მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123981.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, ბევრი შტატი და მუნიციპალიტეტი კრძალავს პარკებში სქესობრივ აქტებს.
For example, many states and municipalities forbid the use of parks for making love.
123982.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სქესობრივ აქტებზე არ არსებობს რაიმე ზოგადი შეზღუდვა როგორც ქმედების ტიპზე.
It is not that there is any general constraint on lovemaking as a type of action.
123983.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ზოგიერთ შტატში ჯერ კიდევ მოქმედებს ქორწინებაში არმყოფ პირთა შორის სექსუალური კავშირის წინააღმდეგ მიმართული კანონები.
Though some states still have laws against fornication
123984.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი კანონით ნებადართული და წახალისებულიც კია, ეს, ჩვეულებისამებრ, იკრძალება საჯარო სივრცეებში.
Although sexual intercourse between a husband and wife is permitted and even encouraged by the law, it is usually forbidden in public places.
123985.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვამბობთ, რომ ასეთი ქმედებებისთვის შესაფერისი ადგილი პირად სივრცეში, - სახლშია.
The place for that sort of activity, we say, is the privacy of the home.
123986.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სხვა მაგალითებიც მახსენდება.
Other examples spring to mind.
123987.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არ არსებობს მოშარდვის ამკრძალავი კანონები - ეს ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილებაა.
There is no law against urinating – it is a necessary and desirable human activity.
123988.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა არსებობს საჯარო სივრცეში მოშარდვის ამკრძალავი კანონი, გარდა ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი დაწესებულებებისა და საჯარო საპირფარეშოებისა.
However, there is a law against urinating in public, except in the specially designated premises of public restrooms.
123989.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ზოგადად, ეს არის ქმედება, რომელიც, თუკი თავისუფალნი ვართ, რომ განვახორციელოთ, ჩვენ ძირითადად ამის განხორციელების თავისუფლება გვაქვს სახლში ანდა სხვა რაიმე პრივატულ ადგილას (რესტორნის საპირფარეშოში), სადაც ყოფნის განყენებული უფლება გვაქვს.
In general, it is an activity which, if we are free to do it, we are free to do it mainly at home or in some other private place (a bathroom in a restaurant) where we have an independent right to be.
123990.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ასევე არ არსებობს ძილის ამკრძალავი კანონი, - ისევ და ისევ, ეს საჭირო და სასურველი ადამიანური ქმედებაა.
There is also no law against sleeping - again a necessary and desirable human activity.
123991.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანს ყოველდღე არსებითი დროის განმავლობაში უნდა ეძინოს.
To maintain their physical and mental health, people need to sleep for a substantial period every day.
123992.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა შტატები და მუნიციპალიტეტები სულ უფრო და უფრო მეტ დადგენილებას იღებენ, რათა აკრძალონ ისეთ საჯარო ადგილებში ძილი, როგორიცაა ქუჩები და პარკები.
However, states and municipalities are increasingly passing ordinances to prohibit sleeping in public places like streets and parks.
123993.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოს გადაწყვეტილებამ ნიუ-იორკში, მეტროში ძილთან დაკავშირებით აკრძალვების აღსრულების შესახებ ყურადღება ერთი-ორი წლის წინ მიიპყრო.
The decision of the Transit Authority in New York to enforce prohibitions on sleeping in the subways attracted national attention a year or two ago.
123994.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ცნობილია, რომ ასეთ დადგენილებებს კონკრეტული გავლენა აქვს უსახლკარო ადამიანებზე.
Such ordinances have and are known and even intended to have a specific effect on the homeless.
123995.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს შესაძლოა ჩვენს შემთხვევაზეც გავავრცელოთ და ვთქვათ, რომ მეტროში მოქმედი ახალი წესები ყველას უკრძალავს მანქანებსა და სადგურებზე ძილს ან ძირს წოლას, განურჩევლად იმისა, ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი, უსახლკარო თუ სახლ-კარის მქონე.
We might adapt it to the present point, noting that the new rules in the subway will prohibit anyone from sleeping or lying down in the cars and stations, whether they are rich or poor, homeless or housed.
123996.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს კანონები ბრწყინვალე მიუკერძოებლობით იქნება ჩამოყალიბებული და, მართლაც, მათმა შემქმნელებმა კარგად იციან, რომ სასამართლოები ამ კანონებს მაშინვე გააუქმებდნენ, თუკი მათი ფორმულირება ვიწროდ იქნებოდა მიმართული მხოლოდ იმათზე, ვისაც სახლ-კარი არ აქვთ.
They will be phrased with majestic impartiality, and indeed their drafters know that they would be struck down immediately by the courts if they were formulated specifically to target those who have no homes.
123997.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
და მაინც, ყველამ კარგად იცის ამ დადგენილებების მიღების მიზეზი და ზოგადი ბუნების საფუძველზე მათი დაცვის ნებისმიერი მცდელობა არაგულწრფელი იქნება.
Still everyone is perfectly well aware of the point of passing these ordinances, and any attempt to defend them on the basis of their generality is quite disingenuous.
123998.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მათი მიზანია, რომ მეტროში ძილი აუკრძალონ მათ, ვისაც სხვაგან დასაძინებელი ადგილი არ გააჩნია.
Their point is to make sleeping in the subways off limits to those who have nowhere else to sleep.
123999.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამაზე ოთხი რამ მიუთითებს.
Four facts are telling in this regard.
124000.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
პირველი, მათთვის, ვინც ამ კანონების მიღებას ითხოვს, კარგადაა ცნობილი, რომ მეტრო დასაძინებლად იმდენად უსიამოვნო ადგილია, რომ ამას თითქმის არავინ გააკეთებდა, თუკი სხვაგან წასვლა შეეძლებოდა.
First, it is well known among those who press for these laws that the subway is such an unpleasant place to sleep that almost no one would do it if they had anywhere else to go.