მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123921.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამით კანონები უკეთესი სახელმძღვანელო ხდება მოქალაქისთვის, რომელსაც სჭირდება ხისტი და გამოსაყენებლად მზა ცოდნა (და არა ჭარბი ტექნიკური ცოდნა) იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა საქმიანობისას.
It makes them a better guide for the ordinary citizen who needs to have a rough and ready understanding (rather than a copious technical knowledge) of what he is and is not allowed to do as he goes about his business.
123922.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
აკრძალული ქმედებების ზოგადი ცნებებით ჩამოყალიბებული ნუსხა ამ მიზანს შესანიშნავად აღწევს.
A quick checklist of prohibited acts, formulated in general terms, serves that purpose admirably.
123923.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იგი ასევე ემსახურება უნივერსალიზაციისა და რაციონალურობის მორალურ იდეალებს:
It also serves moral ideals of universalizability and rationality:
123924.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რაიმე ქმედების აკრძალვის მიზეზი უნდა იყოს იგივე ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედების აკრძალვის მიზეზიც, თუკი მათ შორის შესაბამისი განსხვავება არ არსებობს (რომელიც შესაძლოა, ასევე ზოგადი ტერმინებით ჩამოყალიბდეს).
A reason for restraining any particular act ought to be a reason for restraining any other act of the same type, unless there is a relevant difference between them (which can be formulated also in general terms).
123925.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს ყოველივე მნიშვნელოვანია.
All that is important.
123926.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა არსებობს „კანონის უზენაესობის“ იდეალის სხვა ასპექტი, რომელმაც, ამ ზოგადობაზე დაჟინებასთან ერთად, შესაძლოა გარკვეულ სირთულეებამდე მიგვიყვანოს.
However, there is another aspect of "The Rule of Law" ideal that can lead one into difficulties if it is combined with this insistence on generality.
123927.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩვენი მსგავი სამართლებრივი სისტემები თავს შემდეგი მახასიათებლით იწონებს: „ყველაფერი, რაც ექსპლიციტურად აკრძალული არაა, ნებადართულია“.
Legal systems of the kind we have pride themselves on the following feature: "Everything which is not explicitly prohibited is permitted".
123928.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი, კანონი არ ადგენს, რომ, მაგალითად, სიმღერა ანდა ძუნძული აკრძალულია, ეს მოქალაქისთვის იმაზე მიუთითებს, რომ სიმღერა და ძუნძული ნებადართულია ანუ იგი თავისუფალია, რომ ისინი განახორციელოს.
If the law does not formulate any prohibition on singing or jogging, for example, that is an indication to the citizen that singing and jogging are permitted, that he is free to perform them.
123929.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თავისუფლების გასაზომად მას მხოლოდ იმის ცოდნა სჭირდება, რომ კანონი გარკვეულ აკრძალვებს ადგენს.
To gauge the extent of his freedom, all he needs to know are the prohibitions imposed by the law.
123930.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მისი თავისუფლება მხოლოდ ამის შემავსებელია.
His freedom is simply the complement of that.
123931.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სირთულე იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუკი დავეყრდნობით იმ ვარაუდს, რომ ადამიანის თავისუფლება არის იმ ზოგადი აკრძალვების შემავსებელი, რომლებიც მასზე ვრცელდება.
The difficulty arises if it is inferred from this that a person's freedom is the complement of the general prohibitions that apply to him.
123932.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ველოსიპედის მართვის აკრძალვა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაში ვიგულისხმოთ ის, რომ ველოსიპედის მართვის ყველა კონკრეტული აქტი ნებადართულია.
In our society, there is no general prohibition on cycling, but one cannot infer from this that any particular act of riding a bicycle is permitted.
123933.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს დამოკიდებულია (მათ შორის) იმაზე, თუ რამდენად აქვს კონკრეტულ ადამიანს იმ კონკრეტული ველოსიპედის გამოყენების უფლება, რომლის მართვაც განიხილება.
It depends (among other things) on whether the person involved has the right to use the particular bicycle he is proposing to ride.
123934.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს არ ცვლის კომპლემენტარულობასთან დაკავშირებულ ძირითად იდეას.
This does not affect the basic point about complementarity.
123935.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩვენი თავისუფლებები არის იმ აკრძალვების შემავსებელი, რომლებიც ჩვენზე ვრცელდება.
Our freedoms are the complement of the prohibitions that apply to us.
123936.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სისხლის სამართლის კანონებში მოცემული ზოგადი აკრძალვების გარდა არსებობს კონკრეტული ობიექტებითა და ადგილებით სარგებლობასთან დაკავშირებული აკრძალვებიც, რომლებიც საკუთრების წესებიდან გამომდინარეობს.
In addition to the general prohibitions laid down in the criminal law, there are also the prohibitions on using particular objects and places that are generated by the laws of property.
123937.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი არ ვიცით, თუ როგორც გამოიყენება ეს წესები, არც ის ვიცით, თუ რამდენად გვაქვს კონკრეტული ქმედების განხორციელების თავისუფლება.
Until we know how these latter laws apply, we do not know whether we are free to perform a particular action.
123938.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საკუთრებასთან დაკავშირებული წესები შესაძლოა ზოგადი პრინციპების სახით იყოს ჩამოყალიბებული - „არავის აქვს ნებართვის გარეშე სხვისი საკუთრების გამოყენების უფლება“.
The the laws of property can be stated in terms of a general principle – "No one is to use the property of another without his permission".
123939.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისინი შესაძლოა ამგვარად იყოს ჩამოყალიბებული, მაგრამ ამ პრინციპის გამოსაყენებლად ჩვენ არა მხოლოდ ზოგადი ცოდნა, არამედ კონკრეტული ცოდნა გვჭირდება.
They can be so stated, but in order to apply that principle, we need particular knowledge, not just general knowledge.
123940.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ველოსიპედი მას ეკუთვნის, ის ველოსიპედები კი - სხვებს.
A person needs to know that this bicycle belongs to him, whereas those bicycles belong to others.