მოიძებნა 668045 ჩანაწერი
99021.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
არსებობს კანონშემოქმედებითი პროცესის საპარლამენტო ეტაპების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, მაგრამ ისინი ნაკლებად სერიოზულია.
Problems over access to the parliamentary stages of the law-making process also exist, although to a lesser extent.
99022.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
განსაკუთრებულ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა საპარლამენტო საქმიანობის დროის გრაფიკის შესახებ, რაც ინტერესთა ჯგუფებს შესაბამის სესიებზე დასწრებას ურთულებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მათი დასწრების ამკრძალავი რაიმე ფორმალური დაბრკოლება.
One particular issue is lack of information about the timing of parliamentary business, which makes it difficult for the interest groups to attend relevant sessions despite the absence of any formal bar on their attendance.
99023.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
რაც შეეხება კანონმდებლობის ხელმისაწვდომობას მისი გასაგებობისა და „მოსარგებლეზე ორიენტირებულობის“ თვალსაზრისით, კანონის სტილთან და ენასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების ზემოაღნიშნული არარსებობა სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
As regards the accessibility of legislation in terms of its clarity and "user-friendliness", the above-noted lack of guidance on the style and language of the law is a serious concern.
99024.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
არ არსებობს არსებული კანონების მოქმედებისა და ეფექტიანობის შეფასების სისტემა; არ ჩანს არც არსებული კანონმდებლობის რეგულარულად შესწორების ან განახლების პერსპექტივა.
There is no system for evaluating the operation and effectiveness of existing laws; nor is there an expectation of the regular amendment or updating of existing legislation.
99025.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
შესწორებების ინიციირება, ჩვეულებრივ, რეალიზაციასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების საპასუხოდ ხდება ხოლმე.
Amendments are typically initiated in response to implementation problems.
99026.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის რისკი, რომ მხოლოდ შედარებით სერიოზულ სარეალიზაციო პრობლემებს (სრულ წარუმატებლობამდე), ანდა პრობლემებს, რომელთაც სერიოზულად შესწორებათა შემმუშავებელი მიიჩნევს (მათ შორის, სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე), შეიძლება მოჰყვეს მათი შემჩნევა და მათზე რეაგირება.
In the current circumstances there is a risk that only the more serious implementation problems (up to a complete failure) or problems deemed serious by the drafter of the amendments (including for subjective considerations) will ever be noticed and acted upon.
99027.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მე-4 ნაწილში გამოვლენილი რისკებისა და ხარვეზების სიმრავლის გათვალისწინებით, ეუთო-ს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ გამოთქვამს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს რეფორმის ყოვლისმომცველი, სათანადოდ ინტეგრირებული, ადგილობრივ წარმოებული და დროში განაწილებული პროგრამის შესახებ.
Given the amplitude of the risks and gaps identified in Section 4, the OSCE ODIHR recommends that a comprehensive, properly integrated, home-grown and time-phased programme of reform be considered by the Georgian authorities.
99028.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ეს რეკომენდაცია განპირობებულია შემდეგი მოსაზრებებით.
This recommendation is guided by the following considerations.
99029.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ზემოთ გამოყოფილთაგან მრავალი საკითხი მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული და პროგრესი ერთ სფეროში შეიძლება განპირობებული იყოს პროგრესით სხვა რომელიმე სფეროში.
Many of the issues pointed out above are closely interrelated and progress in one area may be conditional upon progress in another.
99030.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამდენად, რეფორმის საკითხის მოგვარებისთვის მთლიანობაშია საჭირო ხელის მოკიდება.
Therefore, the question of reform needs to be tackled as a comprehensive whole.
99031.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
იმავდროულად, ცალკეული ზომები, რომელთა მიღებაც რეფორმის ამა თუ იმ პროგრამის ფარგლებში შეიძლება, უნდა განვიხილოთ არა მარტო მათ საკუთარ ღირსებათა მიხედვით, არამედ აგრეთვე პროგრამის სხვა ელემენტებთან მათი ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისითაც.
At the same time, the individual measures that may be pursued as part of any programme of reforms need to be considered not only on their own merits, but also in terms of their relationship with the other elements of the programme.
99032.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მართალია, შეიძლება სასარგებლო იყოს გაუმჯობესებათა მიღწევის ბერკეტების გამოვლენა, მაინც შეუძლებელია რეფორმისადმი სათანადოდ ინტეგრირებული მიდგომისთვის ხელშეწყობის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება.
While it may be useful to identify levers for improvements, one cannot overestimate the importance of promoting a properly integrated approach to reform.
99033.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
გარდა ამისა, ნებისმიერი რეფორმა ჩაფიქრებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ, ნაცვლად იმისა, რომ ამგვარი რეფორმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ იქნეს მიწოდებული, და მისი გატარებაც მხოლოდ კონსულტაციების სრული პროცესის შემდეგ უნდა დაიწყოს.
Furthermore, any reform should and can only be conceived by the Georgian authorities, rather than being handed down by the international community, and embarked upon only after a full process of consultations.
99034.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ იმედი, რომ რეფორმა ადგილობრივი საკანონმდებლო და პოლიტიკური კულტურების სპეციფიკას მოერგება და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
Only in this way can there be any confidence that the reform will fit the specificities of the local legislative and political cultures and will yield tangible results.
99035.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
და მაინც, პროგრესის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნა გამოვლენილი რისკებისა და ხარვეზების ნათელ გაცნობიერებასა და აღიარებას საკანონმდებლო პროცესში მონაწილეთა მიერ, და აგრეთვე ჭეშმარიტ სურვილს ამ რისკებისა და ხარვეზების თანამიმდევრულად და სისტემატურად მოგვარებისა.
Yet, progress cannot be achieved without a clear understanding and recognition of the risks and gaps identified among those involved in the legislative process along with a genuine will to tackle them in a consistent and systematic manner.
99036.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მოცემული მომენტისთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ ან ამ რისკების გაცნობიერება არ ხდება, ან არადა მათ აცნობიერებენ, მაგრამ უგულებელყოფენ რეფორმისაკენ დაუფიქრებელ სწრაფვაში.
At the moment there is a sense that there is either no awareness of these risks or that they are recognized but are being overlooked in the headlong rush to reform.
99037.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ეუთო-ს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ თვლის, რომ დასაწყისისთვის აუცილებელია ამ რისკების გაცნობიერება და მათგან თავის დაცვის გზების განხილვა.
As a starting point, the OSCE ODIHR believes that it is essential to develop an awareness of these risks and to discuss ways in which these risks may be countered.
99038.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ეუთო-ს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ საკითხებისადმი მიძღვნილი კონსულტაციების პროცესს სამინისტროებისა და საპარლამენტო ადმინისტრაციის წამყვან ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირთა შორის.
The OSCE ODIHR would be ready to support a process of consultations on these matters among those holding senior administrative and political office in ministries and the parliamentary administration.
99039.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
აქცენტი შეიძლება გაკეთდეს არა მარტო გამოვლენილი რისკების გაცნობიერების ხელშეწყობაზე, არამედ აგრეთვე რეფორმის კონცეფციის პროპაგანდასა და მისი რეალიზაციისათვის მხარდაჭერის შეფასებაზე.
The emphasis would not only be on creating awareness of the risks identified, but also on promoting a concept of reform and gauging support for its implementation.
99040.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამგვარი კონსულტაციების დიდად სასურველი შედეგი – და, უდავოდ, ნებისმიერი შემდგომი ძალისხმევის წარმატების უცილობელი წინაპირობა – იქნებოდა „რეფორმის საგზაო რუკის“ შედგენა, რომელიც მოიცავდა პროცესის მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებსა და კონცეპტუალურ სტრუქტურას.
A highly desirable outcome of such consultations – and indeed a key prerequisite for the success of any further efforts – would be the development of a "reform roadmap" that would include an indicative timeframe and the conceptual framework of the process.