მოიძებნა 668043 ჩანაწერი
122621.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლებიც არა მხოლოდ სამართლებრივ აქტებს უკავშირებენ კონსტიტუციური კონტროლის ცნებას, არამედ ქმედებების შემოწმებასაც.
There are also different opinions that do not only refer to the constitutional control as the concept of the legal acts, but also to examine the actions.
122622.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
ბლანკენაგელი მიუთითებს, რომ კონსტიტუციური კონტროლი ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და კონსტიტუციური კონფლიქტების მოგვარებისაკენ მიმართული საქმიანობა.
Blankenagel points out that, the constitutional control is the activity directed towards division of governmental power and resolving constitutional conflicts.
122623.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კომპეტენციური დავების განხილვაა, რაც, თავის მხრივ, უშუალო კავშირშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.
The most important function of the constitutional control institutions is to consider competence disputes that are directly related to the principle of power separation.
122624.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება იყო ერთადერთი კონსტიტუციური სუბიექტი, რომელიც შეძლებს, გადაწყვიტოს კომპეტენციურ სახელმწიფო ორგანოთა შორის კონფლიქტები.
The Constitutional Court may be the sole constitutional body that can solve conflicts among the competent state organs.
122625.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
კარლ შმიდტის მოსაზრებით, კონსტიტუციური დავები სამართლებრივზე მეტად პოლიტიკურ დავად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო კონსტიტუციის გარანტის ფუნქცია არა სასამართლომ, არამედ პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.
According to Carl Schmidt constitutional disputes are more political, than legal, while the supreme guarantor of the constitution cannot be the Court, but rather the President.
122626.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
თუმცა პრეზიდენტი, ამის მიუხედავად, ინარჩუნებს კონსტიტუციური გარანტის ფუნქციას.
However, the president still maintains the function of the constitutional guarantor.
122627.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
ამავდროულად, სწორედ პრეზიდენტს ევალება, გადაჭრას პრობლემა, რომლიც უკავშირდება კონსტიტუციურ კონფლიქტებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის, ხოლო ამას იგი უნდა ახორციელებდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
At the same time, the task of the President is to solve the issue, related to the constitutional conflicts between the state authorities and it should be implemented through the application to the constitutional court.
122628.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
შესაბამისად, შეიძლება გაზიარებულ იქნეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, უნდა არსებობდეს ხელისუფლების დანაწილების სისტემაში ნეიტრალური ინსტიტუტი, რომელიც მოაგვარებს დანაწილებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კონფლიქტებს.
Therefore the opinion of having a neutral institution in the system of power division, which will solve constitutional conflicts related to this division, maybe needs to be shared.
122629.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს დავებს პოლიტიკურ–კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, იგი პოლიტიკურ დავებს წყვეტს სამართლის მეშვეობით.
So far as the Constitutional Court examines disputes between the political-constitutional authorities, the political disputes are judged in accordance with the law.
122630.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი „იარაღი“ სამართალია.
It is possible to say, that the law is the only "tool" for the Constitutional Court.
122631.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
თუმცა, როდესაც კონსტიტუციური ორგანოები ერთმანეთში კომპეტენციათა თაობაზე დაობენ – სამართლებრივი დავა, უნებურად, პოლიტიკურ განზომილებაში ხვდება.
However, when the constitutional authorities argue about each other’s competences – the legal dispute is inevitably transferred into the political dimension.
122632.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
საქართველოს კონსტიტუციით (89-ე მუხლის მე-2 პუნქტით) დადგენილია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა“.
According to article 89 paragraph 2 of the Constitution of Georgia, it is established that, "the decision of the Constitutional Court is final".
122633.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
An act or a part thereof that has been recognized as unconstitutional shall cease to have legal effect as soon as the respective judgment of the Constitutional Court is made public.
122634.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
აქედან გამომდინარე, საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სამართალში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთადერთი და საბოლოო ინსტანციაა, რომელიც ყველასათვის სავალდებულოდ შესასრულებელ ძალას იძენს.
So, it can be summarized say that in the Constitutional Law the Constitutional Court’s decision is the sole and final authority, which has the power to be mandatory for everyone.
122635.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
სწორედ ამ კუთხით შეიძლება ვისაუბროთ სამართლის პრიმატზე კონსტიტუციონალიზმში, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების დანაწილებისა და კონსტიტუციის სხვა იდეალებისა და ღირებულების დაცვის უპირობოდ აღიარებას და, უფრო მეტიც, მათ კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს.
Regarding this issue, the primacy of the law in constitutionalism can be discussed, which, in turn, is a constitutional guarantee of the power division and an unconditional recognition of other ideals and values of the constitution.
122636.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
2. კომპეტენციური დავის არსი და საფუძვლები.
2. THE ESSENCE AND THE BASIS OF THE COMPETENCE DISPUTE.
122637.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა შორის კომპეტენციური კონფლიქტის განხილვის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელობებს შორის წარმოშობილი უფლებამოსილებათა კოლიზიებიც.
Apart from resolving the conflict between the highest state authorities, the dispute at the Constitutional Court can also arise from the collision of powers between central and local authorities.
122638.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
მიუხედავად კომპეტენციური დავის მრავალმხრივობისა, კლასიკურ კომპეტენციურ დავას წარმოადგენს სწორედ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა შორის დავა.
Despite the multilateral nature of the competence disputes, the classical competence dispute is the one between the highest authorities of the state.
122639.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
კომპეტენციური დავის არსს წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზენაესობის უზრუნველყოფა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპისა და კონსტიტუციონალიზმის ძირითადი იდეისა.
The essence of the competence dispute is ensuring of the supremacy of the principle for the power division, one of the main constitutional-legal principles and the core ideas of constitutionalism.
122640.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
კონსტიტუციური კონფლიქტები რეალურად ხშირად წარმოიშობოდა სწორედ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც მოქმედებდა და მოქმედებს შერეული მმართველობის მოდელი, უფრო კონკრეტულად კი, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელის პრემიერი-პრეზიდენტალიზმის ქვეტიპი, სწორედ ის, რომელიც მოქმედებს საქართველოში.
Constitutional conflicts have often arisen in countries where mixed governance model existed or still exists, more specifically, the semi-presidential model’s subtype of Prime-Minister-Presidential governance model, which is currently in force in Georgia.