მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121461.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ძირითადი კანონით იგი კვლავ სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებადაა აღიარებული.
The main law still recognises the Court as an institution of the judicial branch.
121462.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეექვსე თავში - „სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა“, - ნათქვამია, რომ სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები.
The chapter six of the new version of the Constitution of Georgia – "Judicial Authority and Prosecutor's Office", - states, that the judicial authority is exercised by the Constitutional Court of Georgia and the general courts of Georgia.
121463.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რაც შეეხება პროკურატურას, მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში ის სასამართლო ხელისუფლების ორგანოა (ბელგია, ესპანეთი, რუმინეთი, ლატვია, ხორვატია), მაგრამ საქართველოს სინამდვილეში სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებებთან მისი კონსტიტუციის ერთ თავში გაერთიანება უაღრესად პირობითია.
As for the Prosecutor's Office, although in certain states it is an institution of the judiciary (Belgium, Spain, Romania, Latvia and Croatia), however in Georgian reality, merging this Office with the Judiciary in one chapter is extremely conditional.
121464.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კანონმდებელი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პროკურატურის ადგილის განსაზღვრისას, როგორც ჩანს, ითვალისწინებდა პროკურატურის მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულების განხორციელებაში.
When deciding on a place of the Prosecutor's Office in the new Constitution the legislator, as it seems, took into account the significant role the Prosecutor holds in adjudication.
121465.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაგრამ მაშინ, ამავე ლოგიკით, მას ადვოკატურისთვისაც უნდა მოეძებნა სათანადო ადგილი ძირითადი კანონის სასამართლო ხელისუფლების თავში.
However, the same logic dictates that the Bar of defence lawyers should have been in the chapter of the Judiciary as well.
121466.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოა, ძირითადი კანონით არ არის განსაზღვრული მისი კომპეტენცია, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.
Despite the Prosecutor's Office of Georgia being one of the constitutional bodies of the state, the main law of the country does not define its competences, which, in our opinion, is a significant flaw.
121467.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროკურატურის ფორმირების წესსა და მის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე, ის საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ასოცირებულად უფრო მოიაზრება, ვიდრე სასამართლო ხელისუფლების ან თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, როგორც ეს 1995 წლის კონსტიტუციის თავდაპირველ რედაქციაში იყო და 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ არის.
If we take into consideration the rule of formation of the Prosecutor's Office of Georgia and its accountability towards the Parliament, it is more associated with the legislature, rather than the judiciary or even the executive branch, as it was in the original version of the Constitution in 1995 and is in the current Constitution as a result of 2004 reform.
121468.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში, მისი ახალი რედაქციისაგან განსხვავებით, სასამართლო ხელისუფლების თავში აღნიშნულია არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ამ შტოს ინსტიტუციები, არამედ მოცემულია აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმებიც.
Unlike the new version, the acting Constitution does not only state the institutions of the judiciary in its chapter regarding the judicial branch, but also the forms of executing judicial authorities.
121469.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ „სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“.
Specifically, it states: “Judicial authority shall be exercised through constitutional control, justice, and other forms determined by law”.
121470.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
„კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“ სასამართლო ხელისუფლების განხორციელების შესაძლებლობა კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია.
The possibility to exercise judicial authority through "other forms determined by law" is removed in the new version of the Constitution.
121471.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება (მათ შორის, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება) იდენტური ცნებები არ არის.
The judicial branch and adjudication (including, of course, constitutional adjudication) are not identical notions.
121472.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სასამართლო ხელისუფლების განხორციელება უფრო ფართო ცნებაა, მოიცავს მართლმსაჯულებას, სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლსაც (საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასაც) და, ამასთანავე, ისეთ საქმიანობასაც, რომელიც ვერც მართლმსაჯულებად და ვერც საკონსტიტუციო კონტროლად ვერ იქნება მიჩნეული.
Exercising judicial authority is wider notion, including adjudication, constitutional control (constitutional adjudication) and, at the same time, the activities, which cannot be considered either adjudication or constitutional control.
121473.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაგალითად, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს თავის წევრს, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებად, ან კიდევ, საერთო სასამართლოების სისტემის კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ არის მართლმსაჯულების განხორციელება.
For instance, when the Constitutional Court decides on early termination of office of its member, it cannot be considered as exercising its power of constitutional control, or the work of the High Council of Justice, another institution set by the Constitution within the judicial branch; it certainly does not represent adjudication.
121474.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ არ იყო მართებული კონსტიტუციის აღნიშნული დებულების შეცვლა ძირითადი კანონის ახალ რედაქციაში.
Therefore, amending the mentioned provision in the Constitution was not appropriate.
121475.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის (საკონსტიტუციო მართლმსაჯულების) განხორციელება სასამართლო ხელისუფლების ორი ინსტიტუციის - საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი, მთავარი ფუნქციებია, მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია, რომელშიც ვლინდება მათი შინაგანი სპეციფიკური ბუნება და რაც გამოარჩევს მათ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისაგან.
Exercising justice and constitutional control (constitutional justice) are main functions, major directions of the work for the two institutions within the judiciary – general courts and the Constitutional Court – demonstrating their internal specific nature and distinguishing them from other bodies of the state.
121476.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სახელმწიფო ხელისუფლების არც ერთ სხვა ორგანოს არ შეუძლია განახორციელოს მართლმსაჯულება ან საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლი.
No other state institution may exercise justice or constitutional control.
121477.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მართალია, ეს ინსტიტუციები ახორციელებენ აგრეთვე სხვა, არაძირითად ფუნქციებსაც, მაგრამ მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ გააჩნიათ და ემსახურებიან ძირითადი ფუნქციის ეფექტიან განხორციელებას.
Although, these institutions also undertake other, non-major functions, such functions do not have independent meaning and serve the efficiency of the main functions.
121478.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამასთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში მართებულად აღნიშნავენ: „სწორედ მართლმსაჯულება, როგორც სასამართლოს მთავარი, ძირითადი ფუნქცია, განაპირობებს სასამართლო ხელისუფლების სპეციფიკას და მის ადგილს სახელმწიფო მექანიზმის სისტემაში“.
Legal scholarship rightfully states regarding this issue: "Adjudication, as a main, major function of the judiciary is the one defining its specificity and its place within the state functioning system".
121479.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამას შეიძლება ისიც დავუმატოთ, რომ ეს ძირითადი ფუნქცია განაპირობებს აგრეთვე ამ ორი ინსტიტუციის კუთვნილებას სასამართლო ხელისუფლებისადმი.
We could also add that this major function ensures the belonging of these two institutions to the judiciary.
121480.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის როგორც პოლიტიკის განმახორციელებელი მართლმსაჯულების ორგანო, ისე მართლმსაჯულების განმახორციელებელი პოლიტიკური ორგანო.
It is expressed in the legal scholarship, that the Constitutional Court is both judicial body of exercising politics and a political body exercising judicial powers.