მოიძებნა 668044 ჩანაწერი
105461.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი შესრულებული უნდა იყოს მთარგმნელთა ჯგუფის მიერ, ერთი მთავარი რედაქტორ-მთარგმნელის საერთო ხელმძღვანელობით.
The work must have been produced by a team of translators under the general guidance of a chief redactor-translator.
105462.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
A 1108 ავტოგრაფულ ნუსხაში შესანიშნავად ჩანს ამ რედაქტორ-მთარგმნელის მუშაობის მეთოდი და სტილი, მისი -მთარგმნელობითი პრინციპების პრაქტიკული განხორციელების პროცესი.
The method of work and the style of this redactor-translator, i.e. the process of the practical realization of his translation principles, is seen clearly in the autographic MS. A 1108.
105463.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს ძეგლი, გელათში შესრულებული კომენტარული ჟანრის სხვა შრომებთან ერთად ამ სალიტერატურო სკოლის მთავარი მიმართულების დამაგვირგვინებელია.
This work - along with other works of the genre of commentaries - crowns the chief trend of the Gelati literary school.
105464.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ეგზეგეტიკური ლიტერატურა არის გელათის სკოლის ძირითადი პროფილი.
Exegetic writings of philosophical-theological nature constitute the main profile of the Gelati school.
105465.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამავე სკოლაში დაედო სათავე (და მის მეორე პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა) ქართულ საერო ლიტერატურას და აქვე ითარგმნა აგიოგრაფიის უკანასკნელი ნიმუშებიც.
It should be noted, however, that the same school gave rise to Georgian secular literature (developing especially in its second period), and that the last examples of hagiography were translated here.
105466.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავს, ქსიფილინოსის კრებულით დამთავრდა ქართული ნათარგმნი აგიოგრაფიის ისტორია, ვინაიდან თვით ბიზანტიის აგიოგრაფიის ისტორიაშიც მეტაფრასული პერიოდის შემდეგ აღარაფერი შექმნილა.
According to Kekelidze, the history of Georgian translated hagiography ended with Xiphilinus collection, for in the history of Byzantine hagiography nothing was written after the metaphrastic period.
105467.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეს თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია უნიკალური ხელნაწერებით და შემთხვევითი არ არის, რომ ისინი გელათურ კოლექციაშია დაცული.
These translations here come down to us in a unique MS. and their preservation in the Gelati collection is not accidental.
105468.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ქსიფილინოსის აგიოგრაფიულ კრებულთან ერთად გელათში გადმოუღიათ თეოდორიტე კარელის ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება „თარგმანება: მიქეალს წინასწარმეტყუელისაი“ და ამოსისა, აგრეთვე თარგმანებანი ზაქარია, ამბაკუმ და სოფონიასი.
Along with Xiphilinus' hagiographic collection, the exegetic work of Theodoret of Cyprus The Translation of Micah the Prophet and of Amos was also rendered into Georgian at Gelati, as well as the translations of Zechariah, Habakkuk and Sophonias.
105469.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
აქ წარმოდგენილი საკითხავები მცირე წინასწარმეტყველებისა (ამოსისა და მიქეასი) ეგზეგეტიკური ხასიათის ტექსტებია, რომლებიც შეიცავენ ბიბლიურ კიმენს თავისი განმარტებებით.
The topics of the minor prophets (Amos and Micah), represented here are texts of exegetic character, containing biblical Keimena with commentaries.
105470.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
განმარტებების ავტორად ქართული ნუსხები ასახელებენ თეოდორიტე ტროსის ეპისკოპოსს, რომელიც, კ. კეკელიძის აზრით, არის იგივე თეოდორიტე კარელი.
The Georgian MSS. name Theodoret Bishop of Tyre, as the author of the commentaries who, in Kekelidze's opinion, is the same Theodoret of Cyprus.
105471.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, გელათის ბიბლიის კატენების ავტორთა შორის ყველაზე მეტი სქოლიო კირილე ალექსანდრიელის შემდეგ სწორედ თეოდორიტე კვრელს ეკუთვნის.
The fact is worth nothing that - as stated above - the greatest number of scholia among the authors of the excerpts of the Gelati Bible, after Cyril of Alexandria, belongs precisely to Theodoret of Cyprus.
105472.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მოსალოდნელია, რომ ეს ეგზეგეტიკური თხზულებანი თეოდორიტე კარელისა იმ საქმის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც გულისხმობდა ბიბლიის ყველა ტექსტის ეგზეგეტიკური კრებულის შექმნას.
It is conceivable that these exegetic writings of Theodoret of Cyprus formed an integral part of the work that meant compilation of an exegetic collection of all the texts of the Bible.
105473.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულებებიდან აღსანიშნავია მაქსიმე აღმსარებლის თარგმანებანი, რომლებიც შემონახულია ერთადერთ–გელათურ ხელნაწერში და რომლის თარგმანიც კ. კეკელიძის აზრით, ეკუთვნის ნიკოლოზ გულაბერისძეს, მე-12 საუკუნის დასასრულის მოღვაწეს.
Of the exegetic writings, note should be taken of the translations of Maximus the Confessor, extant in a single, Gelati MS, translated, according to Kekelidze, by Nikoloz Sulaberidze, a scholar of the end of the 12th century.
105474.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი ენის სტილისა და სააზროვნო ინტერესების მიხედვით გელათის სკოლიდან ჩანს გამოსული.
Judging by his language, style, and speculative interests, he seems to hail from the Gelati school.
105475.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
შეიძლება ითქვას, რომ გელათის სკოლაში დასრულდა ქართული ეგზეგეტიკის განვითარება.
It may said that the development of Georgian exegetics ran its full course at the Gelati school.
105476.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავს, მე-11 საუკუნის შემდეგ „მას არა შემატებია რა“!
As Kekelidze puts it, "nothing was added to it after the 11th century".
105477.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ცენტრალიზებული მონარქიის გაძლიერებამ (ისევე როგორც ბიზანტიაში კომნენების მმართველობის ხანაში), დავით აღმაშენებლისა და განსაკუთრებით, ამ სკოლის არსებობის მეორე პერიოდში თამარის ეპოქაში საერო-სახოტბო და საისტორიო-პანეგირიკული ხასიათის ბრწყინვალე ლიტერატურა წარმოიშვა.
It should be stressed that the consolidation of centralized monarchy in Georgia (similarly to Byzantium under the Comneni) gave - in the epoch of David the Builder, and especially in the second period of the existence of this school, i.e. in Tamar's period - the fine secular-eulogistic and historical panegyrical literature.
105478.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
მისთვის დამახასიათებელია ზვიადი ორნამენტული სტილი, რაც ბუნებრივად ასახავდა ეპოქის საერთო ტენდენციებს.
It was characterized by a lofty, embellished style, naturally reflecting the general tendencies of the times.
105479.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
იგი კანონზომიერ გამოძახილს წარმოადგენდა კომნენების ხანის ბიზანტიაში მიმდინარე კულტურულ-მსოფლმხედველობრივი და ლიტერატურული პროცესებისა.
It echoed the cultural, Weltanschauung, and literary processes occurring in Byzantium in the age of the Comneni.
105480.
ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე | ტომი 2, გელათის სამონასტრო-ლიტერატურული სკოლა (აკადემია)
ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ გელათის სკოლის სააზროვნო ინტერესები, ლიტერატურული პროდუქციის ხასიათი და თემატიკა, მისი მიმართულება გვიჩვენებს, რომ გელათის მოღვაწენი ადგნენ იმ მაგისტრალურ ხაზს, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთის აზროვნებამ გააგრძელა მას შემდეგ, რაც ბიზანტია ასცდა კულტურულ სამეცნიერო სარბიელზე მისსავე გაკვალულ გზას.
It is thus clear from the foregoing that the speculative interests of the Gelati school, the character and themes of its literary production, and its direction show that the Gelati men of letters followed the main line was taken over by medieval Western thought after Byzantium deviated from the trail blazed by itself in the cultural and scholarly arena.