მოიძებნა 668043 ჩანაწერი
122781.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ კომპეტენციური დავა უნდა განიხილოს არსებითად და გადაწყვიტოს ყველა შესაძლო ჰიპოთეტურ შემთხვევაშიც კი, მათ შორის როგორც ნორმატიული, ასევე არანორმატიული ინდივიდუალური დავები, ასევე კონსტიტუციური ქმედებები.
The Constitutional Court should adjudicate the competence disputes fully and decide all hypothetic events as well, including the disputes on normative and non-normative individual acts, as well as constitutional actions.
122782.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
ამის გარდა, სასამართლომ ყველა შემთხვევაში ფართოდ უნდა დაინახოს საკითხი და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს ზოგადად სახელმწიფო მმართველობის მოდელის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც მსჯელობის მასშტაბის და ერთგვარი სამართლებრივი ტესტის მეშვეობით.
Additionally, the Court should in all matters envision the issues widely and when deciding on the case argue generally based on the governance model of the state, which could be the degree of argumentation and a certain legal test.
122783.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ზოგადი შეფასებისას უნდა ითქვას, რომ კომპეტენციური დავების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში არ წარიმართება აქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით პერიოდულად იყო და არის გარკვეული მცდელობები, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ რესურსი გამოყენებული ყოფილიყო ამ მიმართულებით.
When assessing the practice of the Constitutional Court generally, it should be noted that the competence disputes are not actively heard, although there have been the attempts to use the resources of the Court for this direction.
122784.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანიზაციის პრაქტიკული ნაწილი მოქცეული იყოს სამართლის ჩარჩოში და სწორედ ამგვარი სამართლებრივი პრიმატის ფარგლებში განვითარდეს კონსტიტუციონალიზმის იდეაც და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებაც ამგვარად განხორციელდეს.
In summary, it can be said, that it is of particular relevance to put the practical side of state constitutional organization within the frames of the law and to develop the idea of constitutionalism within this legal primacy and thereby realize the principle of separation of powers.
122785.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში
რა დროსაც განსაკუთრებული როლი და წამყვანი ადგილი უნდა ეკავოს შესაბამის კონსტიტუციურ ინსტიტუტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის შესაბამისი კომპეტენციით, უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანმიმდევრული განვითარება და სრულყოფილი რეალიზება.
Where the special and leading role is carried out by the relevant constitutional body, the Constitutional Court, equipped with appropriate competences to ensure the steady development and full realization of the principle of power separation.
122786.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
წინამდებარე ნაშრომში მოცემული მსჯელობის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის რეფორმის დამოკიდებულების შეფასება კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან მიმართებით.
The purpose of the discussion in the present paper was to assess the dependence of the reform of the Constitution of Georgia regarding the Constitution Revision mechanism.
122787.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კვლევისას გამოვლინდა ის ძირითადი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს კონსტიტუციის გადასინჯვის ახალ მექანიზმს.
The study revealed the main positive and negative trends that characterize the new mechanism for revising the Constitution.
122788.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კვლევის ფარგლებში მოხდა კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი მეთოდის რეტროსპექტულ ჭრილში შეფასება, რომლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი მიდის გამკაცრებისკენ.
Within the scope of the research, the new method of revising the constitution was evaluated in the retrospective context, which led to the conclusion that the mechanism of revision of the constitution becomes more robust.
122789.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კვლევამ შეაფასა კონსტიტუციის გადასინჯვისთვის შერჩეული სკანდინავიური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საბოლოო დასკვნის სახით აღინიშნა, რომ სკანდინავიურ, კვაზირეფერენდალურ მოდელს შესაძლებელია ბევრი უარყოფითი ნიშანი ახასიათებდეს.
The research assessed positive and negative sides of the Scandinavian model selected for the revision of the constitution and the conclusion indicated that the Scandinavian, quasi-referendum model may have a lot of negative characteristics.
122790.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მაგრამ ის, როგორც უშუალო დემოკრატიის გამოხატულება და სტაბილურობის მნიშვნელოვანი მექანიზმი, საბოლოო ჯამში, დადებით ნაბიჯად შეფასდა.
But as an expression of direct democracy and an important mechanism of stability was recognized as a positive step in the final assessment.
122791.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ასევე კრიტიკული შეფასება გაკეთდა კონსტიტუციის გადასინჯვის და დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმზე, რომელიც ფაქტობრივად აზრს უკარგავს სკანდინავიური მოდელის არსებობას.
Also, critical assessment was made on the revision and accelerated mechanism of adoption of the Constitution, which in fact opposed the existence of a Scandinavian model.
122792.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ნაშრომში მოცემულია მსჯელობა კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმის დამოკიდებულებაზე საკონსტიტუციო კონტროლთან დაკავშირებით.
The paper discusses the attitude of the constitution revision mechanism to the constitutional control.
122793.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ნაშრომში ასევე გამოითქვა მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის რიგი პროცედურული საკითხების უკეთესად ჩამოყალიბებაზე.
The paper also expresses the views on the better formation of several procedural issues in revising the constitution.
122794.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
საბოლოო ჯამში, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი.
Finally, the constitutional reform of the 2017 regarding the constitutional revision should be assessed as a step forward.
122795.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ მექანიზმში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები და შეუძლებელი იქნება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი არის სრულყოფილი და უხარვეზო.
But it must be noted that there are important shortcomings in the existing mechanism and it is impossible to say that the mechanism of revision of the Constitution of Georgia is perfect and flawless.
122796.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი ის გასაღებია, რომლის სწორ რეგულაციას დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის ეფექტურობისთვის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის .
The mechanism for constitutional revision is the key, correct regulation of it is highly significant for efficiency of the constitution and the political life of the country.
122797.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
2017 წელს განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც არსებითად შეეხო კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა სრულიად ახალი მექანიზმი.
In 2017, a reform of the Georgian constitution was carried out, which substantially covered the constitution revision mechanism, as a result of which a completely new mechanism was established.
122798.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
მოცემული ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ და შევაფასოთ 2017 წლის კონსტიტუციის რეფორმის შედეგად ფორმულირებული კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი.
The aim of the present paper is to discuss and assess the constitution revision mechanism formed by the 2017 reform.
122799.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
კვლევის ფარგლებში შევეხებით კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმის დამოკიდებულებას მუდმივი ნორმების არსებობის მიმართ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატორ სუბიექტთა წრეს.
Within the scope of this research, we will touch upon the relation of the constitution revision mechanism with the existence of entrenched clauses, the possibility of constitutional control in the process of revision, the circle of constitution revision initiators.
122800.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა
ასევე ვიმსჯელებთ რეფორმის დამოკიდებულებაზე კონსტიტუციის ნაწილობრივი და ზოგადი გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით, შევეხებით კონსტიტუციის გადასინჯვის ვადებს, ვიმსჯელებთ კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი მოდელის საწყისების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე.
We will also discuss the attitude of the reform towards the issues of partial and general revision, constitution revision dates, positive and negative aspects of the beginnings of the new model of constitution revision.