მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121561.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საერთაშორისო ხელშეკრულებების კონსტიტუციურობის კონტროლი, პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლი, რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების დაცვა.
Constitutional review of the international agreements, constitutional control of the political parties, constitutional control of elections and referenda, protection of the rights of the local self-government.
121562.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, რომელიც დაკავშირებულია იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელებასთან.
This list does not include the authority of exercising impeachment procedure.
121563.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იგი მოცემულია კონსტიტუციის ახალი რედაქციის 48-ე მუხლში, რომელსაც უკვე „იმპიჩმენტი“ ეწოდება.
It is indicated in the article 48 of the new version of the Constitution, which is already named "Impeachment".
121564.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამრიგად კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები ათი სახეობით არის წარმოდგენილი.
Thus the Constitutional Court is represented with ten types of authorities in new version of the Constitution.
121565.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამჟამად მოქმედი კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების რაოდენობა თოთხმეტია, ე.ი. ოთხით მეტი, ვიდრე ეს ახალი რედაქციითაა გათვალისწინებული.
Constitution currently in force and the Organic Law of Georgia "On Constitutional Court of Georgia" provides for fourteen authorities, thus, more by four compared to the new version.
121566.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმის ავტორებმა უარი თქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთ უფლებამოსილებაზე, როგორიცაა ნორმათა ფორმალური კონტროლი, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დარღვევის თაობაზე დავების გადაწყვეტა, ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების კონტროლი და სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლების დაცვა.
The authors of the constitutional reform rejected the authorities such as: formal norm control, deciding the disputes on violation of the status of the Autonomous Republic, control over normative acts of the Autonomous Republic and protection of the constitutional foundations of the judiciary.
121567.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, რომელიც განისაზღვრება მისი უფლებამოსილებების ერთობლიობით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
As we see, the competence of the Constitutional Court, which is established by the unity of its authorities, is significantly reduced.
121568.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ეს რაც შეეხება უფლებამოსილებების რაოდენობრივ მხარეს.
This is so based on the quantitative approach.
121569.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ახლა კი, არსებითად განვიხილავთ იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად აღარ აქვს ან გარკვეული ცვლილებებით დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს.
Below we will provide in-depth discussion on the authorities of the Constitutional Court that are either removed or have been amended to a certain extent.
121570.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც გამოაკლდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ნორმათა ფორმალური კონტროლია.
One of the authorities removed from the Constitutional Court is formal norm control.
121571.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ უფლებამოსილების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა და წყვეტდა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხებს.
The Constitutional Court adjudicated and decided on the adoption/issuance, signature, publication and entry into force of legal acts of Georgia and parliamentary regulations with regards to the Constitution of Georgia within this authority.
121572.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაშასადამე, აქ საკონსტიტუციო კონტროლის საგანი იყო აღნიშნული ნორმატიული აქტების არა შინაარსი, მატერიალური მხარე, არამედ მათი ფორმალური მხარე კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.
Therefore, the subject to the constitutional review was not the content of the mentioned normative acts, not the material part thereof, but the formal aspects in the view of the Constitution.
121573.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ფორმალური საკონსტიტუციო კონტროლი ვრცელდებოდა მხოლოდ პარლამენტის ნორმატიულ აქტებზე და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ხელისუფლების სამართალშემოქმედების პროცესში კონსტიტუციით დადგენილი წესების დაცვის უზრუნველყოფას.
Formal constitutional control covered only parliamentary normative acts and aimed at ensuring the legislative process established by the Constitution for the legislative branch was followed.
121574.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ნორმათა ფორმალურ საკონსტიტუციო კონტროლს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ, მართალია, კანონმდებლობით ის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენდა, მაგრამ, ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული იყო აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თვითინიციატივით (რაც საგამონაკლისო შემთხვევაა ქართული საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისათვის) მისი განხორციელების სავალდებულოობა ნორმათა კონტროლის თაობაზე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას.
Formal constitutional control had such a high significance, that, although it was independent type of authority of the Constitutional Court, simultaneously, the Organic Law of Georgia "On Constitutional Court of Georgia" also prescribed it as an authority that could have been used by the Court on its own initiative and was mandatory in case the Constitutional Court was exercising norm control within other authorities (which is exceptional for Georgian constitutional justice).
121575.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კანონმდებელი, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ითვალისწინებდა ნორმატიული აქტების ნამდვილობის ზოგად წესს, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს არა მხოლოდ მაშინ, როცა მისი შინაარსი არ შეესაბამება კონსტიტუციას, არამედ მაშინაც, თუ დარღვეულია ნორმატიული აქტის მიღებისა და ამოქმედებისათვის კონსტიტუციით დადგენილი პროცედურა.
The lawmaker, obviously, was considering the general rule of validity of normative acts, according to which, the normative act has no force not only when it contradicts the Constitution, but also when the procedures established by the Constitution for its adoption and entry into force is violated.
121576.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
გამომდინარე აქედან, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც პარლამენტის რომელიმე საკანონმდებლო აქტი ან ნორმატიული დადგენილება თავისი შინაარსით კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ, ამასთანავე, უხეშად იყოს დარღვეული მისი მიღებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.
Based on this, after the new version of the Constitution comes into force, a situation could emerge, when a legal act or normative regulation adopted by the Parliament does not contradict the Constitution, however, the rules of its adoption or entry into force provided by the Constitution may be heavily violated.
121577.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის მექანიზმი ასეთი შემთხვევებისათვის აღარ იარსებებს და პარლამენტის შეკავება, რათა მან არ დაარღვიოს კონსტიტუცია, შეუძლებელი გახდება.
Unfortunately the control mechanism of the Constitutional Court will not exist for such instances and restraining the Parliament from violating the Constitution will be impossible.
121578.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო ამ უფლებამოსილების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის.
Thus removing this authority from the Constitutional Court was not appropriate.
121579.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი ორი უფლებამოსილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხებოდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და რეგიონულ ორგანოებს შორის კონსტიტუციური დავების გადაწყვეტას.
The following two authorities of the Constitutional Court covered the Autonomous Republic of Ajara and aimed at deciding the cases of constitutional claims between the bodies of central state government and of the regional one.
121580.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა და გადაეწყვიტა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე დავები, აგრეთვე საქართველოს ნორმატიულ აქტებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხები.
The Constitutional Court was authorised to adjudicate and decide on claims of violation of the Constitutional Law "On the Status of the Autonomous Republic of Ajara", as well as the issues of conformity of the normative acts of the Supreme Council of Ajara Autonomous Republic with the normative acts of Georgia.