მოიძებნა 668044 ჩანაწერი
122321.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
დიდი შიში იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მოძრაობა.
The Great Fear was not one movement, but many.
122322.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მისი უმთავრესი ისტორიკოსის, ჯორჯ ლეფევრის თანახმად, იგი თანადროულად, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა საფრანგეთის ექვს რეგიონში, 1789 წლის ივლისის შუაში.
According to its foremost historian, Georges Lefebvre, it originated simultaneously and independently in six regions of France in mid-July 1789.
122323.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
შემდგომმა კვლევებმა მეშვიდეც აღმოაჩინა.
Later research has identified a seventh current.
122324.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მართალია, ლეფევრი ფრთხილად მიჯნავს ერთმანეთისგან ივლისის შიშს და 1789 წლის მარტი-ივნისის შიმშილის გამო მის მიერ ნაკარნახევ ქმედებებს (არც ერთ რეგიონს არ გამოუცდია ორივე მათგანი ერთდროულად), მაგრამ ეს ორი მოძრაობა არაერთი საერთო მექანიზმით ხასიათდება.
Although Lefebvre carefully distinguishes the July Fear and the actions it inspired from effects of the hunger in March through June 1789 (no region saw the occurrence of both), the two movements exhibited many of the same mechanisms.
122325.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
გაზაფხულზე, 1788 წლის ცუდი მოსავლის შემდეგ, მარცვლეულობის დეფიციტმა კიდევ უფრო გაზარდა მაწანწალების, მათხოვრებისა და ბანდიტების რიცხვი ქალაქგარე დასახლებებში.
In the spring, the dearth of grain after a bad harvest in 1788 increased the number of vagabonds, beggars, and brigands in the countryside.
122326.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ერთი მხრივ, მაწანწალებისა და მათხოვრების არსებობა ჩვეულებრივი (და, ხშირად, - საშიში) მოვლენა იყო, თუმცა შიმშილობის პერიოდმა მათი რაოდენობა გაზარდა ისე, რომ ამ უკანასკნელებს დიდი დაჯგუფებების (ბანდების) შექმნა შეეძლოთ.
Whereas individual wanderers and beggars had always been a regular (and often intimidating) presence, the famine increased their numbers to form larger bands.
122327.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მათი მხრიდან გლეხების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, - რეკეტისგან დაცვიდან მოსავლის დროზე ადრე ხორბლის მოჭრამდე.
Their actions against the peasantry took different forms, from simple protection rackets to cutting the grain before harvest time.
122328.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ფერმერები უარს ამბობდნენ მარცვლეულის გაყიდვაზე შრომის დღეს, იმის გამო, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ მარცვლეული ადგილობრივი ქალაქების ბაზარზე გაეყიდათ.
The farmer refused to sell grain to the day laborers on the grounds that he was obliged to sell it in the market of the local town.
122329.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ვინაიდან ამ მუშებს ქალაქში არ უშვებდნენ იმის გამო, რომ ქალაქის ბინადარი არ იყო, „მათთვის მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა - გაეჩერებინათ მოძრავი ვაგონები და დაუფლებოდნენ იქ არსებულ სიმინდისა და ფქვილის ტომრებს, რის სანაცვლოდაც ან იხდიდნენ შესაბამის ფასს, ან - საერთოდ არაფერს“.
Since as nonresidents these laborers were not admitted into the towns, "there was only one course left to them – to stop the wagons in transit and seize the sacks of corn and flour, paying either the appropriate price or none at all".
122330.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ამავდროულად, გლეხებს ეშინოდათ „ქალაქიდან წამოსული უეცარი და, როგორც ჩანს, სპონტანური ექსპედიციებისა, რომლებიც ფერმიდან ფერმაში დადიოდნენ მარცვლეულის საყიდლად, უფრო სწორად, ფერმერებს თავიანთი მარაგის გაყიდვას აიძულებდნენ“.
At the same time, the peasants feared the "sudden and apparently spontaneous expeditions which came out from the towns and went from farm to farm buying corn – or, more accurately, forcing the farmers to sell their stocks".
122331.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ამ ქმედებათა შედეგი იყო განზოგადებული შიშისა და ეჭვის ნიადაგის შექმნა, რადგან არა მხოლოდ ქალაქისა და ქალაქგარე დასახლებების მხარეები იყვნენ ორმხრივი ტერორის ქვეშ, არამედ „აჯანყებაში მონაწილე გლეხებიც კი ერთმანეთისთვის შიშის მომგვრელ ობიექტებად გადაიქცნენ“.
The effect of these actions was to create a climate of generalized fear and suspicion, where not only town and countryside were in a state of reciprocal terror, but "peasants in rebellion became objects of fear for one another".
122332.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
თითოეული ამბოხის დროს, გლეხებს უნდოდათ, მათ შეერთებოდნენ, მაგრამ, ამავდროულად, ამის ეშინოდათ.
Every revolt made the peasant want to join it, while at the same time scaring him.
122333.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ხალხი თავის თავს თვითონვე აშინებდა (se faisait peur à luimême).
The people frightened itself (se faisait peur à luimême).
122334.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მარცვლეულის დეფიციტმა შვა ეჭვი იმის შეახებ, რომ ამის მიზეზი სპეკულანტების მიერ ზედმეტი სასაქონლო მარაგების დაგროვება იყო.
The dearth of grain in the spring triggered suspicions that it was a result of hoarding by speculators.
122335.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
„ხალხს არასოდეს უნდა იმის აღიარება, რომ მათი სიდუხჭირისა და გაჭირვების მიზეზი მარტოდენ ბუნების ძალები შეიძლება იყოს“.
"The people were never willing to admit that the forces of nature alone might be responsible for their poverty and distress".
122336.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მე-18 საუკუნის საფრანგეთში შიმშილობის ყველა ეპიზოდი კონსპირაციულ ახსნებს აძლევდა დასაბამს.
In eighteenth century France, every famine triggered conspiratorial explanations.
122337.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
მართალია, ეს ჭორები შესაძლოა, ამ შემთხვევაში მცდარი იყოს, მაგრამ ისინი ხშირად გამართლებული იყო.
Although these rumors might be false in any given case, they were often justified.
122338.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
ეჭვებმა შესაძლოა ორი ფორმა მიიღოს.
The suspicions might take two forms.
122339.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
უფრო ნაკლებად ინტუიციურ და მეტად რაციონალურ ვერსიაში გლეხებს სჯეროდათ, რომ კონსპირატორები მოგების მაძიებლები იყვნენ, ვინც გულგრილნი იყვნენ მათი კეთილდღეობის მიმართ.
In its less virulent and more rational version, the peasantry believed that the conspirators were profit-seekers who were merely indifferent to their welfare.
122340.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა
უფრო ექსტრემალურ შემთხვევაში მათ სჯეროდათ, რომ კონსპირატორებს გლეხების რაოდენობის შემცირება უნდოდათ მათი შიმშილამდე მიყვანით.
In a more extreme form, they believed that the main goal of the conspirators was to reduce them to starvation.