მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104681.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
„ნაგებების“ უბანი დაიზვერა ექსპედიციის საველე საქმიანობის დაწყებისთანავე.
The "Nagebeli" section was explored at the commencement of field work.
104682.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
მართლაც, პირველივე საველე სეზონით საყურადღებო მასალები იქნა აღმოჩენილი, რომელთა შორისაა ხუთი წარწერიანი ქვა.
Indeed, the first field seasons witnessed the discovery of important material, including five inscribed stones.
104683.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
გათხრების ადგილი, სადაც წარწერიანი ქვები და ქვევრის პირია დადასტურებული, მარანს წარმოადგენდა.
The excavation site, where the inscribed stones and the rim of the wine jar were found, had been a wine cellar.
104684.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
კედლების პერიმეტრზე ხუთი საწნახელი იყო მოწყობილი, მთელ ფართობზე კი ქვევრები იყო ჩადგმული.
Five wine presses had been placed along the perimeter of the walls, with wine jars buried over the entire area.
104685.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
არქეოლოგიური მონაპოვარი, ძირითადად კერამიკა, ახალი წელთაღრიცხვის. პირველი საუკუნეებისაა.
The archaeological material, chiefly pottery-dates from the opening centuries of the new era.
104686.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
კედლების მშენებლობაში ორი ფენის გამოყოფაა შესაძლებელი.
Two layers are identifiable in the construction of the walls.
104687.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ზედა ფენა, რომელსაც მიეკუთვნება საწნახლები და დასავლეთის მხრიდან მოწყობილი თაღოვანი შესასვლელი, მეოთხე საუკუნით შეიძლება დათარიღდეს.
The upper layer, to which belong the wine presses and an arched entrance from the western side, may be dated to the fourth century.
104688.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
მარნის სპეციფიკურობის გამო, მონაპოვარი მასალის დათარიღება მხოლოდ პარალელების გავლების მეშვეობით არის შესაძლებელი.
Due to the specificity of the wine cellar, the dating of the material found is feasible only through drawing parallels.
104689.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ქვევრები ორივე ფენის საკუთრებაა, თუმცა ზედა ფენის მარანი უფრო მასშტაბურია საწნახლებიანი სივრცით და ქვევრების რაოდენობით.
The wine jars belong to both layers, although the wine cellar of the upper layer is larger in scale in terms of the area held by the wine presses and of the number of wine jars.
104690.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ჩვენთვის საინტერესო წარწერიანი ქვევრის ფრაგმენტი თუ რომელ ფენას მიეკუთვნება, დანამდვილებით ამის თქმა ჭირს.
It is difficult to be positive regarding the layer to which the fragment of the inscribed wine jar belongs.
104691.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
მარნის ტერიტორიაზე გათხრა მიმდინარეობდა 1986-87 წლებში და დიდი ხარვეზის შემდეგ, 1996 წელს.
Excavations were carried out on the territory of the wine cellar in 1986-87 and, after a long gap, in 1996.
104692.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ბოლო კამპანიისას, აღმოჩნდა ქვევრის პირის კიდევ ერთი ნატეხი, რომელიც აღდგა ადრე ნაპოვნ წარწერიან ფრაგმენტთან.
In the last campaign, another fragment of a wine jar rim came to light, matching the earlier discovered inscribed fragment.
104693.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ქვევრის კედელი მოწითალო-მოყავისფროა, უხეში ნამუშევარია და ვერც გამოწვით გამოირჩევა.
The wall of the wine jar is reddish brownish, being of crude workmanship and not well-fired.
104694.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
შიდა ნაწილი ჩამომტვრეულია.
The inner part is broken off.
104695.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ასოები ამოკაწრულია სველ თიხაზე, გამოწვამდე.
The letters were scratched on wet clay, prior to firing.
104696.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
განლაგებულია ორ რიგად.
They are arranged between two rows.
104697.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
წარწერა იწყება ორი დაქარაგმებული ასოთი.
The inscription begins with abbreviated letters.
104698.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
კიდევ არის ერთი ასონიშნის ქვედა რკალი, დანარჩენი მოტეხილია.
There is the lower arc of one more letter-sign, the rest are broken off.
104699.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
პირველი ფრაგმენტი გადახატვის შემდეგ გაირეცხა ქიმ-ლაბორატორიაში.
After copying the first fragment it was rinsed in a chemical laboratory.
104700.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
მეორე სტრიქონის ორის ასო თითქმის აღარ ჩანს.
The two letters of the line are almost invisible.