მოიძებნა 668044 ჩანაწერი
104781.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ძველი ქართული სულიერების ამ საოცარმა სამყარომ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ქართული ეკლესიის, სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორიაში.
This wonderful world of Old Georgian holiness occupied its place in the history of Georgian spirituality, statehood and culture.
104782.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ნიკო მარის აღმოჩენა სამი ასპექტით არის მნიშვნელოვანი.
Niko Marr's discovery is notable in three aspects.
104783.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მეორე მხრივ, გამოავლინა კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტებით, სახელებით, დახასიათებებით დატვირთული ძეგლი ქართული ბერმონაზვნური, ასკეტური კულტურისა.
Secondly, it brought to light one more, perhaps the most striking proof of the great monastic, ascetic culture of Georgia, rich in facts names and descriptions.
104784.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ამ ნაწარმოების გაცნობის შედეგად სრულად წარმოჩნდა იმ სულიერი, პოლიტიკური, ეროვნული და კულტურული აღმავლობის წყაროები და საფუძვლები, რითაც ხასიათდებოდა ქართული ყოფა.
This work brought to light the source and principles of the spiritual, political, national and cultural progress that characterized the life of Georgia.
104785.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მაგრამ კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტისადმი მოწიწების ყველაზე შთამბეჭდავ და ამაღელვებელ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ გუარამ კურაპალატის თხოვნა, სიკვდილის შემდგომ წმინდა მამის ფერხთით დაეკრძალათ.
But perhaps the most touching expression of submission to the holiness of the archimandrite of Khandzta is the request of King Guaram the Kuropalates to be buried at the feet of his spiritual and godfather Grigol.
104786.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
გრიგოლ ხანძთელი გვევლინება ქრისტიანი მოღვაწის იმგვარ ტიპად, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში წარმოადგენდნენ: ბერნარ კლერვოსელი, ანტონ მეგვიპტელი, ბენედიქტე ნურსიელი, სერგი რადონეჟსკი და სხვანი.
Grigol Khandzteli presents an example of a Georgian variety of the type of Christian ascetic represented in various countries and at different times by Anthony the Egyptian, Benedict of Nursia, Bernard of Clairvaux and Sergei Radonezhski.
104787.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მაგრამ საქართველოში გრიგოლ ხანძთელი დარჩა უნიკალურ მოვლენად, რომელიც აღარასოდეს განმეორებულა, ისევე როგორც ის ისტორიული პირობები, რომლის წიაღშიც გრიგოლ ხანძთელის ფენომენი იშვა.
But in Georgia Grigol Khandzteli remained a unique phenomenon, never recurring, as never did the historical conditions that engendered him.
104788.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ეყრდნობოდა რა მხოლოდ თავის, საყოველთაო სულიერი მამის, ავტორიტეტს და მაღლდებოდა რა ყოველგვარ განკერძოებულობაზე, გრიგოლ ხანძთელი ასახიერებდა ქართველი ერის მთლიანობას.
Resting solely on his own authority of catholic spiritual father and rising above all manner of divisions, he embodied the fu ture unity of the Georgian nation.
104789.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ბევრი მისი თანამემამულისათვის ასწლეულების შემდგომაც ძნელად მისაწვდომი იდეალი გახლდათ.
For many of his compatriots, even hundreds of years later, remained an ideal hard to comprehend.
104790.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მას ჰქონდა გასაოცარი ნიჭი განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნისა.
He had the amazing gift of creating an atmosphere.
104791.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ნაწარმოების ავტორი, გიორგი მერჩულე ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ ფორმულირებას გვაძლევს.
Giorgi Merchule, the author of the work, gives the following wording.
104792.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მარის აღმოჩენამ და პუბლიკაციამ კვლავ დაუბრუნა საქართველოს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შვილის სახელი.
Marr's discovery and publication brought back to Georgia the memory of one of her greatest sons.
104793.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მართლაც, სამართლიანმა ღმერთმა, რომელმაც ამ ქვეყნის მკვიდრთ ცოდვათა წილ მრავალჯერ არაერთი მძიმე განსაცდელი მოუვლინა, იმავდროულად წყალობაც არ მოაკლო მას.
The just Lord, bringing many misfortunes for the sins of the residents of this country, at the same time never forgot to endow her with His favours.
104794.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
მათი საქმენი და დიდება კი არასოდეს ჩატეულა ოდენ მშობლიური ქვეყნის ფარგლებში.
The deeds and fame of some failed to find room within their native confines.
104795.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
პეტრე მაიუმელი, არეოპაგიტული კორპუსის სავარაუდო ავტორი;
Peter, the presumed authors of the Areopagitic corpus;
104796.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
ექვთიმე იბერიელი, ათონის მონასტრის სულიერი წინამძღოლი, „ვარლაამისა და იოასაფის” მართლმადიდებლური ვერსიის ავტორი;
Euthymius of Iberia, spiritual leader of Athos, the creator of the famous version of Barlaam and loasaph;
104797.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
დიდებული მონარქები დავითი და თამარი;
The great monarchs David and Tamar;
104798.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
შოთა რუსთველი, ავტორი „ვეფხისტყაოსნისა“;
Shota Rustaveli, the creator of "The Man in the Panther's Skin";
104799.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
დიდმოწამე ქეთევანი; მებრძოლი მეფე ერეკლე II.
The great martyr Ketevan; the King-warrior Erekle II.
104800.
ქართველოლოგი | ტომი 8, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ
სხვათა სახელები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ფარგლებშია ცნობილი, თუმცა ამით ოდნავადაც არ მცირდება მათი ღვაწლი.
Others are known only in their homeland, yet their exploits and services are by no means smaller.