მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121541.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის (არჩევის) ორი მეთოდია ცნობილი: თავმჯდომარეს ირჩევს თავად სასამართლოს შემადგენლობა (მაგალითად, ბელგია, იტალია, ლატვია და სხვ.) ან თავმჯდომარეს ნიშნავს (ირჩევს) სხვა სახელმწიფო ორგანო (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი და სხვ.).
Two methods of appointing (electing) the President of the Constitutional Court is known: the President is elected by the Court (e.g. Belgium, Italy, Latvia, etc.) or the President is appointed (elected) by another state institution (e.g. Germany, Austria, Spain, etc.).
121542.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
იურიდიულ ლიტერატურაში უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ სასამართლოს თავმჯდომარის თავად მოსამართლეთა მიერ არჩევის წესი, რადგანაც იგი მნიშვნელოვნად ამცირებს არჩევნების პოლიტიზირების შესაძლებლობას და გარკვეულ გარანტიას ქმნის მოსამართლეთა თანასწორობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის.
Legal scholarship considers election by the Court members more appropriate, as it significantly decreases the possibility of politicising the election (appointment) procedure and creates certain guarantees for equality of the judges and independence of the Court.
121543.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ხუთი წლის ვადით ირჩევდა საკონსტიტუციო სასამართლო.
In the original version of the Constitution of Georgia the President of the Constitutional Court was elected by the Constitutional Court from its members for a 5-year term.
121544.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამასთანავე, თავმჯდომარედ ერთი და იგივე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელი იყო.
Additionally, the same person could not be elected twice.
121545.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ამ წესმა ყველა საკონსტიტუციო რეფორმას გაუძლო და უცვლელი დარჩა;
This model of electing the President of the Constitutional Court has survived all constitutional reforms and remained unchanged;
121546.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სახელდობრ, 2010 წლიდან შესაძლებელი გახდა ერთი და იმავე პირის სასამართლოს თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევა, რაც 2011 წელს პრაქტიკულად განხორციელდა კიდეც.
Specifically, since 2010 re-electing same person as a President of the Court became possible, this took place in practice in 2011.
121547.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ აღადგინა ადრე არსებული მდგომარეობა და საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა კვლავ დაუშვებელია.
The reform of 2017 has reinstated the original condition and in the new version of the Constitution of Georgia, re-electing same person for the Presidency of the Court is again prohibited.
121548.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არ იქნება ერთი ფაქტის აღნიშვნაც, თუმცა ის ეხება არა ძირითადი კანონის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის რეგულირების საგანს.
With regards to this issue it is not insignificant to state one fact, although it is not related to the Basic Law of the State, but to the subject regulated by the organic law on the Constitutional Court.
121549.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
სახელდობრ, საკითხი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის წესს.
Specifically, the issue concerns the proposal of the candidacy for the President of the Constitutional Court.
121550.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
2016 წლამდე თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.
Prior to 2016 the candidate of the Presidency of the Court was nominated through the agreed proposition of the President of Georgia, Chairman of the Parliament of Georgia and the President of the Supreme Court of Georgia.
121551.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი, თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება მიეცა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლეს.
As a result of the amendments to the Organic Law of Georgia "On the Constitutional Court of Georgia" the candidate for the Presidency of the Court can only be nominated by three judges of the Constitutional Court.
121552.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას თავად მოსამართლეები დაასახელებენ და თავადვე ირჩევენ მას.
Thus the candidate of the President of the Constitutional Court is nominated by the judges themselves and they are the ones electing the President at the same time.
121553.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ეს წესი, ვფიქრობთ, კიდევ უფრო გააძლიერებს საკონსტიტუციო კონტროლის ამ ორგანოს ავტონომიურობას.
In our view, this will further strengthen the autonomy of this institution of the constitutional control.
121554.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტები.
THE AUTHORITY OF THE CONSTITUTIONAL COURT AND THE SUBJECTS EMPOWERED TO PETITION THE CONSTITUTIONAL COURT.
121555.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკანონმდებლო საფუძვლების კონსტიტუციურმა ნორმებმა.
Major changes were brought to the foundational constitutional provisions of the authorities of the Constitutional Court of Georgia.
121556.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუ ამჟამად მოქმედი ძირითადი კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ერთადერთი წყარო მხოლოდ კონსტიტუციაა.
If pursuant to the current Basic Law the authorities of the Constitutional Court is defined by the Constitution and the Organic law, after the amendments to the Constitution the only source of authorities of the Constitutional Court is the Constitution.
121557.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმ მუხლში, რომელშიც ჩამოთვლილია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, ამასთანავე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
The provision of the new version of the Constitution, which provides the authorities of the Constitutional Court, also establishes that the Constitutional Court "exercises other authorities envisaged by the Constitution".
121558.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები ამომწურავად დადგენილია მხოლოდ კონსტიტუციით.
Therefore, the authorities of the Constitutional Court are comprehensively defined only by the Constitution.
121559.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ძირითადი კანონის ახალი რედაქციის ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა უფლებამოსილება:
The above mentioned provision of the new version of the Constitution of Georgia provides for nine authorities of the Constitutional Court:
121560.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, ნორმათა აბსტრაქტული კონტროლი, ნორმათა კონკრეტული კონტროლი, უფლებამოსილების შესახებ დავების გადაწყვეტა.
Protection of human rights, abstract norm control, real norm control, deciding upon disputes of competence.