მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121401.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები ცხადად მიანიშნებს ამა თუ იმ ნორმის არაკონსტიტუციურობაზე, მიზანშეწონილია, ნორმის გასწორება კანონმდებელმა თავად მოახდინოს და არ დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით გაუქმებას.
In the instances, where the established constitutional standards clearly demonstrate the unconstitutionality of a provision, the legislator should itself correct such provision instead of awaiting the Constitutional Court to invalidate the provision without hearing on merits.
121402.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
თითოეული შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე სცნო ნორმები ძალადაკარგულად უკავშირდება არა კანონმდებლის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის მქონე რეგულირების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდში მიღებას.
None of these cases, where the Court invalidated provisions without hearing on merits, were related to adoption of a regulation with the contents similar to the rule declared unconstitutional in the period following the pronouncement of judgement.
121403.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტანდარტების კანონმდებლობაში ასახვის თვალსაზრისით, ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელთა აღსრულების გადავადებაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
It is also noteworthy, that from the perspective of incorporation of standards of the judgements of the Constitutional Court into the legislation, the situation is significantly different with regard to those judgements, enforcement of which was postponed by the Constitutional Court.
121404.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ხდება მაშინ, როდესაც სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანება.
The Constitutional Court postpones the enforcement of judgement, when immediate invalidation of a disputed rule may lead to the material damage of private or public interests.
121405.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გადავადება მიზნად ისახავს რეგულაციის გარეშე არ დარჩეს ისეთი სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივად საჭიროებს სამართლებრივ მოწესრიგებას.
The goal of postponement of its judgement by the Constitutional Court is not to leave a legal relationship which, in view of their nature, constantly needs legal regulation, without such regulation.
121406.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
სასამართლო გარკვეულ დროს აძლევს მოპასუხე მხარეს, რათა მან ამ დროის განმავლობაში შეძლოს და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დაარეგულიროს სამართლებრივი ურთიერთობა.
The Court gives certain time to the respondent party, so that it is able within this period to regulate legal relationships in line with the Constitution of Georgia.
121407.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ამ კუთხით აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N659 კონსტიტუციურ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გადავადდა სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა.
In this respect, the judgement adopted on the constitutional complaint N659 by the Constitutional Court of Georgia is noteworthy as it postponed the invalidation of the disputed rules.
121408.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საქართველოს პარლამენტმა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში შეიმუშავა ახალი რეგულაცია.
Within the transitional period the Parliament of Georgia prepared new regulations.
121409.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
N659 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ დებულებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებოდნენ სამი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობდა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.
In the constitutional complaint N659 the complainant challenged those provisions of the Organic Law of Georgia on Common Courts, according to which the judges of appellate and district (city) courts should be appointed for three years and after passing of this period, the High Council of Justice would consider the issue of their lifetime appointment.
121410.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ სამწლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერს წარმოადგენს.
The Constitutional Court pointed out, that in case of those persons, who already had three-year experience of serving as a judge and it was objectively possible to study his/her work, additional requirement to serve for the time defined by the disputed rule constituted a redundant and unjustified barrier.
121411.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 16 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა რიგი ცვლილებები.
It is noteworthy that on June 16, 2017, the Parliament of Georgia made whole range of amendments to the Organic Law of Georgia "on Common Courts".
121412.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებები წარსულშიც მრავალჯერ განხორციელდა.
After postponement of enforcement of judgement, the Parliament of Georgia adopted legislative amendments on numerous occasions in the past.
121413.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
მათ შორის, თვისობრივად შეიცვალა ქმედუუნარობის ინსტიტუტის მომწესრიგებელი კანონმდებლობა.
Among others, the legislation regulating the institution of incapacity has qualitatively changed.
121414.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ აქტებში დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება ნამდვილად დადებითად აისახება კონსტიტუციური კანონიერების დაცვაზე;
In the process of elaboration of legislation, taking into account the standards established in the legal acts of the Constitutional Court will clearly have a positive effect on protection of constitutional justice;
121415.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურად რეალიზებისათვის.
It will create a fertile ground for effective realisation of fundamental human rights.
121416.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის განმავლობაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
კანონმდებელი ვალდებულია, ყოველი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს კონსტიტუციის შესაბამისად, გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და აღასრულოს მისი გადაწყვეტილებები.
The legislator is obliged to regulate any single legal relationship in line with the Constitution, to regard the standards established by the Constitutional Court and to enforce its judgements.
121417.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც დაასრულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეეხო.
Constitutional reform undertaken in 2017, which ended the transformation of the country into the parliamentary republic, also affected the Constitutional Court.
121418.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ცვლილებები განიცადა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური საფუძვლების განმსაზღვრელმა ნორმებმა.
The norms providing the constitutional basis for the Court were amended.
121419.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სტატიაში განხილულია ამ ცვლილებათა არსი, მათი მიზანშეწონილობა და მნიშვნელობა, ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების გამოცდილება.
The article discusses the content of amendments, their appropriateness and relevance; it demonstrates the experience of relevant regulations from other countries.
121420.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისა და მოსამართლეთა განწესების წესს, აგრეთვე მისი ზოგიერთი უფლებამოსილების ფარგლების დაზუსტებას, ნაშრომში პოზიტიურად არის შეფასებული.
The constitutional amendments regarding the formation of the Constitutional Court and appointment of judges, as well as specifying the scope of authorities the Court holds are assessed positively in this paper.