მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104541.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს იყო წარსულში ღრმად გათხრილი გვირაბი.
It was as a tunnel bored deep into the past.
104542.
ორლანდო | კარი მეექვსე
და როცა თვალებს ძირს ხრიდა, ხედავდა ადამიანებს, რომლებიც იცინოდნენ და ბაასობდნენ.
As her eyes peered down it, she could see people laughing and talking.
104543.
ორლანდო | კარი მეექვსე
კიდევ უფრო მოშორებით, კადრილის საცეკვაოდ გამზადებული მოცეკვავეების წყება დაინახა.
Still further down, she saw sets of dancers formed for the quadrille.
104544.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორგანი აგუგუნდა.
An organ boomed.
104545.
ორლანდო | კარი მეექვსე
საყდარში კუბო შეიტანეს.
A coffin was borne into the chapel.
104546.
ორლანდო | კარი მეექვსე
საყდრიდან საქორწინო პროცესია გამოვიდა.
A marriage procession came out of chapel.
104547.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეიარაღებული, მუზარადიანი მამაკაცები ომში მიდიოდნენ.
Armed men with helmets left for the wars.
104548.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფლოდენიდან და პუატიედან დაბრუნებულებმა ალმები ჩამოიტანეს და კედლებზე ჩააჭედეს.
They brought banners back from Flodden and Poitiers and stuck them on the wall.
104549.
ორლანდო | კარი მეექვსე
არც ერთ მიწისძვრას არ გაუსწორებია მიწასთან ასე მთელი ქალაქი.
Never did any earthquake so demolish a whole town.
104550.
ორლანდო | კარი მეექვსე
უცბად გალერეა და მთელი მისი ბინადრები მტვრად იქცნენ.
The gallery and all its occupants fell to powder.
104551.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ ამ შუქში, ყველაფერი, რაც ახლომახლო იყო, უკიდურესი სიცხადით გამოიკვეთა.
In this same light everything near her showed with extreme distinctness.
104552.
ორლანდო | კარი მეექვსე
დაინახა კორძი ხეში, იქ, სადაც ფეხი ედო, როგორ შეუტოკდა მის ძაღლს ყური.
She saw a knot in the wood where her foot was, and her dog’s ear twitching.
104553.
ორლანდო | კარი მეექვსე
წამოდგა, მაგრამ აუფორიაქებლად, ძაღლებს მოუხმო და მტკიცე ნაბიჯით ჩაუყვა კიბეს და გავიდა გარეთ, ბაღში.
She rose, but without precipitation, called her dogs, and went firmly down the staircase and out into the garden.
104554.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ ნარგავების ჩრდილები სასწაულებრივი სიცხადით გამოიკვეთა.
Here the shadows of the plants were miraculously distinct.
104555.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო მიწის ყოველ ცალკეულ მისხალს არჩევდა ყვავილის კვლებში, თითქოს მიკროსკოპი მიჰკვროდა თვალზე.
Orlando noticed the separate grains of earth in the flower beds as if she had a microscope stuck to her eye.
104556.
ორლანდო | კარი მეექვსე
დაინახა ყოველი ხის ჩახლართული რტო.
She saw the intricacy of the twigs of every tree.
104557.
ორლანდო | კარი მეექვსე
დაძაბულობა ისეთი დაუცხრომელი და სასტიკი იყო, რომ აღარ შეეძლო ატანა.
The tension was too relentless and too rigorous to be endured long.
104558.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ, დიდი გაჭირვებით, თავი აიძულა, დურგლის სახელოსნოში შეჩერებულიყო და გარინდული უყურებდა, როგორ გამოჩარხა ჯო სტაბსმა ფორნის ბორბალი.
Here she forced herself, by a great effort, to stop by the carpenter’s shop, and to stand stock-still watching Joe Stubbs fashion a cart wheel.
104559.
ორლანდო | კარი მეექვსე
თვალები დურგლის ხელისკენ ჰქონდა მიპყრობილი, როცა საათმა თხუთმეტი წუთის ნიშნად ჩამოჰკრა.
She was standing with her eye fixed on carpenter's hand when the quarter struck.
104560.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს გონება ზღვასავით აბორგდა.
Orlando's mind began to toss like the sea.