მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123941.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მას სჭირდება ეს კონკრეტული ცოდნა განსაზღვრულ ობიექტებთან დაკავშირებით ისევე, როგორც ზოგადი ცოდნა იმ ქმედებათა სახეობებთან დაკავშირებით, რომლებიც დაშვებულია და არ არის დაშვებული.
He needs that particular knowledge about specific objects as well as his general knowledge about the types of actions that are and are not permitted.
123942.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩემ მიერ გაკეთებული დასკვნები დამოკიდებულია საკუთრების წესებიდან გამომდინარე და კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებული აკრძალვების ისეთივე სერიოზულობით აღქმაზე, როგორითაც აღვიქვამთ სისხლის სამართლის კანონების მიერ დადგენილ ზოგად აკრძალვებს.
At any rate, the conclusions about freedom that I have reached depend on taking the prohibitions relating to particular objects generated by property laws as seriously as we take the more general prohibitions imposed by the criminal law.
123943.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უდავოა, რომ აკრძალვათა ეს სხვადასხვა ტიპები სხვადასხვა მიზეზებით არის დაწესებული.
No doubt these different types of prohibition are imposed for different reasons.
123944.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ, თუკი თავისუფლება, უბრალოდ, ადამიანის ქმედებაში მიზანმიმართული ჩარევის არარსებობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად თავისუფალია ადამიანი მანამ, სანამ არ გვეცოდინება ყველაფერი იმ სამართლებრივ შეზღუდვათა სამყაროზე, რომელიც მასზე ვრცელდება.
But if freedom means simply the absence of deliberate interference with one's actions, we will not be in a position to say how free a person is until we know everything about the universe of legal restraints that may be applied to him.
123945.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
საერთო ჯამში, ადამიანებისთვის ღირებული არა აბსტრაქტული თავისუფლებაა, არამედ - კონკრეტული ქმედებების განხორციელების თავისუფლება.
After all, it is not freedom in the abstract that people value, but freedom to perform particular actions.
123946.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი ზოგადი აკრძალვის არარსებობა ვინმეს კონკრეტულ თავისუფლებაზე არაფერს გვეუბნება, მაშინ წინდახედულობა გვმართებს მხოლოდ ზოგადი აკრძალვების ნუსხის გამოყენებისას იმის დადგენის მიზნით, თუ რამდენად თავისუფალი ან არათავისუფალია ადამიანი საზოგადოებაში.
If the absence of a general prohibition tells us nothing about anyone's concrete freedom, then we should be wary of using only the checklist of general prohibitions to tell us how free or unfree a person or a society really is.
123947.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს დებულებები შესაძლოა გავავრცელოთ უსახლკარო ადამიანებზეც.
These points can readily be applied to the homeless.
123948.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ზოგადი აკრძალვები ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა ძილი ან დაბანა.
There are no general prohibitions in our society on actions like sleeping or washing.
123949.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ამის საფუძველზე ვერ ვივარაუდებთ, რომ ყველას შეუძლია იქ იძინოს და დაიბანოს, სადაც მოესურვება.
However, we cannot infer from this that anyone may sleep or wash wherever he chooses.
123950.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეუძლია კონკრეტულ ადამიანს ძილი ან დაბანა, ჩვენ ასევე უნდა შევხედოთ იმას, თუ რამდენად არსებობს ადგილთან დაკავშირებული რაიმე აკრძალვები, რომლებიც შესაძლოა, მის მიერ ამ ქმედებათა განხორციელებაზეც გავრცელდეს.
In order to work out whether a particular person is free to sleep or wash, we must also ask whether there are any prohibitions of place that apply to his performance of actions of this type.
123951.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
სინამდვილეში, ყველა ჩვენგანი ასეთი შეზღუდვების უზარმაზარი სპექტრის წინაშე დგას.
As a matter of fact, all of us face a formidable battery of such prohibitions.
123952.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგალითად, კერძო ადგილთა უმრავლესობა ჩვენთვის ამ (და ნებისმიერ სხვა) ქმედებათა განსახორციელებლად ხელმიუწვდომელია.
Most private places, for example, are off-limits to us for these (or any other) activities.
123953.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, პროფესორი ვარ, მაგრამ ისეთი მხოლოდ რამდენიმე კერძო ადგილი არსებობს, სადაც შემიძლია დავიძინო და დავიბანო (ვინმე კონკრეტული პირის ნებართვის გარშე):
Though I am a professor, there are only a couple of private places where I am allowed to sleep or wash (without having someone's specific permission):
123954.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩემი სახლი, ჩემი ოფისი და რესტორანი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ.
My home, my office, and whatever restaurant I am patronizing.
123955.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
უსახლკარო ადამიანთა უმრავლესობას სამსახური არ აქვს და რესტორნებში მათი მხოლოდ მცირე რიცხვი დაიშვება („საპირფარეშოები მხოლოდ მომხმარებლებისთვისაა“).
Most homeless people do not have jobs and few of them are allowed inside restaurants ("Bathrooms for the use of customers only").
123956.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სახლ-კარი არ აქვთ.
Above all, they have no homes.
123957.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
შესაბამისად, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ არსებობს კერძო ადგილი, სადაც ისინი თავისუფალი იქნებოდნენ, დაეძინათ ან დაებანათ.
So there is literally no private place where they are free to sleep or wash.
123958.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მათთვის ეს თავისუფლებასთან დაკავშირებული უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ყოველ დღე უნდა ადარდებდეთ.
For them, that is a desperately important fact about their freedom, one that must preoccupy much of every day.
123959.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ჩვენგან განსხვავებით, მათთვის არ არსებობს კერძო ადგილი, სადაც მათთვის ძილი და დაბანა ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა.
Unlike us, they have no private place where they can take it for granted that they will be allowed to sleep or wash.
123960.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვინაიდან ყველას სჭირდება რეგულარულად ძილი და ბანაობა, უსახლკარო ადამიანებს მუდამ უწევთ არა-კერძო ადგილების ძებნა - როგორიც არის საჯარო საპირფარეშოები (რომლებიც ამერიკაში მცირე რაოდენობით არის, ყველაზე ცივილიზებული ქვეყნების სტანდარტებით) და თავშესაფრები (თუკი ხელმისაწვდომია, ისიც მხოლოდ ღამით) - სადაც ამ ქმედებების განხორციელება ჩარევის შიშის გარეშეა შესაძლებელი.
Since everyone needs to sleep and wash regularly, homeless people have to spend time searching for non-private places – like public restrooms (of which there are precious few in America, by the standards of most civilized countries) and shelters (available, if at all, only at night) – where these actions may be performed without fear of interference.