მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105401.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, შავი მთისა და გელათის სკოლის მოღვაწეთა მთარგმნელობითი მეთოდის ძირითადი მოთხოვნა იყო ზუსტი, ზედმიწევნითი თარგმანის ხელოვნების დაუფლება.
The basic demand of the scholars of the Black Mountain and the Gelati school was mastery of an exact or literal translation.
105402.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამისათვის კი საჭირო იყო სათარგმნი ტექსტის ყოველმხრივ შესწავლა და მისი სწორად გაგებისათვის იმ კომენტარების გათვალისწინება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ქრისტიანი მამების მიერ.
This called for a comprehensive study of the text to be translated and consideration of the commentaries written over the centuries by the Church Fathers in order to understand the text correctly.
105403.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ფილოსოფიური ლიტერატურის გაგება და თარგმნა კომენტარებთან ერთად პირველი წყაროების უშუალო შესწავლასა და გამოყენებას მოითხოვდა.
The understanding and translation of philosophical literature - in addition to consulting the commentaries - demanded direct study and use of the primary sources.
105404.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამიტომ იყო, რომ გელათის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ ეგზეგეტიკურ ლიტერატურას, როგორც ბიბლიურს, თეოლოგიურს, ისე ფილოსოფიურს.
That is why special attention was given at the Gelati school to exegetic writings - biblical, theological and philosophical study.
105405.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
კომენტარების გათვალისწინება აუცილებელი იყო.
Consideration of commentaries were necessary.
105406.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეფრემ მცირე ბიბლიურ ტექსტთა ქართული თარგმანების დაზუსტებაზე მუშაობისას უამრავ კომენტარსა და ლექსიკონს იშველიებდა.
In working on the Georgian translations of minor biblical texts Eprem Mtsire had recourse to many commentaries and dictionaries.
105407.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწი, თეოლოგიური პრობლემების განხილვისას, ისევე როგორც მისი დროის ზოგი ბიზანტიელი მოაზროვნე, გარდა პატრისტიკული ლიტერატურისა, ამოდიოდა ნეოპლატონური ფილოსოფიური სისტემიდან და ეყრდნობოდა ლოგიკურ არგუმენტაციას.
In dealing with theological problems, Petritsi - similarly to his contemporary Byzantine thinkers - had recourse not only to patristic literature but to the system of Neoplatonic philosophy as well, basing himself on logical argumentation.
105408.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მის მიერ ბიბლიური ტექსტის კანონიკურ თარგმანებში შეტანილი შესწორებები და მსჯელობანი ამასთან დაკავშირებით ეყრდნობა სწორედ ნეოპლატონურ თვალსაზრისს არსის იერარქიულობის შესახებ.
The amendments and judgements introduced by him into the canonical translations of biblical texts are based on the Neoplatonic view on the hierarchical nature of being.
105409.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამიტომაა, რომ პროკლეს 29-ე თავის განმარტებაში, რომელიც მიზეზიდან შედეგის გამომდინარეობას ეხება მსგავსების საფუძველზე, როგორც ზემოთაც ვთქვით, პეტრიწი იმოწმებს სწორედ „ჩვენი ეკლესიის მემოძღვრის“ — პავლეს სიტყვებს.
This is why in his commentary of Proclus chapter 29, dealing with the derivation of the caused from the cause on the basis of likeness, Petritsi, as noted above, quotes the words of Paul, the teacher of our Church.
105410.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პავლეს ამავე სიტყვებს ეყრდნობა თეოფილაქტე ბულგარელი იოანეს სახარების განმარტების შემდეგს კონტექსტში.
Father Theophylact the Bulgarian relies on the same words of Paul in the following context of the commentary on the Gospel according to St.John.
105411.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ერთ-ერთი ასეთი მსჯელობა დაკავშირებულია პროკლეს ტრაქტატის 101-ე თავის განმარტებასთან.
One such reasoning is related to the interpretation of chapter 101 of Proclus treatise.
105412.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს პარაგრაფი ეხება გონების, ცხოვრებისა და მყოფობის ურთიერთმიმართებას.
That paragraph refers to the relationship of intelligence, life and being.
105413.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამასთან დაკავშირებით პეტრიწი კვლავ იყენებს პავლე მოციქულის გამონათქვამს და მისი საშუალებით შესაბამისობას (ანალოგიას) ამყარებს პირველ მყოფსა ანუ ნამდვილ მყოფთან.
In this connection Petritsi again has recourse to the Apostle Paul's statement in order to establish a correspondence or analogy between the first being and the real being.
105414.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, იოანე პეტრიწმა შეიტანა მნიშვნელოვანი შესწორება ბიბლიის „შესაქმის“ წიგნის კანონიკურ ქართულ თარგმანში.
Thus, Petritsi made a significant amendment in the canonical Georgian translation of the Genesis.
105415.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
არსის იერარქიაში უშუალოდ მომდევნო არის ხატი და მსგავსი წინა რიგის სირათმთავრისა, ამიტომ ღმერთის ხატი არის ქრისტე (რაშიც იგი პავლე მოციქულს იმოწმებს).
In the hierarchy of being the directly consequent series is an image and likeness of the preceding head of the series, hence god's image is Christ (quoting the Apostle Paul in proof).
105416.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი არის ნიმუში ანუ „იგავი“ ადამიანისა, ისევე როგორც ნამდვილ მყოფი არის „იგავი ყოველთა მყოფთა“.
He is an example, parable of man, in the same way as the True being is a "parable of all beings".
105417.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბერძნული ტექსტი აძლევდა.
Of course he was enabled such interpretation primarily by the Greek text.
105418.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწის შესწორება, როგორც ჩანს, მიიღო საბამ, რომელმაც მის მიერ ნარედაქციევ მცხეთურ ბიბლიაში იგი შეიტანა ოდნავი სხვაობით.
This amendment, made by Petritsi, seems to have been accepted by Saba who introduced it, with a slight modification, into the text of the Mtskhetian Bible edited by him.
105419.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ახალი რედაქციული სხვაობა შეტანილია აგრეთვე A 179 ხელნაწერში, რომელიც მოიცავს „შესაქმისა“ და „გამოსლვათა“-ს თარგმანებს.
This new, redactional variant was introduced also into MS. A 179, comprising the translations of the Genesis and Exodus.
105420.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ზოგი მკვლევარი მათ, სწორედ ამის გამო, გელათურ ვერსიად მიიჩნევს.
Because of this, some researchers consider these as Gelati versions.