მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120841.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ბოდვა, რომელიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება.
Delusions concerning the possession of thought.
120842.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
თავისთავად ცხადია, ჯანმრთელმა ადამიანებმა იციან, რომ მათი აზრები მათვე ეკუთვნით.
Healthy people take it for granted that their thoughts are their own.
120843.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• აზრების „ჩანერგვა“ არის ბოდვა, რომლის დროსაც ზოგიერთი აზრი პაციენტის მიერ აღიქმება არა როგორც საკუთარი, არამედ გარეშე ძალის მიერ ჩანერგილი.
● Thought insertion is the delusion that certain thoughts are not the patient's own but are implanted by an outside agency.
120844.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ხშირია მასთან ასოცირებული განმარტებითი ხასიათის ბოდვა.
Often there is an associated explanatory delusion.
120845.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., მდევარი იყენებს რადიოტალღებს პაციენტისთვის აზრების ჩასანერგად.
For example, that persecutors have used radio waves to insert the thoughts.
120846.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს გამოცდილება არ უნდა აგვერიოს ობსესიის მქონე პაციენტის გამოცდილებასთან.
This experience must not be confused with that of the obsessional patient.
120847.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიის მქონე პაციენტი შეიძლება წუხდეს ისეთი აზრების გამო, რომლებიც მისი ბუნებისთვის უცხოა, თუმცა, მას არასოდეს ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს აზრები მას ეკუთვნის.
The obsessional patient may be distressed by thoughts that he feels are alien to his nature but who never doubts that these thoughts are his own.
120848.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
პაციენტს, რომელსაც აზრების „ჩადების“ ბოდვა აქვს, ჰგონია, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთვნის, არამედ სხვის მიერაა მის გონებაში ჩანერგილი.
The patient with a delusion of thought insertion believes that the thoughts are not his own, but that they have been inserted into his mind.
120849.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასეთ ბოდვას, ჩვეულებრივ, თან ახლავს აზროვნების ბლოკირება: პაციენტის აზროვნების პროცესში ხდება უეცარი წყვეტა და ის ფიქრობს, რომ „დაკარგული“ აზრები გარეშე ძალამ მიითვისა.
Such delusion usually accompanies thought blocking, in which the patient experiences a sudden break in the flow of thoughts and believes that the "missing" thoughts have been taken away by some outside agency.
120850.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
• აზრების გახმოვანება წარმოადგენს ბოდვას, რომ გამოუთქმელი აზრები შეიძლება ცნობილი გახდეს სხვა ადამიანისთვის რადიოსა და ტელეპატიის მეშვეობით ან რაიმე სხვა გზით.
● Thought broadcasting is the delusion that unspoken thoughts are known to other people through radio, telepathy, or in some other way.
120851.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აგრეთვე, ზოგიერთ პაციენტს სჯერა, რომ მისი აზრები შეიძლება მეორე ადამიანს ესმოდეს.
In addition, some patients believe that their thoughts can be heard out loud by other people.
120852.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ტერმინი „პარანოიდული“.
The term "paranoid".
120853.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ტერმინს „პარანოიდული“ ხშირად დევნის ბოდვის ეკვივალენტად იყენებენ.
The term "paranoid" is often used as if it were equivalent to "persecutory".
120854.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სიტყვას „პარანოიდული“ ძველი ბერძნები „ჭკუიდან გადამცდარის“ ეკვივალენტად ხმარობდნენ.
The term "paranoid" was used in ancient Greek writings to mean the equivalent of "out of his mind".
120855.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგალითად, ამ სიტყვას ჰიპოკრატე იყენებდა ფებრილური დელირიუმის მქონე პაციენტების აღწერისას.
For example, Hippocrates used it to describe patients with febrile delirium.
120856.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მოგვიანებით, მრავალი ავტორი ამ ტერმინს მიმართავდა განდიდების, ეროტიკული, ეჭვიანობის და რელიგიური ბოდვის დახასიათებისას.
Many later writers applied the term to grandiose, erotic, jealous, and religious delusions, as well as to persecutory delusions.
120857.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მოსაზრებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა შეგვენარჩუნებინა ამ ტერმინის უფრო ფართო გაგება, ახლა მას, ჩვეულებრივ, ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ, რა სახითაც ეს პარანოიდული პიროვნული აშლილობის დიაგნოსტიკურ კატეგორიაშია მოცემული.
Although for historical reasons it is preferable to retain the broader meaning of the term, the narrower usage is now more common, as sanctioned in the diagnostic category of paranoid personality disorder.
120858.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
რადგან ტერმინს „პარანოიდული“ ორი შესაძლო მნიშვნელობა აქვს, ტერმინი „დევნა“ უმჯობესია მაშინ გამოვიყენოთ, როდესაც „პარანოიდულს“ ვიწრო მნიშვნელობით ვხმარობთ.
Because the term "paranoid" has two possible meanings, the term "persecutory" is preferable when the narrow sense of paranoid is required.
120859.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ყოველივე ეს, აგრეთვე, გავლენას ახდენს ამ სიტყვის გამოყენებაზე ისეთი სინდრომების აღწერისას, რომლებშიც ამგვარი სიმპტომები დომინირებენ.
The issue also affects the use of the word to describe syndromes in which such symptoms predominate.
120860.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ძველი ტერმინი „პარანოიდული ფსიქოზი“ (ან „პარანოიდული მდგომარეობა“), ნაწილობრივ გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, ახლა შეცვალა ტერმინმა „ბოდვითი აშლილობები“.
The older term "paranoid psychoses" (or "paranoid states") is now replaced by "delusional disorders", in part to avoid the ambiguities.