მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104601.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ მაშინ მოდიოდა ის.
Then he came.
104602.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ყველაფერი გარინდულიყო.
All was still now.
104603.
ორლანდო | კარი მეექვსე
შუაღამე იქნებოდა.
It was near midnight.
104604.
ორლანდო | კარი მეექვსე
მთვარე ნელ-ნელა იწევდა ზევით.
The moon rose slowly.
104605.
ორლანდო | კარი მეექვსე
მისმა შუქმა მოჩვენებითი ციხესიმაგრე აღმართა დედამიწაზე.
Its light raised a phantom castle upon earth.
104606.
ორლანდო | კარი მეექვსე
იქ უშველებელი სახლი იდგა.
There stood the great house.
104607.
ორლანდო | კარი მეექვსე
სხვა არაფერი, არც გალავანი, არც რაიმე ნივთიერი.
Of wall or substance there was none.
104608.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველაფერი მოჩვენებითი იყო.
All was phantom.
104609.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველაფერი გარინდული.
All was still.
104610.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველაფერი გაჩაღებული.
All was lit.
104611.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო ზემოდან დასცქეროდა და დაინახა, როგორ შეირხა მუქი ფრთები შიდა ეზოში და როგორ აციმციმდა ჩირაღდნები და როგორ მოიყარეს მუხლი ლანდებმა.
Gazing below her, Orlando saw dark plumes tossing in the courtyard, and torches flickering and shadows kneeling.
104612.
ორლანდო | კარი მეექვსე
დედოფალი კიდევ ერთხელ ჩამობრძანდა ეტლიდან.
A Queen once more stepped from her chariot.
104613.
ორლანდო | კარი მეექვსე
„მთელი სახლი თქვენს განკარგულებაშია, მემ“, – შეჰყვირა მან და მდაბლად დაიხარა რევერანსში.
"The house is at your service, Ma’am", she cried, curtseying deeply.
104614.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორც კი ხმა ამოიღო, შუაღამის ნიშნად პირველად ჩამოჰკრა საათმა.
As she spoke, the first stroke of midnight sounded.
104615.
ორლანდო | კარი მეექვსე
აწმყოს ცივმა ბრიზმა შიშის წამიერი ამოოხვრით გაუგრილა სახე.
The cold breeze of the present brushed her face with its little breath of fear.
104616.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეშფოთებულმა ზეცას ახედა.
She looked anxiously into the sky.
104617.
ორლანდო | კარი მეექვსე
ცა ღრუბლებს დაებნელებინა.
The sky was dark with clouds.
104618.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყურში ქარი უწიოდა.
The wind roared in her ears.
104619.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ქარის წივილში ორლანდომ თვითმფრინავის გრუხუნი გაიგონა.
But in the roar of the wind Orlando heard the roar of an aeroplane.
104620.
ორლანდო | კარი მეექვსე
თვითმფრინავი ღრუბლებიდან გამოვარდა და თავზე დაადგა.
The aeroplane rushed out of the clouds and stood over her head.