მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104721.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
აქ არის გასაღები მთლიანად წარწერის განმარტებისათვის.
Herein lies the key to the explanation of the inscription as a whole.
104722.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ქრისტიანობის უადრესი ხანიდანვე წარწერებისათვის შემუშავებული იყო აუცილებელი და დაკანონებული ტრაფარეტი, რომლის გარეშეც არ შექმნილა არც ერთი ტექსტი.
From the earliest period of Christianity, a necessary and established cliché was worked out for inscriptions, without which not a single text was ever written.
104723.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ამასთანავე, აუცილებელი იყო ტექსტის დაწყება ვედრებით.
The text must necessarily begin with the supplication.
104724.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ამ დადგენილ-დაკანონებული ფორმულის გარეშე არც ერთი ადრეული წარწერა არ არის ცნობილი.
No early inscription is known without this fixed and established formula.
104725.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
განსახილველი წარწერის ქარაგმა აღნიშნული სტანდარტებით ვერ აიხსნება.
The abbreviation of the inscription in question cannot be explained by the above standards.
104726.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ის, სავსებით ბუნებრივია, ვერ თავსდება ქრისტიანული ხანისათვის დამახასიათებელი ტექსტობრივი გაწყობის კანონიკურ ფარგლებში.
Naturally enough, it cannot be placed within the canonical limits of the textual arrangement characteristic of the Christian period.
104727.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
მთელი არქეოლოგიური თუ ისტორიული მონაცემების მიხედვით, მისი განხილვა საჭიროა ჩვენში ქრისტიანობის დამკვიდრებამდე არსებულ რელიგიურ სივრცეში არსებული წესით.
According to the entire archaeological and historical evidence, it should be considered in the light of the rule existing in the religious space prior to the establishment of Christianity in Georgia.
104728.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
რა მონაცემებს შეიძლება დავეყრდნოთ ამასთან დაკავშირებით?
What data can we rely on in this connection?
104729.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
თუ გადავავლებთ თვალს მაზდეანური რელიგიის კრიტერიუმებს, ვნახავთ, რომ იქაც საკმაოდ ძლიერი შტამპი იგრძნობა რელიგიურ იდეოლოგიური კანონიკისა.
If we look through the criteria established under the Mazdaic religion, we shall see that here, too, a fairly strong stamp of religious ideological canon is felt.
104730.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
წარწერების შექმნისას ჩამოყალიბებულია გარკვეული წესი, რომლის დაცვაც სავალდებულო ყოფილა.
A definite rule was established in making inscriptions, adherence to which appears to have been obligatory.
104731.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ასეთი წესი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ირანის აქემენიანი მეფეების დროს დგინდება.
This rule seems to have taken shape back in the period of Achaemenid kings.
104732.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ცნობილია, რომ პირველი აქემენიანი მეფეები ტოლერანტობას იჩენდნენ სხვა რელიგიების მიმართ.
The first Achaemenid kings are known to have shown tolerance to other religions.
104733.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე, ამ მხრივ, ისინი უშფოთველად გრძნობდნენ თავს.
They felt no concern over the territory of the vast empire.
104734.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
სურათი მკვეთრად იცვლება ქსერქსეს დროს.
The picture changed drastically under Xerxes.
104735.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
პერსეპოლის წარწერის პირველივე სტრიქონით ის იმპერატული ფორმით გვახსენებს.
In the very first line of the inscription of Persepolis he reminds us in imperative form.
104736.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
აი, ასე იწყება მაზდეანური ფორმულა, რომელმაც თითქმის დაკანონებული სახე მიიღო განსაკურებით სასანიანი მმართველობის დროს.
This is how the Mazdaic formula starts, assuming almost canonical form especially under Sasanian rule.
104737.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ანალოგიური ფორმულებია მოცემული სასანიანი მეფეების სახელით მოჭრილ მონეტებზეც.
Analogous formulas appear on coins struck in the name of Sasanian kings.
104738.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
დასკვნა ერთადერთი შეიძლება გამოვიტანოთ, მსგავსად ქრისტიანობის ხანის წარწერებისა, მაზდეანურ პერიოდშიც ჩამოყალიბებულია მიმართვის ფორმულა, რომლის აღნიშვნაც სავალდებულო ჩანს.
The only conclusion to be drawn is that, like in inscriptions of the Christian period, in the Mazdaic period, too, an obligatory formula of address appears to have been established.
104739.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
ქარაგმის ქვეშ მოთავსებული ორი ასო ორი სიტყვის შემოკლება უნდა იყოს.
The two letters placed under the diacritic must be an abbreviation of two words.
104740.
ქართველოლოგი | ტომი 8, წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან
თუ გავითვალისწინებთ წინაქრისტიანული ხანის ნეკრესის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტის აღმსარებლობას, წარწერის ადრესატად შეიძლება ვაღიაროთ მითრა.
Bearing in mind the prevalence of the cult of fire worship in pre-Christian Nekresi, we may acknowledge Mithra as the addressee of the inscription.