მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121481.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იგი თავის თავში მოიცავს ორივე მათგანისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ელემენტებს და ახორციელებს ე. წ. „შერეულ“ - პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.
It includes significant elements characteristic to both and exercises the so called "mixed" – political adjudication.
121482.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თავისი ამ სპეციფიკური პოლიტიკურ-სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ, სასამართლო სისტემისაგან განცალკევებულ სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ უმაღლეს ორგანოს.
Derived from this specific political-legal nature, the Constitutional Court is viewed as an independent one of the highest state institution, separate from judicial system.
121483.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მათი აზრით, სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, სავსებით დასაბუთებულად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეძღვნება ცალკე თავი (ავსტრია, ესპანეთი, ბულგარეთი) და არ არის აუცილებელი, ის მოქცეული იყოს კონსტიტუციის სასამართლო ხელისუფლების თავში.
In their view, this is why in the constitutions of some countries, the Constitutional Court rightfully has dedicated separate chapter (Austria, Spain and Bulgaria) and it is not necessary to include the relevant provisions in the chapter of the judiciary.
121484.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ჩვენი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანო, რადგანაც ასეთი ორგანოები საკითხებს წყვეტენ საკუთარი ინიციატივით და მიზანშეწონილობით.
In our opinion, the Constitutional Court cannot be a political institution, since such bodies decide on issues based on their initiative and appropriateness.
121485.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო კი, თუ მას მიმართავენ (და არა საკუთარი ინიციატივით) წყვეტს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს - რამდენად შეესაბამება სამართლის ესა თუ ის ნორმა ან ქმედება კონსტიტუციას.
While the Constitutional Court, when addressed (and not with its own initiative) decides only on legal issues – whether a particular provision of the law or an act is in conformity with the Constitution.
121486.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ საკითხებს, ამასთანავე, შეიძლება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, ისევე, როგორც ზოგჯერ საერთო სასამართლოებში განსახილველ სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში სასამართლო წყვეტს მხოლოდ სამართლის და არა პოლიტიკურ საკითხს.
These issues, at the same time, may carry significant political relevance, just as the criminal, civil or administrative cases within the general courts, but in both instances the court decides only on legal and not political issue.
121487.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური მნიშვნელობა და, შესაბამისად, გავლენას ახდენდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, იქმნება ილუზია, რომ სასამართლო ამასთანავე პოლიტიკური ორგანოა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი.
Since the court judgments may have political relevance and, therefore, affect the political life of the country, the illusion that the Court is also a political institution is created, which surely is not accurate.
121488.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო არის სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმების მეშვეობით.
The Constitutional Court is one of the highest constitutional institutions of the state exercising its judicial powers through adjudication and other means set by the law.
121489.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ მისი ადგილი სასამართლო ხელისუფლებაშია და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში ეს საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი.
Thus its place is within the judicial branch and, therefore, this issue is properly decided in the Constitution of Georgia.
121490.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და ფორმირების წესი.
THE COMPOSITION AND FORMATION OF THE CONSTITUTIONAL COURT.
121491.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობისა და ფორმირების წესის ძირითადი ასპექტები როგორც საკონსტიტუციო რეფორმამდე, ისე რეფორმის შემდეგაც კონსტიტუციის რეგულირების საგანს წარმოადგენს.
Main aspects of the composition and formation of the Constitutional Court has been subject to constitutional regulations both before and after the reform.
121492.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იგი მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალური შემადგენლობის რაოდენობის, მოსამართლის განწესების მეთოდისა და პროცედურის, მოსამართლეობის კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და სასამართლოს ფორმირებაში მონაწილე სუბიექტების შესახებ საკითხებს.
It envisages the issues of personal composition, method and procedures of appointment of judges, requirements set for candidates of judges and the bodies involved in formation of the court.
121493.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე, საქართველოს ძირითად კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალური შემადგენლობის აღსანიშნავად თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენებოდა ორი ტერმინი: „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი“.
It should be primarily stated, that before the constitutional reform of 2017, the Basic Law of Georgia used two notions interchangeably regarding the personal composition of the Court: "Judge of the Constitutional Court" and "Member of the Constitutional Court".
121494.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ამ მიზნისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთი ტერმინი - „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე“, რაც, ჩვენი აზრით, უფრო ზუსტად გამოხატავს ამ თანამდებობის პირთა სამართლებრივ მდგომარეობას.
The new version of the Constitution of Georgia utilises only one notion in this regard: "Judge of the Constitutional Court", which, in our opinion, expresses the legal status of this position more precisely.
121495.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.
The number of judges in the Constitutional Court varies in different countries.
121496.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რაოდენობა უპირატესად განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობით, აგრეთვე სხვა ფაქტორებით.
The number is mainly defined based on the authorities and possible cases the Court should deal, also by other factors.
121497.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისაგან შედგება.
The Constitutional Court of Georgia comprises of nine judges.
121498.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რაოდენობა არ შეცვლილა.
Since the adoption of the Constitution of Georgia, the amount has not changed.
121499.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუმცა, იყო წინადადება მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს დაემატებოდა რეალური კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, რაც, რასაკვირველია, უსათუოდ გამოიწვევდა განსახილველი საქმეების რაოდენობის მკვეთრ ზრდას.
Although, there has been a proposal of increasing the number of judges, however, only in case the Constitutional Court would be granted the authority to conduct real constitutional control, which, obviously, would cause the severe increase of number of cases.
121500.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაგრამ რადგანაც ეს წინადადება არ იქნა გაზიარებული, საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალური შემადგენლობის კონსტიტუციით განსაზღვრული რაოდენობა დღემდე უცვლელი დარჩა.
However, since this proposal was not adopted, the number of personal composition of the Court has remained unchanged.