მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123341.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა - როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა.
The respondent noted that disputed provision served the legitimate objective of protecting the well-being an individual and of the entire society, as well as ensuring the public order.
123342.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
მარიხუანის მოხმარება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის დაცვა.
The consumption of marijuana is detrimental to one’s health and there is a need to ensure the public, particularly adolescents, are protected.
123343.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ მარიხუანა ასრულებს ერთგვარი კარიბჭის როლს სხვა, უფრო მძიმე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის.
The respondent party also opined that marijuana can act as a "gateway" leading to addiction to other, stronger narcotic substances.
123344.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2018)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა.
Based on the above mentioned, the Constitutional Court granted the constitutional complaint and the disputed provision declared unconstitutional.
123345.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სოციალური უფლებების უპირატესობებისა თუ უარყოფითი შედეგების მიუხედავად, ამგვარ უფლებათა ამა თუ იმ კონსტიტუციის ტექსტში აღიარებისგან დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი აზრი და მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მათ ბუნებრივ მოცემულობად აფასებს.
Irrespective of the advantages or negative consequences of social rights, unrelated to the textual recognition of such rights in a given constitution public opinion and a great number of scholars and politicians take such rights for granted.
123346.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ ისე, თითქოს სოციალური უფლებები კონსტიტუციური რეალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ.
Most constitutional and supreme courts in welfare states have to operate as if these rights were part of constitutional reality.
123347.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
თუმცა ეს ღია რეალობაა ანუ კონსტიტუციის ტექსტში გამოხატული აღიარების მიუხედავად, შედარებით ახალ კონსტიტუციებში ეს უდიდესწილად კონსტიტუციური პოლიტიკის და მოსამართლეთა არჩევანის საკითხია, - თუ რამდენად ხდება სოციალურ უფლებებზე მითითება.
This is, however, an open reality, i.e. even with strong textual recognition in more recent constitutions, it is to a great extent a matter of constitutional policy, a matter of judicial choice how these references will be used.
123348.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
შემდეგი შენიშვნები მიზნად ისახავს, განვიხილოთ არსებული სამართლებრივი სტრატეგიები იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალურ უფლებათა მტკიცე, არსებითი აღიარება გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
The following remarks intend to review some of the applicable judicial strategies arguing that strong substantive recognition of such rights is justifiable only in very exceptional circumstances.
123349.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
I. სოციალური უფლებების გამართლებები.
I. JUSTIFICATIONS OF SOCIAL RIGHTS.
123350.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სოციალური უფლებების სია გრძელი და ბუნდოვანია.
The list of social rights is long and uncertain.
123351.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სოციალური უფლებების შუასაუკუნოვანი ზოოპარკი წარმოადგენს წარმოსახვითი და ეგზოტიკური ცხოველების და ადამიანების და (მემარცხენე) ინტელექტუალების ზოგიერთი შინაური ცხოველების კოლექციას.
The medieval zoo of social rights is a collection of imagined and exotic animals and certain pets of people and (leftist) intellectuals.
123352.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სოციალურ უფლებათა შესახებ თავები ეროვნულ კონსტიტუციებში ან საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ შეიცავს ფუნდამენტურად განსხვავებულ დებულებებს.
The chapters on social rights in national constitutions or in the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights contain fundamentally different claims.
123353.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
ზოგიერთი ეს უფლება ეხება მოთხოვნილებათა არსებით დაკმაყოფილებას (უფლება სასმელ წყალზე და სანიტარიაზე, საჭმელსა და თავშესაფარზე);
Some of these rights concern basic needs satisfaction (right to drinking water and sanitation, food and shelter);
123354.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სხვა უფლებები ეხება დაზღვევის გარკვეულ ხარისხს დაუძლურებისა და შრომისუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში, რაც არსებითად ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე.
Other rights are about some level of insurance against incapacities and handicaps that fundamentally affect one’s livelihood.
123355.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
ზოგიერთი სოციალური უფლება გამოხატავს ცხოვრებისეულ შემთხვევებისგან დაცვას.
Some of the social rights express concerns about accidents of life:
123356.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
ეს უფლებები განსაზღვრულია ცუდი იღბლის შედეგად გამოწვეული უსამართლობის საპირწონედ.
These rights are provided in order to counter the injustice of bad luck.
123357.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ავადმყოფობასთან დაკავშირებული უფლებები, თუნდაც უმუშევრობის შეღავათები, ამ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ჯანდაცვასთან დაკავშირებული უფლებები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც დაზღვევა უბედური შემთხვევებისას.
Rights of the disabled and sickness related rights, even unemployment benefits belong to this category, since health care related rights might be provided as insurance against misfortune.
123358.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
სოციალური უფლებები ასევე მოიცავს სპეციალური სტატუსის უფლებებს, როგორიც არის დედათა და ბავშვთა პრივილეგიები.
Social rights also include special status rights like privileges granted to motherhood and childhood.
123359.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
დაბოლოს, სოციალური უფლებები გამოხატავს საზოგადოებრივად ხელმისაწვდომი საჯარო სიკეთეების სარგებლობის გარანტიას, როდესაც მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობა მთელი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია პირადი უპირატესობების მიუხედავად.
Finally, certain social rights express concerns related to access to communal shared public goods, where universal access of all to the service benefits the whole community, irrespective of the personal advantage.
123360.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაძლებლობები სოციალური უფლებების საქმეებში
განათლება ერთ-ერთ ასეთ სიკეთეს წარმოადგენს (უფასო დაწყებითი და საშუალო განათლების კონსტიტუციური გარანტიებით).
Education is one such good (with free elementary and midlevel education constitutionally guaranteed).