მოიძებნა 668045 ჩანაწერი
98961.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაასახელა კონკრეტული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ამ სირთულეთა გამოვლენა ხდება, ანდა კონკრეტული უწყება/საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც ამგვარ სირთულეთა შესახებ ეცნობება.
However, none of them was able to identify a specific procedure whereby these difficulties are identified or a specific agency/focal point where these difficulties are reported.
98962.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
თუმცა, გამოკითხულებმა განმარტეს, რომ არსებული კანონმდებლობის შესწორებათა მომზადება და ინიციირება ამგვარ სირთულეთა საპასუხოდ ხდება.
The interviewees, however, made it clear that, as a rule, amendments to existing legislation are drafted and initiated in response to such difficulties.
98963.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამავე დროს, არ არსებობს არსებული კანონმდებლობის რეგულარულად შესწორების ან განახლების მოთხოვნა.
At the same time, there exists no requirement of regular amendment or updating of the existing legislation.
98964.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამ შეფასების მეშვეობით შეგროვებული მონაცემების ანალიზი იმას მიგვანიშნებს, რომ არსებობს მთელი რიგი პრობლემები და რისკები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა იმისთვის, რათა კანონშემოქმედებით სისტემას ეფექტიანად და დაუბრკოლებლად ფუნქციონირება და შესაფერისი ხარისხის კანონმდებლობის წარმოქმნა შეეძლოს.
The analysis of the data collected through this assessment suggests there are a number of concerns and risks that need to be addressed for the lawmaking system to function efficiently and smoothly and yield legislation of an appropriate quality.
98965.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ეს პრობლემები და რისკები ქვემოთ დეტალურად არის განხილული.
These concerns and risks are discussed below in detail.
98966.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ცალკეულ წინადადებათა მომზადების თვალსაზრისით, პოლიტიკა, რომელიც კანონმდებლობაში უნდა აისახოს, როგორც ეტყობა, არასაკმარისად მიიღება მხედველობაში.
In terms of the preparation of individual proposals, insufficient consideration appears to be given to the policy the legislation is to express.
98967.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
როგორც ჩანს, ადგილი აქვს კარგი კანონშემოქმედებისთვის პოლიტიკის კარგი განსაზღვრის მნიშვნელობის არასაკმარის გაცნობიერებას, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე ტექნიკური მეთოდების არასაკმარის ცოდნაზე მეტყველებს.
There appears to be insufficient understanding of the importance of good policymaking to good lawmaking, which in turn suggests a lack of familiarity with modern policymaking techniques.
98968.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
პოლიტიკის ანალიზი და ზემოქმედების შეფასება არ შედის იმ ტექნიკური მეთოდების რიცხვში, რომლებიც გამოიყენება მანამ, სანამ მიღებული იქნებოდეს გადაწყვეტილება კანონმდებლობის წარმოების შესახებ.
Policy analysis and impact assessment do not feature among the techniques employed as a preliminary to the decision to legislate.
98969.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მართალია, კანონპროექტს თან უნდა ერთოდეს წერილობითი გამართლება განმარტებითი შენიშვნის სახით, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული კანონის საბიუჯეტო ქვეტექსტები.
Although a draft law must be accompanied by a written justification in the form of an explanatory note indicating, among other things, the budgetary implications of the proposed law.
98970.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ თანამოსაუბრეთა საერთო აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს განმარტებითი შენიშვნები ძალზე ფორმალური ხასიათისაა და მათში იშვიათად არის მოცემული, თუკი საერთოდ არის, მოსალოდნელი ზემოქმედების დეტალური შეფასება.
The general consensus among ODIHR’s interlocutors was that explanatory notes are of highly formalistic character and rarely, if ever, offer a detailed assessment of the anticipated impact.
98971.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
არსებობს საკანონმდებლო გადატვირთვის სერიოზული პრობლემა, გამოწვეული რიგი რეფორმების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობით.
There are serious problems of legislative overload, arising from the pressure to complete a series of reforms in the shortest possible time.
98972.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ამას შედეგად მოაქვს ის, რომ არასაკმარისი დრო ეთმობა საკანონმდებლო წინადადებათა გულდასმით მომზადებასა და დაპროექტებას.
This results in insufficient time being allowed for the thorough preparation and drafting of legislative proposals.
98973.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საკანონმდებლო აქტების სწრაფად მომზადება იმის ხარჯზე ხდებოდეს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა შემუშავებას პოლიტიკისა, რომელსაც კანონმდებლობამ სამართლებრივი ძალა უნდა მიანიჭოს, კონსულტაციას ზეგავლენის განმცდელ ინტერესებთან და მთლიანობაში საზოგადოებასთან, და ეფექტიან კონტროლს პარლამენტის მხრიდან.
There is a high likelihood that the speed with which legislation is prepared is at the expense of the elaboration of the policy to which the legislation is to give effect, consultation with affected interests and the public at large, and effective parliamentary scrutiny.
98974.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ყველაზე მეტად საჭიროა, დაინერგოს საკანონმდებლო კულტურა, რომლის ფარგლებშიც საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული იქნება აზრი, რომ ჯანსაღი და შედეგის მომცემი კანონმდებლობის მომზადება, დაპროექტება და მიღება დროს მოითხოვს.
The need above all is for a legislative culture to take root in which it is acknowledged and accepted that sound and worthwhile legislation takes time to prepare, to draft and to pass.
98975.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საკანონმდებლო დაგეგმვის სისტემა მხოლოდ შედარებით მოკლე ხანია, რაც არსებობს და შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.
The system for legislative planning has been in existence for only a relatively short time, and is in need of further improvement.
98976.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
ერთია, გვქონდეს წლიური საკანონმდებლო პროგრამა, და სულ სხვა – ხელი მოვკიდოთ ამ პროგრამის ისეთნაირად დაგეგმვას, რომ თითოეულ საკანონმდებლო პროექტს სათანადო დრო გამოეყოს.
It is one thing to have an annual legislative programme; it is quite another to undertake the planning of that programme so that the appropriate amount of time is allocated to each legislative project.
98977.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საზოგადოდ, მცირე, თუკი საერთოდ რაიმენაირი, პრიორიტეტი ენიჭება ეფექტიან საკანონმდებლო დაგეგმვას საკანონმდებლო დოკუმენტების მომზადების დაწყებამდე.
In general, little, if any, priority is given to effective legislative planning before the preparation of legislative instruments is begun.
98978.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის, რომ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად კონიუნქტურული პოლიტიკური მოსაზრებანი პრევალირებს ხოლმე, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელსა ხდის ყოვლისმომცველ დაგეგმვასა თუ პოლიტიკის გულდასმით მოფიქრებულ ფორმირებას.
A particular concern is that short-term political considerations often prevail when deciding on a particular law, which in its turn leaves no space for comprehensive planning or thoughtful policy formation.
98979.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
საბოლოო ჯამში, ყურადღებით დაგეგმვის არარსებობა წარმოშობს არაეფექტიანობის რისკს, კანონპროექტების შედგენის პროცესში დროისა და ძალისხმევის დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული სერიოზული სარესტრუქტურიზაციო ცვლილებების – პროექტის სრულ გადასინჯვამდე (შესაძლოა, აგრეთვე პოლიტიკურ მოსაზრებათა ცვლილებების გამო) – ჩათვლით.
Ultimately, lack of careful planning creates the risk of inefficiency, including the time- and effort-consuming major restructuring changes – up to a complete overhaul of the draft (also possibly due to changes in political considerations) – during the drafting process.
98980.
ეუთო-ს მისია საქართველოში | კანონპროექტების შედგენა და რეგულაციური მართვა საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო პროექტების დაგეგმვისა და მართვის ძირითადი წესები შესულია არსებულ საკანონმდებლო სისტემაში, ეს წესები, უმთავრესად, უფრო მინიმალურ სტანდარტებს წარმოადგენს, ვიდრე გამოსადეგ სახელმძღვნელო პრინციპებს და ძირითადად საკანონმდებლო პროცესის უფრო გვიანდელ სტადიებს შეეხება.
Although the ground rules for the planning and management of legislative projects are included in the existing legislative framework, these are primarily minimum standards rather than useful guidelines, and mainly concern the later stages of the legislative process.