მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120881.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ღაზოიანობის ბოდვის მქონე პაციენტი არ დაკმაყოფილდება იმ ფაქტით, რომ მან ვერ შეძლო თავისი ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება და ძიებას შემდგომშიც განაგრძობს.
A patient with delusional jealousy is not satisfied if he fails to find evidence supporting his beliefs; his search will continue.
120882.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს მნიშვნელოვანი და პოტენციურად საშიში ფენომენები მეცამეტე თავში იქნება აღწერილი.
These important and potentially dangerous problems are discussed further in Chapter 13.
120883.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სექსუალური ან სიყვარულის ბოდვა.
Sexual or amorous delusions.
120884.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
იშვიათია და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.
These are rare, and are more frequent in women than in men.
120885.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სექსუალური ბოდვა ზოგჯერ მეორადია და სასქესო ორგანოებზე დაფიქსირებული სომატური ჰალუცინაციების ფონზე აღმოცენდება.
Sexual delusions are occasionally secondary to somatic hallucinations felt in the genitalia.
120886.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სასიყვარულო ბოდვის მქონე პიროვნებას სჯერა, რომ ის უყვარს ადამიანს, რომელიც რეალურად მისთვის მიუწვდომელია და რომელსაც ხშირად უფრო მაღალი სოციალური სტატუსი აქვს.
A person with amorous delusions believes that she is loved by a man who is usually inaccessible to her, and often of higher social status.
120887.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი ამ ადამიანს არც კი დალაპარაკებია.
In many cases the patient has never spoken to the person.
120888.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეროტიკული ბოდვა კლერამბოს სინდრომის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მახასიათებელია.
Erotic delusions are the most prominent feature of De Clérambault's syndrome.
120889.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიური და კომპულსური სიმპტომები.
Obsessional and compulsive symptoms.
120890.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიები.
Obsessions.
120891.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიები წარმოადგენს პერიოდულად განმეორებად პერსისტენტულ აზრებს, იმპულსებს ან ხატებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა, მაინც აღწევენ გონებაში.
Obsessions are recurrent persistent thoughts, impulses, or images that enter the mind despite efforts to exclude them.
120892.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ბრძოლის სუბიექტური განცდა - პაციენტი წინააღმდეგობას უწევს აკვიატებას, რომელიც, მიუხედავად ამისა, მაინც იჭრება მის გონებაში.
One characteristic feature is the subjective sense of a struggle - the patient resists the obsession, which nevertheless intrudes into awareness.
120893.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიური აზრები საკუთარ აზრებად განიცდება და პიროვნება არ თვლის, რომ ისინი სხვის მიერ არის ჩანერგილი (აზრების „ჩადების“ ბოდვისაგან განსხვავებით).
Obsessions are recognized by the person as his own and not implanted from elsewhere (in contrast to delusions of thought insertion).
120894.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ეს, ჩვეულებრივ, ეხება ისეთ თემებს, რაზეც პაციენტი წუხს ან რაც მისთვის უსიამოვნოა.
They are generally about matters that the patient finds distressing or otherwise unpleasant.
120895.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მათ ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) თან სდევს კომპულსიები.
They are often, but not always, accompanied by compulsions.
120896.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
გარდა ამისა, როდესაც ობსესიები ძალიან ინტენსიურია, პაციენტი შეიძლება ნაკლებად იყოს დარწმუნებული მათ სიმცდარეში.
Furthermore, when obsessions are very intense, patients may become less certain that they are false.
120897.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აქედან გამომდინარე, გულდასმით შედგენილი ავადმყოფობის ისტორია, რომელიც არა მარტო სიმპტომებს, არამედ სხვა საჭირო მახასიათებლებსაც მოიცავს (მაგ., კომპულსიებს, ფსიქოზის სხვა გამოვლინებებს), თავიდან აგვარიდებს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
However, a careful history, not only of the symptom but also of other relevant features (e.g. compulsions, other evidence of psychosis) should avoid diagnostic difficulties.
120898.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ასევე, აუცილებელია, განვასხვაოთ კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიები და მსგავსი აზრები, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებთან იჩენს თავს, განსაკუთრებით დაღლილობის ან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
It is also necessary to distinguish clinically significant obsessions from similar thoughts that occur in healthy people, especially when they are tired or under stress.
120899.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიური სიმპტომები პიროვნების ანანკასტური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი.
Obsessional symptoms are also a trait in anankastic personality disorder.
120900.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს.
Obsessions can take various forms.