მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105181.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
დასავლეთ კედელზე კი სამი სცენაა გამოსახული.
On the western wall, there are three scenes.
105182.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ლაზარეს აღდგინება, ლუნეტში, შუა რეგისტრზე კი ჯოჯოხეთით წარმოტყვევნა.
Resurrection of Lazarus, in the lunette and in the middle of the register, Resurrection.
105183.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
სამივე კედლის ქვედა რეგისტრი წმ. მეომართა და წმ. დედათა ფიგურებს უჭირავს მთელი სიმაღლით.
The lower registers of the walls are covered by frescoes of St. Warriors and St. Mothers.
105184.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
პილასტრებზე, ასევე, მთელი სიმაღლით, დავით და სოლომონ წინასწარმეტყველების, პეტრე და პავლე მოციქულებისა და უვერცხლო მკურნალთა: კოზმანისა და დამიანეს ფიგურებია განთავსებული.
On the pilasters, on the full-size figures of the prophets David and Solomon, Peter and Paul Apostles and the figures of charitable healers, Kosmas and Damian, are placed.
105185.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
კამარას ამაღლების სცენა, წმ. მანდილიონი და ქრისტე ძველი დღეთა ამკობს.
The following scenes are represented on the arch Ascension, holy Mandylion and Christ of Old Days.
105186.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
რეგისტრების გამყოფი ვიწრო სინგურისფერი ზოლები ერთმანეთისგან მიჯნავს სხვადასხვა ზომის სცენებს.
Narrow stripes in sanguine divide the registers and scenes of various sizes.
105187.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
გამმიჯნავ როლს ასევე ასრულებს არქიტექტურული ფორმები: სარკმლის ღიობები, პილასტრები, კედელთა კუთხეები.
Architectural forms: window openings, pilasters, wall angles also play the role of the border.
105188.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ყველა სცენა და ცალკეული გამოსახულება განმარტებულია ასომთავრული წარწერით.
All scenes and separate images are interpreted in the inscriptions in Asomtavruli.
105189.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
მაცხვარიშის თარინგზელის ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამა ისეა შედგენილი, რომ წინ წამოსწევს დეკორის ღრმა თეოლოგიურ საზრისს.
The iconographic program presented in Matskvarishi Taringzeli church paintings is drawn in the way to foreground a deep theological significance of the décor.
105190.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ამ მოხატულობაში მოცემულ სცენათა იკონოგრაფია, მათი კომპოზიციური სტრუქტურა, შესამჩნევად გართულებულია.
The iconography of the presented scenes and their compositional structure are noticeably complicated.
105191.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ეს სიუჟეტები არ არის განლაგებული ისტორიული ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
The plots are not arranged in either a historical or a chronological order.
105192.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
სცენების ნაკლებ ტრადიციული განაწილება ხალხური მიმართულების ნიმუშებში თითქმის უგამონაკლისო წესად იქცა.
This less traditional division of the scenes became the established rule in the samples following the folk directions.
105193.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
მოხატულობის ზოგადი იკონოგრაფიულ პროგრამის შემდგენელი ოსტატი არ ერიდება განსხვავებული იკონოგრაფიული სქემების გამოყენებას.
While setting up the general iconographic program of painting, the Master does not avoid employing of various iconographic schemes.
105194.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
იგი სრულად წარმოადგენს მოხატულობის ზოგად თეოლოგიურ იდეას, მსხვერპლის გზით საუკუნო ხსნისაკენ.
He fully represents the general theological idea of the paintings, eternal salvation through sacrifice.
105195.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
მრავალფიგურიანობა, ველუმით გაერთიანებული არქიტექტურული ფონები, პეიზაჟური ელემენტების თავისებური წარმოჩენა ქართულ ხელოვნებაში.
Plurality of figures, architec tural backgrounds unitied by velum, original representation of landscape elements, appear in the Georgian art .
105196.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
თავისებურება, რომელიც, შესაძლოა, ადგილობრივ მხატვრულ სკოლას დაუკავშირდეს, ცალკეული სიუჟეტის განსაკუთრებული ლაკონიური გახსნით, მარტივი აგებით წარმოჩინდება.
This peculiarity, which may be connected to the local art school, is presented through a simple, specific, laconic opening of separate scenes.
105197.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
დამატებით, იშვიათი იკონოგრაფიული დეტალია იოანე ნათლისმცემლის ფეხქვეშ ძოწისფერ სახურავიანი ყუთი, რომელიც მოწამის მომავალ მსხვერპლზე მიანიშნებს.
In addition, there is a rare iconographic detail is a box with a violet lid under the feet of John the Baptist, that indicates the future sacrifice to be made by the martyr.
105198.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
კარგად გააზრებული საღვთისმეტყველო პროგრამა მხოლოდ მაშინ იქნება აღქმული, თუ ჩვენ ცალკეულ კომპოზიციებსა და გამოსახულებებს ცალკეული სცენებთან ურთიერთდავაკავშირებთ.
A well thought-over theological program will only be perceived if separate compositions and images are interconnected with the separate scenes.
105199.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
გვიანი შუასაუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნებაში განსაკუთრებით საგრძნობია თეოლოგიური პროგრამებისა და გამოსახულებათა შინაარსობრივი კავშირების გართულება.
In the Christian Eastern art of the high Middle Ages, the complication of the contents of theological programs and images is especially noticeable.
105200.
ქართველოლოგი | ტომი 27, მაცხვარიშვილის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი
ქართული კედლის მხატვრობას დეკორის ნიმუშებისთვის სახასიათო, არათანაბარი კომპოზიციების ერთმანეთის პირისპირ, ზემოთ და ქვემოთ განლაგებას, ერთი საერთო იდეა აერთიანებს.
The typical arrangement of uneven compositions opposite, above and below each other, characteristic for the Georgian wall painting decore patterns are united by one idea.