროცედურები გამოიყენებოდა, ხომ არ იწვევდა ეს ამომრჩეველთა დაბნევას?
If there were multiple ballots or new election procedures, did the voters find these confusing?
97511.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის ნებას არ აძლევდნენ, კეთდებოდა თუ არა ეს საფუძვლიანი მიზეზის გამო?
If a voter was turned away from a polling station, was it done for a valid reason?
97512.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მაგრამ მოკლევადიანი დამკვირვებლები არასოდეს არ უნდა შეეკითხონ ამომრჩევლებს, ვის მისცეს მათ ხმა.
However, STOs should never ask voters for whom they voted.
97513.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ არასოდეს არ უნდა მისცენ კითხვები ამომრჩევლებს საარჩევნო უბნის ფარგლებში, ან როდესაც ხალხი საარჩევნო უბანს უახლოვდება ხმის მისაცემად, ვინაიდან ეს არასწორად შეიძლება იქნეს გაგებული.
They should not question voters within the polling station or as people are approaching the polling station to vote, as this may be misconstrued.
97514.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მათ მიერ გამართული ყველა საუბრის დროს დამკვირვებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი შეძლება ეცადოს, საკუთარი მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინოს მოკლევადიანი დამკვირვებლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მანიპულირება.
In all their conversations, observers should remember that some people may try to manipulate information shared with STOs for their own purposes and interests.
97515.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამდენად, მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა მიღებული ინფორმაციის შეფასებისას თავად უნდა განსაჯონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი.
STOs should therefore use their judgement in making an assessment of the relevance of the information received.
97516.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ამდენად, ანგარიშის გაგზავნისას, მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა ყოველთვის უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან მათს საკუთარ დაკვირვებაზე დაფუძნებული ინფორმაცია და მათთვის სხვების მიერ შეტყობინებული ინფორმაცია.
When reporting, therefore, STOs should always distinguish between information based on their own observations and information reported to them by others.
97517.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
თუ მოკლევადიანი დამკვირვებლები სხვების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იტყობინებიან, ისინი უნდა ეცადონ განმარტონ, თუ რამდენად ზუსტად მიაჩნიათ მათ ეს ინფორმაცია.
If STOs report information provided by others, they should attempt to explain the extent to which they consider the information to be accurate.
97518.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
მრავალ ქვეყანაში გათვალისწინებულია სპეციალური საარჩევნო პროცედურები, რომლებიც გამიზნულია ხმის მიცემის გასაადვილებლად, ან ხმის მიცემის შესაძლებლად გასახდელად იმ მოქალაქეთათვის, ვისაც, ამა თუ იმ მიზეზით, შეიძლება საარჩევნო უბანზე მისვლის შესაძლებლობა არა ჰქონდეს.
In many countries, there are provisions for special voting procedures that are intended to facilitate voting or to make voting available to citizens who, for whatever reason, may not be able to visit the polls.
97519.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
სპეციალურ საარჩევნო პროცედურათა რიცხვში შეიძლება შედიოდეს ავადმყოფთა და ხანდაზმულთათვის განკუთვნილი გადასატანი საარჩევნო ურნების გამოყენება.
Special voting procedures may include the use of mobile ballot boxes intended for the sick and elderly.
97520.
ეუთო-ს მისია საქართველოში | არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელო
ხმის მიცემა საავადმყოფოებსა და ციხეებში, ვადამდელი ხმის მიცემა, ხმის მიცემა ფოსტით, ხმის მიცემა საელჩოებში და სპეციალური ზომები სამხედროთა მიერ ხმის მიცემისთვის.
Voting in hospitals and prisons, early voting, voting by post, voting in embassies, and special provisions for military voting.