მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123841.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმ ადამიანისთვის, რომელიც დაღლილობისგან ძალ-ღონე გამოცლილია, ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება ის არის, რომ მას ხელკეტი არ ურტყან, როდესაც მეტროში დასაჯდომ ადგილზე რამდენიმე საათით დაძინებას ცდილობს.
The freedom that means most to a person who is exhausted is the freedom not to be prodded with a nightstick as he tries to catch a few hours sleep on a subway bench.
123842.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
აქ იკვეთება ზოგადი საკითხი ღარიბ ადამიანთა მეტად პასიური იმიჯის შესახებ, რომელიც შექმნილია იმათ წარმოდგენაში, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ მათი საჭიროებები უნდა გვადარდებდეს და არა მათი თავისუფლება.
There is a general point here about the rather passive image of the poor held by those who say we should concern ourselves with their needs, not their freedom.
123843.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ღატაკია, იგი საკუთარი იდეებისა და ინიციატივების მქონე აგენტად რჩება.
People remain agents, with ideas and initiatives of their own, even when they are poor.
123844.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართლაც, ვინაიდან ისინი მარტონი არიან საფრთხის წინაშე, ყოველგვარი უსაფრთხო ადგილის გარეშე, მათ ხშირად უწვეთ, იყვნენ უფრო მოხერხებულნი, გაატარონ მეტი დრო იმაზე ფიქრში, თუ როგორ იცხოვრონ, ისინი უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ ყველაფერს, უფრო მეტი რამ უნდა დააფასონ, ვიდრე ამას კომფორტულად მყოფი ავტონომიური აგენტი აკეთებს, რომელიც წარმოგვიდგენია ოჯახით, სახლითა და სამსახურით ოფისში ან უნივერსიტეტში.
Indeed, since they are on their own, in a situation of danger, without any place of safety, they must often be more resourceful, spend more time working out how to live, thinking things through much more carefully, taking much less for granted, than the comfortable autonomous agent that we imagine in a family with a house and a job in an office or university.
123845.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
და, როდესაც მათ ამის უფლება ეძლევათ, ღარიბი ადამიანები პოულობენ საკუთარი ინიციატივების ამ დაბრკოლებების გადასალახად გამოყენების ხერხებს.
And – when they are allowed to – the poor do find ways of using their initiative to rise to these challenges.
123846.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც მათ ფიზიკურად თავადვე შეუძლიათ.
There are certain things they are physically capable of doing for themselves.
123847.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზოგჯერ ისინი თავშესაფარს დაცლილ სახლში შესვლით ანდა გადახურულ ადგილას ძილით პოულობენ.
Sometimes they find shelter by occupying an empty house or sleeping in a sheltered spot.
123848.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისინი საჭმელს სხვადასხვა ადგილებიდან აგროვებენ, მის მოსამზადებლად ცეცხლს ანთებენ და მის საჭმელად პარკში სხდებიან.
They gather food from various places, they light a fire to cook it, and they sit down in a park to eat.
123849.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაძლოა, ისინი ბუჩქების უკან შარდავდნენ და ტანსაცმელს შადრევნებში რეცხავდნენ.
They may urinate behind bushes and wash their clothes in a fountain.
123850.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მათი ფიზიკური მდგომარეობა კომფორტული ნამდვილად არ არის, მაგრამ მათ შესწევთ უნარი, იმგვარად იმოქმედონ, რომ რაღაცები თავიანთთვის უფრო მეტად ასატანი გახადონ.
Their physical condition is certainly not comfortable, but they are capable of acting in ways that make things a little more bearable for themselves.
123851.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი როგორც საზოგადოებამ უნდა გავცეთ, არის სამართლიანობისა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვა, - უნდა შევეგუოთ თუ არა ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც ადამიანთა დიდი რაოდენობა უსახლკაროა.
One question we face as a society – a broad question of justice and social policy – is whether we are willing to tolerate an economic system in which large numbers of people are homeless.
123852.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
როგორც ჩანს, ვინაიდან ამაზე პასუხი არის „კი“, მაინც ისმის კითხვა, რამდენად გვსურს ამ რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანებს ისე შევხედოთ, როგორც თავისუფალ აგენტებს, რომლებიც საკუთარი საჭიროებებისამებრ მოქმედებენ საჯარო ადგილებში, - მათთვის ხელმისაწვდომ ერთადერთ სივრცეში.
Since the answer is evidently, "Yes," the question that remains is whether we are willing to allow those who are in this predicament to act as free agents, looking after their own needs, in public places – the only space available to them.
123853.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართლაც შემაშინებელია ის ფაქტი, რომ ვისაც თანამედროვე შეერთებულ შტატებში აქვს სახლი და სამსახური, პირველ კითხვაზე უპასუხებს „კი“ , ხოლო მეორეზე - „არა“.
It is a deeply frightening fact about the modem United States that those who have homes and jobs are willing to answer "Yes" to the first question and "No" to the second.
123854.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ა. ნეგატიური თავისუფლება.
A. Negative Freedom.
123855.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სანამ გავაგრძელებდე, მსურს თავისუფლების იმ კონცეფციას შევეხო, რომელსაც ამ ესეში ვგულისხმობ.
Before going on, I want to say something about the conception of freedom I am using in this essay.
123856.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმათ, ვინც თვლის, რომ უსახლკარო ადამიანებს (ან, ზოგადად, ღარიბ ადამიანებს) დანარჩენ ჩვენგანზე ნაკლები თავისუფლება აქვთ, ხშირად ადანაშაულებენ „პოზიტიური“ თავისუფლების სადავო, საშიშ და კითხვების გამჩენ კონცეფციაზე აპელირებაში.
Those who argue that the homeless (or the poor generally) have less freedom than the rest of us are often accused of appealing to a controversial, dangerous, and question-begging conception of "positive" freedom.
123857.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ხშირად მიიჩნევენ, რომ ამ დასკვნების გასაკეთებლად „ნეგატიური“ თავისუფლების ტრადიციული ლიბერალური იდეის ფარგლებიდან გასვლაა საჭირო.
It is commonly thought that one has to step outside the traditional liberal idea of "negative" freedom in order to make these points.
123858.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ აქ ამაზე კამათი აუცილებელი არ არის.
However, there is no need to argue about that here.
123859.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თავისუფლების ის გაგება, რომელზეც აქამდე მიმუშავია, იმდენად „ნეგატიურია“, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
The definition of freedom with which I have been working so far is as "negative" as can be.
123860.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამასთან დაკავშირებით უცნობი არაფერია (ალბათ, გარდა მისი გამოყენების თანმიმდევრულობისა).
There is nothing unfamiliar about it (except perhaps the consistency with which it is being deployed).