მოიძებნა 668044 ჩანაწერი
122261.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
თუმცა, საერთო ჯამში, - და, ხშირად არასწორად გაგებული „ბერდის თეზისის“ საპირისპიროდ, - ნაკლებსავარაუდოა, რომ დამფუძნებლების გადაწყვეტილებები მათი პერსონალური ეკონომიკური ინტერესებით იყო განპირობებული.
Overall, however, and contrary to the "Beard thesis" as commonly—and wrongly—understood, it is unlikely that the decisions of the framers were shaped by their personal economic interests.
122262.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მათი ამომრჩევლების ინტერესებით და იმ რწმენით ყოფილიყო გამოწვეული, რომ ვალის დაფარვა რატიფიკაციის პროცესს გააიოლებდა.
These decisions may, to be sure, have been shaped by the interests of their constituencies and by the belief that redemption would facilitate ratification.
122263.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
უილიამ სმიტისთვის მიწერილ 1787 წლის 13 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ჯეფერსონი წერს: „ჩვენი კონვენტი მეტისმეტადაა გაოცებული მასაჩუსეტსის დაუმორჩილებლობით“.
In a letter to William Smith on November 13, 1787, Jefferson wrote that "Our Convention has been too much impressed by the insurrection of Massachusetts".
122264.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„ისინი თვალის დახამხამებაში შევარდენს ამზადებენ იმისთვის, რომ საქათმეში წესრიგი უზრუნველყონ“.
"In the spur of the moment they are setting up a kite [a hawk] to keep the hen-yard in order".
122265.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„იმედია, ღვთის ნებით, ეს მუხლი ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეიცვლება”.
"I hope in God this article will be rectified before the new constitution is accepted".
122266.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
არ ვიცი, რომელ მუხლს გულისხმობდა აქ ჯეფერსონი - „აჯანყების“ შესახებ, „შიდა არეულობის” შეახებ, თუ „დაუმორჩილებლობის“ შესახებ.
I do not know which of the articles citing "rebellion", "domestic violence", or "insurrection" Jefferson had in mind.
122267.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული მუხლი დამფუძნებლებმა უეცარი ემოციური იმპულსის შედეგად მიიღეს, - „თვალის დახამხამებაში“.
It is clear, however, that he thought the framers had adopted the article in question under a sudden emotional impulse, "in the spur of the moment".
122268.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ მათი შიში უფრო ინტუიციური იყო, ვიდრე რაციონალური.
It is impossible to prove, to be sure, that their fear was visceral rather than prudential.
122269.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ჩემთვის, იმის დაჯერების საფუძველი, რომ ეს მართლაც ემოციური შიში იყო, შესაძლოა ლა ფონტენის ერთ სტროფში შევაჯამოთ: „ყველას ადვილად სჯერა იმისი, რისიც ეშინია და რისი იმედიც აქვს“.
My grounds for believing it was in fact visceral can be summarized in the first half of a verse by La Fontaine: "Each believes easily what he fears and what he hopes".
122270.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ფაქტები არ ადასტურებს მრავალჯერ გამეორებულ მტკიცებას იმის შესახებ, რომ დამფუძნებლები „ლეველერები“ იყვნენ და „აგრარულ კანონებს“ ითხოვდნენ.
The facts do not confirm the claim—made over and over again at the time—that farmers were "levelers" and demanded "agrarian laws".
122271.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
როგორც ზემოთ აღინიშნა, მასაჩუსეტსის გუბერნატორის ხელფასის შემცირების მოთხოვნა უბრალოდ იმის მოთხოვნა იყო, რომ ამ ხელფასის დეფლაციასთან შესაბამისი გამხდარიყო.
As noted above, the demand for a reduction of the salary of the Massachusetts governor was merely a claim to adjust his salary for deflation.
122272.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
არ არსებობდა რაიმე კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ფერმერების გაკოტრების გამომწვევი მიზეზი - ლითონის ფულის დეფიციტურობა - აღმოფხვრილიყო ქაღალდის ფულის გამოშვებით, როგორც ეს იყო 1776 წლამდე.
There was no particular reason why the scarcity of specie that led farmers to bankruptcy could not be remedied by the emission of paper money, as it had been before 1776.
122273.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ომის შემდეგ სასოფლო დასახლებებს არ მოუწევდათ რაიმე განსაკუთრებული ხარჯის გაღება, რომლის გამოც საჭირო გახდა არაუზრუნველყოფილი ქაღალდის ფულის გამოშვება.
After the war, the country would not incur the extraordinary expenditures that had led to the emission of unsecured paper money.
122274.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
კონსტიტუციამ, უფრო ზუსტად კი, ჰამილტონის გეგმამ, რომელმაც მისი შემუშავება შესაძლებელი გახადა, მართლაც გაფანტა შუღლი საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის.
The Constitution—or rather the Hamilton plan that it made possible—did defuse class warfare.
122275.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მან დააკმაყოფილა როგორც მიწის მესაკუთრეთა, ისე ვაჭართა ინტერესები იმით, რომ დასაშვები გახადა ფედერალური ტარიფებისა და აქციზების დაწესება და ამ შემოსავლის გამოყენება ფედერალური და შტატის ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებაში დასაფარად.
It satisfied the landed as well as the mercantile interests by allowing the imposition of federal tariffs and excises and using the proceeds to redeem the state and federal bonds at face value.
122276.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
3. საფრანგეთი: გლეხები და დეპუტატები, ჯარისკაცები და ბრბოები.
3. FRANCE: PEASANTS AND DEPUTIES, SOLDIERS AND CROWDS.
122277.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
საფრანგეთში, კონსტიტუციის შექმნის პროცესსა და ძალადობას შორის კავშირს განსხვავებული ფორმა აქვს.
In France, the link between violence and constitution-making took different forms.
122278.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ძალადობას მოშორებულ სასოფლო დასახლებებსა ან ქალაქებში არ უთამაშია როლი გენერალური შტატების მოწვევის პროცესში, რომელმაც შემდგომ საკუთარი თავი დამფუძნებელ ეროვნულ კრებად გარდაქმნა.
Violence in the countryside or in the towns had no role in the calling of the Estates-General, which later transformed itself into a constituent National Assembly.
122279.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ლუი XVI-მ გენერალური შტატები იმიტომ მოიწვია, რომ ქვეყანას ფული გამოელია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ იგი ამერიკელ რევოლუციონერებს ეხმარებოდა.
Louis XVI summoned the Estates-General because the state had run out of money, in part because of his financial assistance to the American revolutionaries.
122280.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მას სჭირდებოდა ერის თანხმობა მის მიერ შეთავაზებულ გადასახადებზე.
He needed the nation's agreement to his tax proposals.