მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123861.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ნეგატიური თავისუფლება არის, სულ მცირე, თავისუფლება ისეთი დაბრკოლებებისგან, როგორიცაა ადამიანისთვის რაიმე ქმედების განხორციელების აღკვეთის ძალისმიერი მცდელობა.
At the very least, negative freedom is freedom from obstructions such as someone else's forceful effort to prevent one from doing something.
123862.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზუსტად ამ ნეგატიური გაგებით (იძულებითი ჩარევის არარსებობა), უსახლკარო ადამიანი არ არის თავისუფალი, გამოიყენოს ადგილი, რომელიც კერძო საკუთრების წესებს ექვემდებარება.
In exactly this negative sense (absence of forcible interference), the homeless person is unfree to be in any place governed by a private property rule.
123863.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უბრალოდ მცდარია ნაცნობი მტკიცება იმის შესახებ, რომ „თავისუფლების“ ნეგატიური გაგების გადმოსახედიდან, ღატაკი ადამიანები ისეთივე თავისუფალი არიან, როგორც დანარჩენი ჩვენთაგანი და რომ ამის ეჭვქვეშ დასაყენებლად თავისუფლების პოზიტიური გაგების ფარგლებში უნდა გადაინაცვლო.
The familiar claim that, in the negative sense of "freedom," the poor are as free as the rest of us – and that you have to move to a positive definition in order to dispute that – is simply false.
123864.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ის, რომ კერძო საკუთრება თავისუფლებას ზღუდავს, ცხადია.
That private property limits freedom seems obvious.
123865.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი მე მიწის ნაკვეთი მაქვს საკუთრებაში, სხვებს აქვთ ვალდებულება, იგი არ გამოიყენონ (ჩემი თანხმობის გარეშე) და ამ ვალდებულების ჩემი შეხედულებებისამებრ აღსასრულებლად სამართლებრივი გზების მთელი რიგი არსებობს.
If I own a piece of land, others have a duty not to use it (without my consent) and there is a battery of legal remedies which I can use to enforce this duty as I please.
123866.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, რომ საკუთრებასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის კავშირი, გარკვეულ წილად, შემთხვევითია:
It is true that the connection between property and the restriction of liberty is in some ways a contingent one:
123867.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
როგორც ენდრიუ რივი აღნიშნავს, „მართალია, შემიძლია ჩემი საკუთრება ვინმესთვის რაიმე ქმედების აღსაკვეთად გამოვიყენო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ“.
As Andrew Reeve notes, "even if I am entitled to use my property to prevent you from taking some action, I will not necessarily do so".
123868.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ ასეთი პირობითობა ნებისმიერი იურიდიული შეზღუდვის შემთხვევაში არსებობს.
But there is a similar contingency in any juridical restriction.
123869.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თეორიულად, მათ, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა ამისგან თავი შეიკავონ;
In theory, they might choose to refrain from doing so on certain occasions;
123870.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ აღნიშნულ კანონს მაინც თავისუფლების შეზღუდვად მივიჩნევდით, თუკი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მათ წინააღმდეგ ამ კანონის გამოყენების ალბათობის გათვალისწინება მოუწევდათ.
But we would still describe the law as a restriction on freedom if dissidents had to take into account the likelihood of its being used against them.
123871.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართლაც, ხშირად ოფიციალური დისკრეცია „სუსხავს“ იმ თავისუფლებას, რომელიც მისი გამოყენების ნაპრალებში რჩება.
Indeed we often say that the unpredictable element of official discretion "chills" whatever freedom remains in the interstices of its enforcement.
123872.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაბამისად, სწორედ ისე, როგორც რეპრესიულ პოლიტიკურ კანონებს თავისუფლების შეზღუდვას ვუწოდებთ, შეგვიძლია საკუთრების უფლებაც თავისუფლების შეზღუდვად მოვიაზროთ.
Thus, in exactly the way in which we call repressive political laws restrictions on freedom, we can call property rights restrictions on freedom.
123873.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არ გვჭირდება თავისუფლების სხვა რაიმე სპეციალური განმარტება, გარდა ნეგატიურისა, რომელსაც ლიბერალები იდეოლოგიურად უფრო მეტად მიმსგავსებულ კონტექსტებში იყენებენ.
We do not need any special definition of freedom over and above the negative one used by liberals in contexts that are more ideologically congenial.
123874.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
განმარტებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა ხშირად თავისუფლებასა და რაიმეს გაკეთების შესაძლებლობის ქონას შორის განსხვავებას ეყრდნობა.
The definitional objection is sometimes based on a distinction between freedom and ability.
123875.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამბობენ, რომ უსახლკარო ადამიანები, შესაბამისი გაგებით, თავისუფალნი არიან, გააკეთონ ყველაფერი ის, რაც დანარჩენმა ჩვენგანმა.
The homeless, it is said, are in the relevant sense free to perform the same activities as the rest of us;
123876.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავისუფლების რეალიზაციის საშუალება, ძალა და შესაძლებლობა.
But the sad fact is that they do not have the means or the power or the ability to exercise these freedoms.
123877.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
აღნიშნული დებულება თითქმის ყოველთვის მცდარია იმ მცირე გამონაკლისების გარდა, როდესაც ასეთი ადამიანები იმდენად დასუსტებული არიან საკუთარი მდგომარეობის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.
This claim is almost always false with the exception of a few who are so weakened by their plight that they are incapable of anything.
123878.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უსახლკარო ადამიანები უუნარონი არ არიან, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ადგილებში შევიდნენ, სადაც შესვლა ეკრძალებათ.
The homeless are not unable to enter the privately-owned places from which they are banned.
123879.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მათ შეუძლიათ აძვრნენ კედლებზე, გააღონ კარი, გადალახონ ზღურბლები, ჩაამსხვრიონ ფანჯრები და ა.შ., რათა შეაღწიონ იმ დაწესებულებებში, სადაც მათი ყოფნა გამორიცხულია საკუთრებასთან დაკავშირებული კანონების ძალით.
They can climb walls, open doors, cross thresholds, break windows, and so on, to gain entry to the premises from which the laws of property exclude them.
123880.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ის, რაც მათთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, სწორედ ის ბარიერია, რაც ნეგატიურად არათავისუფალი ნებისმიერი ადამიანის წინაშე დგას:
What stands in their way is simply what stands in the way of anyone who is negatively unfree: