მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121521.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკითხის ასე დასმა მართებულად მიგვაჩნია, თუმცა ამის აუცილებლობა გაჩნდა არა 2004 წლის, არამედ 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სტატუსი მიიღო.
We consider such approach appropriate, however, this necessity arose not after the reform of 2004, but after the constitutional reform of 2010, when the Government of Georgia become the highest body of executive branch.
121522.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსცილდა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი ფუნქციები.
The main executive functions were removed from the President of Georgia.
121523.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მანამდე კი, 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ 2013 წლამდე, საქართველოს პრეზიდენტი, მართალია, აღარ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მაგრამ არც საქართველოს მთავრობა განიხილებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ.
Before that, since the reform of 2004 until 2013, the President of Georgia was although no longer the leader of the executive branch, the Government of Georgia was not seen as the highest body of the executive either.
121524.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად ინაწილებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კერძოდ, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იყო პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე.
The President of Georgia shared the executive powers with the Government, specifically, the Government of Georgia was accountable to the Parliament and the President.
121525.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს პრეზიდენტს უფლება ჰქონდა საკუთარი ინიციატივით გადაეყენებინა მთავრობა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ზოგიერთი მინისტრი, შეეჩერებინა ან გაეუქმებინა მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები და სხვ.
The President was authorised to remove the Government at his own discretion, remove certain Ministers from their posts, cease or annul the acts of the Government and the bodies of the executive branch, etc.
121526.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის უფლება ამ პერიოდში შეიძლება კვლავ განხილულიყო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში.
Considering these, the appointment of a judge of the Constitutional Court by the President of Georgia could still be seen as a participation of the executive branch in the formation process of the Court.
121527.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ საქართველოს პრეზიდენტი თითქმის სრულად ჩამოაცილა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მას მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი აკმარა, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკისთვისაა დამახასიათებელი, მას მაინც დაუტოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის ერთი მესამედის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლებამოსილება.
Although the constitutional reform of 2017 has almost completely removed the President of Georgia from the executive branch and only left the status of a head of state for the President characteristic to the parliamentary republic, the authority to single-handedly appoint one third of the Constitutional Court was maintained.
121528.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუ კანონმდებელი ერთგული რჩება იმ პრინციპისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო თანაბრად უნდა მონაწილეობდეს, მაშინ შეცვლილ კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეალობაში გაუგებარია, აღმასრულებელი ხელისუფლება როგორ მონაწილეობს ამ პროცესში.
If the lawmaker were loyal to the principle, that all three branches of power are equally engaged in the process of forming the Constitutional Court of Georgia, then it is unclear how the executive branch participates in the process within the new constitutional reality.
121529.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საერთოდ აღარ წარმოადგენს ხელისუფლების ცნობილი ტრიადიდან არც ერთ შტოს.
After the constitutional reform the President of Georgia does not represent any of the well-known triad of power.
121530.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
გამომდინარე აქედან, ეს საკითხი სამომავლოდ უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს ზემოთ იყო შემოთავაზებული ან პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისას პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის (კონტრასიგნაციის) შემოღებით.
Based on all these, this issue should in future be solved in a way proposed above or by introducing the endorsement (countersigning) of the Prime-Minister on the appointment of the judge of the Constitutional Court by the President.
121531.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეცვლილია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის პროცედურა.
In the new version of the Constitution of Georgia the procedure of electing judges of the Constitutional Court by the Parliament is amended.
121532.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამჟამად მოქმედი ძირითადი კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო კონსტიტუციის ახალი რედაქციით - სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
Under the current Basic Law, three members of the Constitutional Court is elected through majority of the full list of the Parliament, while according to the new version of the Constitution it has to be no less than three fifth of the total number of the Members of the Parliament.
121533.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევისათვის საჭირო იყო პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერა.
It is noteworthy that pursuant to the original Constitution of Georgia, three fifth of the full list of the Parliament was necessary for the election of a judge of the Constitutional Court.
121534.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი რედაქციით პარლამენტის „სიითი შემადგენლობა“ შეიცვალა „სრული შემადგენლობით“, ხოლო „ნახევარზე მეტი“- „სამი მეხუთედით“.
The new version replaced "full list" with the "total number", while "three fifth" replaced the word "majority".
121535.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განწესებისას საჭირო კვორუმის მნიშვნელოვნად გაზრდა, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესში საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებების გათვალისწინებასა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენისაგან საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალური შემადგენლობის დაცვას.
When appointing a judge of the Constitutional Court increasing the quorum significantly, in our opinion, will support the participation of the parliamentary minority and protect members from the influence of the parliamentary majority.
121536.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის საკითხს, ჩვენი აზრით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის მოსამართლე მიზანშეწონილია განწესდეს ან უვადოდ ან განსაზღვრული ვადით, ოღონდ, ხელმეორედ დანიშვნის (არჩევის) უფლების გარეშე.
As for the term of the judge of the Constitutional Court, in our opinion, the judge should be appointed either for a life or for a fixed term, however without the ability of re-appointment (re-electing).
121537.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციამ თავიდანვე დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა და ახალი ვადით მოსამართლის განწესების დაუშვებლობის პრინციპი.
The Constitution of Georgia has originally set 10-year term for the judge of the Constitutional Court and the prohibition of the re-appointment.
121538.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
არც ერთ საკონსტიტუციო რეფორმას ძირითადი კანონის ეს დებულებები არ შეუცვლია და ისინი კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც ძალაშია, რაც მიანიშნებს კანონმდებლის სწორ დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ.
None of the constitutional reforms has amended these provisions and will be in force in the new version of the Constitution, indicating the right approach of the lawmaker.
121539.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამავე კონტექსტში შეიძლება იქნეს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.
The election of the President of the Constitutional Court can be viewed within the same context as well.
121540.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასრულებს წარმომადგენლობით, ორგანიზაციულ და ზოგიერთ საპროცედურო უფლებამოსილებებს, რაც გამოარჩევს მას სხვა მოსამართლეებისაგან.
The President of the Court exercises representative, organisational and certain procedural authorities, which distinguishes him/her from other judges.