მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121501.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გარკვეული ცვლილებები განიცადა იმ მოთხოვნებმა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.
The requirements set for the candidate of the judge of the Constitutional Court have somewhat changed.
121502.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მოსამართლეობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ასაკს მიღწეული და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე.
The candidate of the judge should have been the citizen of Georgia aged at least 35 and holding higher legal education.
121503.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2005 წელს განხორციელებული ცვლილებით,18 ასაკობრივი ცენზი 35 წლიდან 30 წლამდე შემცირდა, რაც, ჩვენი აზრით, გაუმართლებელი იყო.
With amendments of 2005,18 the age requirement has decreased from 35 to 30, which, in our opinion, was unjustified.
121504.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალური შემადგენლობის პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მაღალ დონეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ძირითადად აღწევენ სწორედ მოსამართლეობის პრეტენდენტებისათვის მაღალი ასაკობრივი და სპეციალობით ხანგრძლივი მუშაობის ცენზის დაწესებით.
The professionality and high experience of the personal composition of the Constitutional Court is achieved in other countries through setting high age requirement and the condition of extensive work experience with the specialty.
121505.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაგალითად, გერმანიასა და სლოვაკეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისათვის საჭირო მინიმალური ასაკი 40 წელია, უნგრეთში - 45, პროფესიული საქმიანობის მინიმალური სტაჟი ავსტრიაში - 10 წელია, ესპანეთში - 15 და ა. შ.
For instance, in Germany and Slovakia, minimal age for appointment of the judge of the Constitutional Court is 40, in Hungary – 45, while the requirement of minimal work experience in professional field is 10 years in Austria, 15 years in Spain, etc.
121506.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც არ არის დაწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებისათვის აუცილებელი მინიმალური ასაკი (ლიტვა, ლატვია და სხვ.), მოსამართლეობის კანდიდატს პროფესიული გამოცდილების ისეთი სტაჟი მოეთხოვება, რომ მოსამართლე შეიძლება გახდეს პირი არანაკლებ 35 წლის ასაკიდან.
Even in those countries, where the minimal age is not set for appointment of judges (Lithuania, Latvia, etc.), the candidate of the judge has the duty to hold such work experience, that a person can become a judge only above the age of 35.
121507.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იურიდიულ ლიტერატურაში სავსებით მართებულად არის გაკრიტიკებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა განწესებისას დადგენილი კრიტერიუმების სისტემა, რომელიც არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.
In legal literature the system of criteria set for the appointment of judges of the Constitutional Court, which does not conform to the high status of the judge of the Constitutional Court, is quite justifiably criticised.
121508.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
As a result of constitutional reform, the requirements set for the candidate of a judge of the Constitutional Court have significantly increased and are set in the following manner:
121509.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, არანაკლებ 35 წლის ასაკის, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
A candidate shall be a citizen of Georgia, who has attained the age of 35 years, has higher legal education, no fewer than ten years of experience in the practice of law and distinguished professional qualifications.
121510.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მინიმალური ასაკობრივი ცენზი კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და, ამასთანავე, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, დამატებულია ახალი მოთხოვნები.
The minimal age requirement has returned to the original condition and, simultaneously, which is of course welcomed, new criteria are added.
121511.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კერძოდ, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
Specifically the condition of having no less than 10 years of work experience with the specialty and distinguished professional qualification.
121512.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ეს ცენზები ერთობლიობაში, ვფიქრობთ, უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტებას გამოცდილი და მაღალკვალიფიციური იურისტებით.
These criteria collectively, in our opinion, ensure that the Constitutional Court will be composed of experienced and highly qualified lawyers.
121513.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში მათი განწესების წესს.
The rules of selecting and appointing judges in the Constitutional Court are no less relevant.
121514.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუმცა, ყველგან ნათლად იკვეთება კანონმდებლის მისწრაფება, დაადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების ისეთი წესი, რომელიც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო კონტროლის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ხელისუფლების ორგანოებისა და პარტიული გავლენისაგან.
However, in all instances the desire of the lawmaker to set rules of formation of the Court ensures the independence of this utmost relevant institution of constitutional control from other branches and party influences.
121515.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ეს ტენდენცია კარგად ჩანს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების იმ წესში, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების სამივე შტოს თანაბრად მონაწილეობას ამ პროცესში (ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, უკრაინა და სხვ.).
This trend is well demonstrated in the rule of composition of the Constitutional Court, which envisages the involvement of all three branches of power equally in the process (Bulgaria, Spain, Italy, Ukraine, etc.).
121516.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების სწორედ ასეთი წესი იქნა დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველ რედაქციაში.
This very system of formation of the Constitutional Court was set by the original version of the Constitution.
121517.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი (პრეზიდენტი მაშინ სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო).
Three members of the Court were appointed by the President of Georgia (the President was the head of State and executive branch then).
121518.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სამ წევრს ირჩევს პარლამენტი (საკანონმდებლო ხელისუფლება) და სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო (სასამართლო ხელისუფლება).
Three members were elected by the Parliament (legislative branch) and three members were appointed by the Supreme Court (judicial branch).
121519.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იურიდიულ ლიტერატურაში ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების ეს წესი, მასში მონაწილე სუბიექტების თვალსაზრისით, მართალია, შემდეგ პერიოდშიც არ შეცვლილა, მაგრამ 2004 წელს საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, შეიცვალა ერთ-ერთი ამ სუბიექტის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი.
Legal scholarship has highlighted that this rule of formation of the Constitutional Court, considering the entities engaged in the process, although has remained the same, as a result of the constitutional reform of 2004, the status of one entity, the President of Georgia, was amended.
121520.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად აღარ განიხილებოდა, რაც, მათი აზრით, გამორიცხავდა აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტებაში.
The President was not seen as a leader of executive branch, which, in the opinion of legal scholars, excluded the executive branch from the formation of the Constitutional Court.