მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105421.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწის რეცენზია აქაც ოდნავაა შეცვლილი, ისე რომ არსებითი შინაარსი დაცულია.
Here too Petritsi's recension is slightly modified, but the essential meaning is preserved.
105422.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ასევე, ფილოსოფიური ინტერპრეტაცია უძევს საფუძვლად პეტრიწის შესწორებას, რომელიც იოანეს სახარების I თავის პირველივე მუხლის გამონათქვამს ეხება.
Likewise, a philosophical interpretation underlies Petritsi's amendment in the first paragraph of Chapter I of the Gospel according to St. John.
105423.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწის აზრით, ძველი, კანონიკური თარგმანი ამ ფრაზისა — „პირველითგან იყო სიტყუა“ არის მცდარი.
In Petritsi's view, the old canonical translation of this phrase: "From the beginning was the Word" was wrong.
105424.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მთარგმნელს არ ესმის, რომ ფრაზაში გატარებულია პოტენციაში მყოფი სიტყვის განხორციელების აზრი.
The translator is unaware of the idea of the action of a potential word inherent in the phrase.
105425.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მისი შეხედულებით, სიტყვა „პირველი“ მიმართებითი ცნების გამომხატველია:
According to him, the word "first" is a word of relative notion:
105426.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პირველი შემდგომთა მიმართ არის პირველი, იგი პირველია თავის მსგავსთა მწყობრში, როგორც, მაგ. კაცი კაცებს შორის და ცხენი — ცხენებს შორის.
The first is first in relation to the subsequent, it is first in the set or series of its kind, e.g. among men, a horse among horses.
105427.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
თითქოს ძე-ქრისტე-ლოგოსი ერთი წარმოქმნილთაგანია და ამდენად, მდარე ბუნებისა.
As if the Son Christ or logos were one of the created, and hence of lower nature.
105428.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შემთხვევითი არ არის, რომ პეტრიწმა განსახილველად შეარჩია სწორედ ეს ადგილები ბიბლიის ტექსტიდან და მათი განსაკუთრებული სიზუსტით თარგმნა მოითხოვა.
It is not fortuitous that Petritsi selected precisely this passage in the biblical text and demanded its translation with especial exactness.
105429.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს ადგილები ეხება წმ. სამების მეორე პირის–ძის დამოკიდებულებას მამისადმი და თარგმანის საკითხი გადაწყვეტილია მტკიცე მართლმადიდებლური პოზიციებიდან.
These passages refers to the relation of the Son, i.e. the second person of the Holy Trinity, to the Father, the translation is made from a firm orthodox stand.
105430.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ძე მამის თანაარსია, იგი ხატია ღვთისა უხილავისა, ხოლო კაცი შექმნილია ღვთის მიერ თავისი ხატის მსგავსად.
The Son is coexistent with the Father, being an image of the invisible God, whereas man was created by God in His own image.
105431.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ასე რომ პეტრიწს აქ აღარავითარი ბრალი არ შეიძლებოდა დასდებოდა მწვალებლური აზრების ქადაგებაში და სამების მეორე პირის მამა ღმერთთან დამოკიდებულების სუბორდინაციულ გადაწყვეტაში.
Thus, here Petritsi could not be charged in any way with preaching heretical views, and with a subordinational solution of the relation of the second person in the Trinity to the Father.
105432.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე 842 წელს გამოიცა საგანგებო ედიქტი, რომელიც კრძალავდა სამების გარშემო დისკუსიებს.
The Council of Constantinople in 842 issued a special edict banning discussions involving the Trinity.
105433.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამ საკითხის ერთიანი, უნიფიცირებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით შვიდი მსოფლიო კრება იქნა მოწვეული,
Seven occumenical councils were convened with a view to arriving at a unified solution of the problem.
105434.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულ იქნა ორთოდოქსული ქრისტიანული დოქტრინა, კამათი და დისკუსიები თეოლოგთა წრეებში მაინც არ შენელებულა.
Although an Orthodox Christian doctrine did finally take shape, discussions in theological quarters did not wane.
105435.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამ დისკუსიებმა კომნენების ხანაში, როგორც ზემოთაც ვნახეთ, მეტად ფართო ხასიათი მიიღო.
As noted above, these discussions were particularly widespread in the age of the Comneni.
105436.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამ პერიოდში ეს კამათი სათავეს იღებდა განსაკუთრებით იოანეს სახარების სიტყვებიდან.
The dispute at this time being centered around the words in the Gospel according to St. John.
105437.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
თეოფილაქტე ბულგარელი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ვრცელ კომენტარს უძღვნის ქრისტეს სიტყვებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს საკითხი იმ დროს მეტად აქტუალური იყო.
Theophylact the Bulgarian, as shown above, devoted an extensive commentary to Christ's statement, pointing to the topicality of the subject at the time.
105438.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც ჩანს, ამით იყო გამოწვეული ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც პეტრიწმა მიაქცია იოანეს სახარების პირველივე ფრაზის თარგმანს და საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე ახალი რედაქციით წარმოადგინა იგი.
This must have caused Petritsi to give special attention to the very first phrase in St. John's Gospel, producing a new redaction based on his own interpretation.
105439.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მისი ეს ინტერპრეტაცია სავსებით ეთანხმებოდა მართლმადიდებლურ კრედოს.
His new interpretation was fully accorded with the Orthodox creed.
105440.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
პეტრიწისეული რედაქცია მიღებულია თეოფილაქტე ბულგარელის იოანეს სახარების განმარტების მთარგმნელის მიერ.
Petritsi's redaction was adopted by the translator of Theophylact the Bulgarian's interpretation of St. John's Gospel.