მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105121.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
მთარგმნელი კლარჯეთის უდაბნოებსა და მონასტერთა კომპლექსს ქართულ ატლანტიდას უწოდებს.
The translator refers to the Klarjeti deserts and the monastery complexes as Georgian Atlantis.
105122.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
თუმცა, ხაზი გავუსვათ, რომ 1902 წელს, უპირველეს ყოვლისა, ქართული სასულიერო მწერლობის ბრწყინვალე ნიმუში აღმოაჩინეს.
But first of all it should be noted that in 1902 a brilliant work of Georgian spiritual writing was discovered.
105123.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ყველა ეს საქებარი სიტყვა ივანე ჯავახიშვილს გიორგი მერჩულის შესახებ უთქვამს.
All these praising words were used by Ivane Javakhishvili to describe Giorgi Merchule.
105124.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
მხატვრული თარგმანი, უმთავრესად ორ უკიდურეს შეხედულებათა შორის მერყეობს.
There are two opposite views about the literary translation.
105125.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ერთია ზუსტი, მაგრამ მხატვრულად სუსტი თარგმანი, მეორეა მხატვრულად ძლიერი, მაგრამ ხშირად დედნისგან დაცილებული, თავისუფალი თარგმანი.
One, accurate with lack of artistic approach, the other one is artistically strong, however, diverted from the main path of the content of the origin.
105126.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
თეორიულად ძალიან ადვილია ამ ორი პრინციპის სინთეზი და იდეალად ზუსტი და მხატვრულად ძლიერი თარგმანის მიჩნევა, მაგრამ პრაქტიკულად ამ იდეალის პირდაპირ განხორციელება შეუძლებელია.
Theoretically the syntheses of these two views and assuming the most accurate and artistically strong work as one of the best is very easy, however, practically fulfilling this task is almost impossible.
105127.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
მთარგმნელების მიზანია, შექმნან ე. წ. იდენტური თარგმანი, რომელიც ნაწარმოების სხვა ენაზე მკითხველს მის ჭეშმარიტ ფასეულობას წარმოუჩენს.
The main aim of the translators is to create so-called identical translation revealing its real values to the readers.
105128.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
მაგრამ ორი სხვადასხვა ენა სრულიად განსხვავებული საშუალებებით სარგებლობს ერთი და იმავე აზრის გამოსახატავად.
However, it should be noted that two totally different languages employ radically different instruments of expressing ideas.
105129.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
სწორედ ამ მიზეზითაა, რომ სიტყვის ზუსტი თარგმანი მხატვრული ეფექტის განმეორებას არ იძლევა.
This is the reason why the literal translation of the word fails to have the same artistic impact on the reader.
105130.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ტექსტის პირველ გამოცემაში რუსული თარგმანის ჩართვის მთავარი მიზანი სრულიად უცნობი თხზულების არაქართველი მკითხველისათვის გაცნობაა.
The main purpose of inserting the Russian translation of the text in its first edition was to make the text available for non-Georgian readers.
105131.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
მარი აღნიშნავს, რომ თარგმანში ირანის, სომხეთის და ბიზანტიის მრავალგვარი ენობრივი გავლენის შეთავსებით სტილის ლექსიკური კოლორიტის გადმოცემა არ შეიძლება.
Marr notes that there is no way to copy the lexical essence in full due to the influence of Iranian, Armenian and Byzantine languages.
105132.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
სიტყვების ეს ჩახლართული კომბინაციები ბევრ სირთულეს მთარგმნელებს უქმნიდა.
These challenging combinations of the words have created a lot of obstacles for the translators.
105133.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს იმის საჩვენებლად, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ასეთი პარალელიზმების თარგმანში ასახვის მიმართ.
In order to reveal their attitude towards these parallelisms in the translation, I would like to introduce some examples.
105134.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ეს ის შემთხვევებია, როცა ერთი და იმავე შინაარსის ტერმინები, ძველი და ახალი, ქართული და სპარსული, ქართული და ბერძნული გვერდიგვერდ არიან.
These are the cases demonstrating the terms with the same meaning old and new, Georgian and Persian, Georgian and Greek words are juxtaposed.
105135.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ამ შემთხვევაში პარალელიზმი იმით იქმნება, რომ ერთი სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები.
In this case the parallelism is created through loan words from Greek.
105136.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ორივე თარგმანს ახლავს თხზულებაში ნახსენებ საკუთარ სახელთა ქართული ვარიანტებისა და მათი რუსული შესატყვისების სია.
Both translations are accompanied by the list of Georgian names mentioned in the story along with Russian equivalents.
105137.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ზეთეიშვილისეული რუსული თარგმანის პირველ გამოცემაში ტექსტს ავტორის შენივნები ახლავს.
The first publication of the Russian translation of The Life of Grigol Khandzteli by Zeteishvili is accompanied by the author's comments.
105138.
ქართველოლოგი | ტომი 27, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თრგმანი
ზოგჯერ ავტორი ამა თუ იმ ფრაზის, წინადადების, სიტყვის თარგმანს გვთავაზობს, ოღონდ ნ. მარისეულს და გვაძლევს საშუალებას, პასაჟის ძველი და ახალი ვარიანტი შევადაროთ.
In some cases, the author introduces a translation of a single phrase, sentence or a word by N. Marr enabling us to place the new and the old passages in juxtaposition with each other.
105139.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
წინამდებარე სტატიაში განხილულია ზემო სვანეთის ლატალის მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის ფრესკული მხატვრობა და მისი იდეურ-თეოლოგიური საზრისი.
This article discusses the fresco paintings of Zemo Svaneti Latali Matskvarishi Church of the Archangels and their ideological-theological designation.
105140.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ამ მოხატულობაში საუფლო ციკლის მომცველ სცენათა იკონოგრაფია, მათი კომპოზიციური სტრუქტურა, შესამჩნევად გართულებულია.
In these paintings the iconography of the scenes of the Christological cycle, their compositional structure are noticeably complicated.