მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120801.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., პიროვნება, რომელსაც სჯერა, რომ ადამიანების ჯგუფს მისი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, ჩვეულებრივ შიშს განიცდის.
For example, a person who believes that a group of people intends to kill him is likely to feel afraid.
120802.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ ბოდვას წინ უძღვის გუნებ-განწყობის შეცვლა.
Occasionally, the change of mood precedes the delusion.
120803.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასეთი გუნებ-განწყობა ხშირად იმის წინასწარი განცდაა, რომ მალე, ჯერ კიდევ დაუდგენელი, ავისმომასწავებელი რამ მოხდება.
This preceding mood is often a feeling of foreboding that some, as yet, unidentified sinister event is about to take place.
120804.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
გერმანულად ამ წინმსწრებ გუნებ-განწყობას Wahnstimmung ეწოდება.
In German this antecedent mood is called Wahnstimmung.
120805.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს ტერმინი ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც ბოდვითი გუნებ-განწყობა, თუმცა, რეალურად, ეს არის გუნებ-განწყობა, საიდანაც ბოდვა აღმოცენდება.
This term is usually translated as delusional mood, although it is really the mood from which a delusion arises.
120806.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ბოდვითი აღქმა.
Delusional perception.
120807.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ, კარგად ნაცნობი აღქმის ობიექტისთვის ყოველგვარი მიზეზის გარეშე ახალი მნიშვნელობის მინიჭება პირველად ანომალიურ გამოცდილებას წარმოადგენს.
Sometimes the first abnormal experience is the attaching of a new significance to a familiar percept without any reason to do so.
120808.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., საწერ მაგიდაზე წერილების განლაგება შეიძლება პაციენტის მიერ ინტერპრეტირებული იქნეს როგორც ნიშანი იმისა, რომ ის მალე მოკვდება.
For example, the position of a letter that has been left on the patient's desk may be interpreted as a signal that he is to die.
120809.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასეთ გამოცდილებას ბოდვითი აღქმა ეწოდება.
This experience is called delusional perception.
120810.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აღსანიშნავია, რომ ამ დროს თავად აღქმა ნორმალურია. ანომალიური მისი ბოდვითი ინტერპრეტაციაა.
Note, however, that the perception is normal, and it is the delusional interpretation that is abnormal.
120811.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მცდარი ბოდვითი იდენტიფიკაცია.
Delusional misidentification.
120812.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს არის საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მცდარი ბოდვითი იდენტიფიკაცია.
This is the delusional misidentification of oneself or of specific other people.
120813.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აღწერილია მისი რამდენიმე ეპონიმური ფორმა, რომლებიც სიმპტომებად და სინდრომებად არის გამოყოფილი.
Several eponymous forms are described, and have been considered to be both symptoms and syndromes.
120814.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ბოდვითი მეხსიერება.
Delusional memory.
120815.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ბოდვითი მეხსიერების დროს ბოდვითი ინტერპრეტაცია წარსულში მომხდარ მოვლენასთან არის დაკავშირებული.
In delusional memory, a delusional interpretation is attached to past events.
120816.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
უფრო გავრცელებული ფორმის შემთხვევაში წარსულში მომხდარი ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, ხოლო სიტყვა „ბოდვითი“ მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ფაქტს ახლა მიეწერა.
In the commoner form, the past event was genuine, and the term "delusional" refers to the significance which has now become attached to it.
120817.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., პაციენტს, რომელსაც სჯერა, რომ ამჟამად ვიღაც აპირებს მის მოწამვლას, შეიძლება სწორად ახსოვდეს, რომ მას პირღებინება ჰქონდა საკვების მიღების შემდეგ (რაც რეალურად მოხდა ფსიქოზის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე), ხოლო ახლა მცდარად ასკვნიდეს, რომ ის განზრახ მოწამლეს.
For example, a patient who believes that there is a current plot to poison her may remember (correctly) that she vomited after a meal, eaten long before her psychosis began, and now concludes (incorrectly) that she had been intentionally poisoned.
120818.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს უკანასკნელი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჭეშმარიტი ბოდვითი მეხსიერება (ანუ, თავად მეხსიერების შინაარსი წარმოადგენს ბოდვას).
This latter form might be viewed as a true delusional memory (i.e. the memory itself is the delusion).
120819.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ინდუცირებული ბოდვა.
Shared delusions.
120820.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
როგორც წესი, ადამიანები ბოდვით იდეებს შეცდომად აღიქვამენ.
As a rule, other people recognize delusions as false.