მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123241.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
მოპასუხე მხარის პოზიციით, ზოგადად, ასაკობრივი ბარიერის დაწესება არ ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
According to the Respondent, establishing age limits, in general, does not violate equality before the law.
123242.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მიზანს წარმოადგენდა აკადემიის საქმიანობის ეფექტურობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა.
The legitimate aim for the restriction provided by the disputed norm was to promote the effectiveness and unhindered functioning of the activity of the Academy.
123243.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
70 წელს მიღწეული, თუნდაც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, შესაძლოა, ვერ გაუმკლავდეს ადმინისტრაციულ-მმართველობითი საქმიანობის სპეციფიკას და მისთვის აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვას.
Even a healthy person above 70 years might not be able to handle the features of administrative-governing activities and the necessary physical requirements for it.
123244.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის პოზიციით აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შესაძლებელი იყო მხოლოდ აკადემიკოსის სტატუსის მქონე პირის არჩევა.
At the same time, by the position of the Parliament, the administrative positions of the Academy could only be held by the persons holding the Academic status.
123245.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
აკადემიკოსების რაოდენობა კანონმდებლობით არის შეზღუდული და ფაქტობრივად აკადემიკოსთა უმრავლესობის ასაკი აღემატებოდა დადგენილ 70 წელს.
The number of academics was limited by the legislature and in fact, the age of the majority of academics was above 70.
123246.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
ამ არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი.
For these arguments, the Respondent admitted the constitutional claim.
123247.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ცნობა არ იწვევს საქმის შეწყვეტას.
By the legislature applicable at the time admitting the complaint by the Respondent does not lead to termination of the case.
123248.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
შესაბამისად, სარჩელის ცნობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა.
Therefore, the Constitutional Court considered the constitutionality of the disputed provision in spite of admitting the claim.
123249.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 70 წელს მიუღწეველი და 70 წელს გადაცილებული აკადემიკოსები, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების მიზნებისათვის წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს.
The Constitutional Court considered that with respect to holding an administrative position of the Academy, academics under and above 70 years were substantially equal.
123250.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, ამა თუ იმ დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირებისათვის შესაძლებელია, დასაშვები იყოს თანამშრომელთათვის გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება.
The Constitutional Court emphasized that in general, it might be allowed to impose different qualification requirements upon servants for the effective functioning of an establishment.
123251.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
აუცილებელია, გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა იყოს ლოგიკურ და რაციონალურ კავშირში დასახელებულ მიზანთან.
But it is also important for the age restriction to be in logical and rational correlation with the intended aim.
123252.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
გარკვეული უნარების დაქვეითება ასაკის მატების თანმდევი შედეგია.
Diminishing certain skills is the subsequent result of getting older.
123253.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საკონსტიტუციო სასამართლომ ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვის რაციონალურობის შეფასებისთვის დაადგინა ორსაფეხურიანი ტესტი.
The Constitutional Court set the two-step test for assessing the rationality of age restriction.
123254.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
კერძოდ, ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვის დაწესების გამართლებისთვის აუცილებელია კანონმდებელმა წარმოაჩინოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.
Namely, for the age restriction to be justified the lawmaker has to show that, due to the nature of the duties assigned, as a rule, a majority of people reaching certain age cannot handle to appropriately perform these duties.
123255.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
იმავდროულად, ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება არარაციონალური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მათი უნარების ინდივიდუალური შეფასების შედეგად.
At the same time, imposing a blank restriction will be irrational if the decision about the compatibility with the position can be evaluated based on the individual assessment of their skills.
123256.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საკონსტიტუციო სასამართლომ გააანალიზა სადავო ნორმებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების ფუნქცია-მოვალეობები.
The Constitutional Court assessed the duties and the responsibilities imposed on the positions indicated in the disputed norm.
123257.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არაფერი მიანიშნებდა აკადემიკოსის მიერ აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ფუნქციების განხორციელების 70 წლის ასაკის მიღწევის გამო შეფერხებაზე.
Therefore, the Court concluded that there was no indication for people above 70 holding administrative positions of the Academy to not be able to fulfill their duties because of the age.
123258.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აკადემიკოსთა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა არის 70 წელზე ნაკლები ასაკის, ხოლო მათი რაოდენობა დროის გასვლასთან ერთად უფრო მცირდება.
The Constitutional Court also outlined that there were only a few academics whose age was under 70 and their number is decreasing as the time goes by.
123259.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
შესაბამისად, შესაძლოა, ახლო მომავალში სადავო ნორმის მოქმედებამ სრულიად გააქროს დასახელებულ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე.
Therefore, it is possible that the group of persons who can be elected on the positions at hand will disappear in the future because of the disputed norm.
123260.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი.
Based on these merits, the Constitutional Court of Georgia granted the constitutional complaint and found unconstitutional article 5.4 of the law of Georgia on "Georgian National Academy of Sciences".