მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104581.
ორლანდო | კარი მეექვსე
შორს, სნოუდონის კლდეები ელვარებდნენ თეთრად ღრუბლებში.
In the far distance Snowdon’s crags broke white among the clouds.
104582.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა – მარტო ქარი ქროდა.
No — only the wind blew.
104583.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა თურქეთის შიშველი მთები გადაეშალა თვალწინ.
The bare mountains of Turkey were before her.
104584.
ორლანდო | კარი მეექვსე
თვალისმომჭრელი შუადღე იდგა.
It was blazing noon.
104585.
ორლანდო | კარი მეექვსე
უყურებდა მთის გადახრუკულ ფერდობს პირდაპირ.
She looked straight at the baked hillside.
104586.
ორლანდო | კარი მეექვსე
მის ფერხთით თხები წიწკნიდნენ ქვიშიან ღეროებს.
Goats cropped the sandy tufts at her feet.
104587.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაღლა არწივი დალივლივებდა.
An eagle soared above.
104588.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბოშა რასტამის ხრინწიანმა ხმამ ყურში ჩასჩხავლა: – როგორ შეიძლება შენი სიძველეები და შენი რასა და შენი ქონება ამას შეადარო?
The raucous voice of old Rustum, the gipsy, croaked in her ears, "What is your antiquity and your race, and your possessions compared with this"?
104589.
ორლანდო | კარი მეექვსე
რაში გჭირდება ოთხასი საძინებელი ოთახი და ვერცხლის ხუფები მთელი შენი ჯამ-ჭურჭლისთვის და შინამოსამსახურეები მტვრის გადასაწმენდად?
What do you need with four hundred bedrooms and silver lids on all your dishes, and housemaids dusting?
104590.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ დროს რომელიღაც ეკლესიის საათმა დარეკა ხეობაში.
At this moment some church clock chimed in the valley.
104591.
ორლანდო | კარი მეექვსე
კარვისებური ბუნების ხედი ჩაიფუშა და ჩაიქცა.
The tent-like landscape collapsed and fell.
104592.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოვიდა ღამე – ღამე, რომელიც ყველა სხვა დროზე მეტად უყვარდა, ღამე, რომელშიც ფიქრები გონების ბნელ გუბეში აირეკლება და უფრო მკაფიოდ ანათებს, ვიდრე დღისით.
Night had come — night that she loved of all times, night in which the reflections in the dark pool of the mind shine more clearly than by day.
104593.
ორლანდო | კარი მეექვსე
აღარ იყო აუცილებელი გულის წასვლა იმისთვის, რომ ღრმად ჩაეხედა წყვდიადში.
It was not necessary to faint now in order to look deep into the darkness.
104594.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ წყვდიადს ჩახედა.
Orlando looked into the darkness.
104595.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, მისი ქმრის ხომალდი ტალღის ქოჩორს მოაჯდა თავზე!
There was her husband’s brig, rising to the top of the wave!
104596.
ორლანდო | კარი მეექვსე
ათასი სიკვდილის თაღი აღიმართა და გადაეღობა წინ.
The arch of a thousand deaths rose before it.
104597.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ, აი, ხომალდი თაღს გადასცდა და მეორე მხარეს გადავიდა უსაფრთხოდ; როგორც იქნა, გადარჩა!
But the brig was through the arch and out on the other side; it was safe at last!
104598.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მაშინ ქარი ჩადგა, ზღვა დაწყნარდა; და ორლანდომ მთვარის სხივებში მოლივლივე წყნარი ტალღები დაინახა.
And then the wind sank, the waters grew calm; and Orlando saw the waves rippling peacefully in the moonlight.
104599.
ორლანდო | კარი მეექვსე
მშვენიერი, ელვარე სახელი მოცისფრო-ფოლადისფერი ბუმბულივით ჩამოწყდა ციდან.
The beautiful, glittering name fell out of the sky like a steel-blue feather.
104600.
ორლანდო | კარი მეექვსე
ის მოდიოდა, როგორც ყოველთვის, სამარისებურ გარინდულობაში.
He was coming, as he always came, in moments of dead calm.