მოიძებნა 668044 ჩანაწერი
122241.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
საჯარო მოხელეების შიმშილით დახოცვა დემოკრატიის მაქსიმუმი იქნებოდა.
It would seem to be a maxim of democracy to starve the public servants.
122242.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მან თქვა, რომ აქამდე მეტისმეტად რესპუბლიკელი იყო: ის ჯერ კიდევ რესპუბლიკელი იყო, მაგრამ გამოცდილებამ ასწავლა ლეველერული სულისკვეთების საშიშროების შესახებ.
He said he had been too republican heretofore: he was still however republican, but had been taught by experience the danger of the leveling spirit.
122243.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ხელფასზე იერიში იმიტომ მიიტანეს, რომ, როგორც ზემოთ ვახსენე, იგი ზოგადი დეფლაციით სარგებელს იღებდა და არა „ლეველერული სულისკვეთების“ გამო.
It is worth mentioning that the attacks on the salary of the governor was due to the fact, mentioned above, that he had benefited from the general deflation, and not to any "leveling spirit".
122244.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
კონსტიტუციის პრეამბულა განამტკიცებს „შიდა სამართლიანობის დამკვიდრებისა“ და „სიმშვიდის უზრუნველყოფის“ განზრახვას.
The Preamble to the Constitution affirms the intention to "establish domestic justice" and "insure domestic tranquility".
122245.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ეს მიზნები შეგვიძლია წავიკითხოთ, ნაწილობრივ მაინც, როგორც კრედიტორებისა და ობლიგაციონერების დაცვა და როგორც ფედერალური მთავრობისთვის შეის მსგავსი აჯანყებების ჩასახშობად ავტორიზაციის მიცემა.
These aims can be unpacked, in part at least, as protecting creditors and bondholders and as authorizing the federal government to crack down on Shays-like uprisings.
122246.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
როგორც აღინიშნა, ზოგიერთი მიმომხილველისთვის კონსტიტუციის ყველაზე ღირებული ნაწილი I.10 მუხლის აკრძალვა იყო.
As noted, for some observers, the most valuable part of the constitution was the prohibition in Art. I.10.
122247.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„კონგრესი უფლებამოსილია, მიიღოს ზომები მილიციის შეკრებისათვის - კავშირის კანონების აღსრულების, აჯანყებების ჩახშობისა და გარედან თავდასხმების აღკვეთის მიზნით“.
"Congress shall have power to provide for calling forth the militia to execute the laws of the union, suppress insurrections, and repel invasions".
122248.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას [თითოეული შტატი] თავდასხმისგან; ლეგისლატურის ან აღმასრულებელი ხელისუფლების (როდესაც საკანონმდებლო დაწესებულების შეკრება არ ხერხდება) თხოვნის შემთხვევაში - შინაგანი აშლილობისგანაც“.
"The United States shall protect [every state] against invasion; and on application of the legislature, or the executive (when the legislature cannot be convened) against domestic violence".
122249.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„დაუშვებელია habeas corpus პრივილეგირებული უფლების შეჩერება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფოს უსაფრთხოება ამბოხების ან გარედან თავდასხმის დროს“.
"The Privilege of the Writ of Habeas Corpus shall not be suspended, unless when in Cases of Rebellion or Invasion the public Safety may require it".
122250.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ამ დებულებათა მსგავსს კონფედერაციის მუხლები არაფერს შეიცავდა.
These clauses go far beyond anything found in the Articles of Confederation.
122251.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მომავალში ობლიგაციონერების დაცვის განზრახვა უნდა გაიმიჯნოს არსებული ობლიგაციონერების და ომის დროს გამოცემული ქაღალდის მფლობელების დაცვის სურვილისგან.
The intention to protect bondholders in the future must be distinguished from the desire to protect existing bondholders and possessors of paper money issued during the war.
122252.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მეორე შემთხვევაში კონვენტი ითვალისწინებდა დაცვის გარკვეულ გარანტიებს, მაგრამ არა სრულ დაცვას.
On the latter point, the Convention offered some but not full protection.
122253.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
კონსტიტუცია ექსპლიციტურად არ ადგენს, რომ ახალი მთავრობა სესხს ნომინალური ღირებულებით დაფარავს.
The constitution does not explicitly affirm that the new government would redeem federal debts at face value.
122254.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ამის შესახებ შეთავაზებამ კონვენტზე გაიჟღერა, მაგრამ არ იქნა გაზიარებული, რადგან მას შესაძლოა „სპეკულაციების საბაბი შეექმნა“.
A proposal to that effect was made at the Convention, but rejected as liable to "beget speculations".
122255.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ნაცვლად ამისა, კონსტიტუციაში ჩაიწერა უფრო ნეიტრალურად ჩამოყალიბებული VI.1 მუხლი, რომელიც მიიღეს იმ გათვლით, რომ იგი მართლაც უზრუნველყოფდა ვალის დაფარვას.
Instead, the more neutrally phrased Art.VI.1 of the Constitution was adopted with the understanding that it would in fact ensure redemption.
122256.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
წინადადებები კონგრესისთვის შტატების ვალის დაფარვის უფლებამოსილების მინიჭების ან ამ ვალდებულების დაკისრების შესახებ კონვენტმა არ გაიზიარა.
Proposals to give Congress either the power or the duty to redeem state debts were rejected.
122257.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მოგვიანებით, ელსვორტმა განაცხადა, რომ ჯერის შეთავაზება იყო „კონტინენტური ფული შეერთებული შტატების სხვა ლიკვიდირებულ ფასიან ქაღალდებთან თანაბარ პირობებში ყოფილიყო ჩაყენებული“.
Ellsworth later claimed that Gerry had proposed that "Continental money be placed upon the footing with other liquidated securities of the United States".
122258.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ჯერიმ, „რომელსაც ამგვარი ქაღალდები უხვად უნდა ჰქონოდა მფლობელობაში“, უარი თქვა კონსტიტუციაზე ხელის მოწერაზე, რადგან კონვენტმა მისი შემოთავაზება უკუაგდო.
Gerry, who "was supposed to be possessed of large quantities of this species of paper", refused to sign the Constitution because the Convention rejected the proposal.
122259.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ჯერიმ კატეგორიულად უარყო საკუთარი საქციელის ამგვარი ახსნა.
Gerry violently rejected this explanation of his behavior.
122260.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ჯერის ასევე ჰქონდა ფედერალური ფასიანი ქაღალდები და იგი დაჟინებით ითხოვდა კონსტიტუციაში სესხის დაფარვის ექსპლიციტური ვალდებულების ჩაწერას.
Gerry also held federal securities, and repeatedly urged for writing an explicit duty to redeem them in the constitution.