მოიძებნა 668043 ჩანაწერი
123961.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი თავისუფლებას ისე შევხედავთ, როგორც კანონის მიერ დაწესებული ზოგადი აკრძალვების შემავსებელს, ჩვენ შესაძლოა უსახლკარო ადამიანების შესახებ ამ საკითხის უგულებელყოფის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.
If we regard freedom as simply the complement of the general prohibitions imposed by law, we may be in danger of overlooking this fact about the freedom of the homeless.
123962.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაგრამ სახლის გარეშე, ადამიანის თავისუფლება არის მისი თავისუფლება, იმოქმედოს საჯაროდ იმ ადგილებში, რომლებიც საერთო საკუთრების წესებს ექვემდებარება.
But without a home, a person's freedom is his freedom to act in public, in places governed by common property rules.
123963.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამაშია განსხვავება ჩვენს თავისუფლებასა და უსახლკარო ადამიანთა თავისუფლებას შორის.
That is the difference between our freedom and the freedom of the homeless.
123964.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
გ. საჯარო ადგილები.
C. Public Places.
123965.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მაშასადამე, რისი თქმა შეგვიძლია საჯარო ადგილებზე?
What then are we to say about public places?
123966.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი არსებობს ადგილები, სადაც უსახლკარო ადამიანი თავისუფალია იმოქმედოს, ეს ადგილები არის ქუჩები, მეტრო და პარკები.
If there is anywhere the homeless are free to act, it is in the streets, the subways and the parks.
123967.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ეს ზონები ექვემდებარება საერთო საკუთრების წესებს.
These regions are governed by common property rules.
123968.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ვინაიდან მხოლოდ ესენია ის ადგილები, სადაც მათ ყოფნა შეუძლიათ, მხოლოდ ესენია ის ადგილები, სადაც ისინი თავისუფალი არიან, იმოქმედონ.
Since these are the only places they are allowed to be, these are the only places they are free to act.
123969.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუმცა ადამიანს არ შეუძლია საჯარო სივრცეში აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება.
However, a person is not allowed to do just whatever he likes in a public place.
123970.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არსებობს სულ მცირე სამი ტიპის შეზღუდვა, რომელსაც ვაწყდებით საერთო საკუთრების წესებს დაქვემდებარებულ ადგილებში.
There are at least three types of prohibition that one faces in a place governed by rules of common property.
123971.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
(1) თუკი საზოგადოებაში არსებობს ზოგადი აკრძალვები ქმედებათა ტიპებთან დაკავშირებით, ისეთი, როგორიცაა მკვლელობის აკრძალვა ანდა ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვა, მაშინ ისინი ვრცელდება ამ ტიპის ყველა ერთეულზე.
(1) If there are any general prohibitions on types of action in a society, like the prohibition on murder or the prohibition on selling narcotics, then they apply to all tokens of those types.
123972.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
მართალია, მხოლოდ უსახლკარო ადამიანები არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ იყვნენ საჯარო ადგილებში, კანონი მდიდარსაც და ღარიბსაც უკრძალავს ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვას და a fortiori კრძალავს მათ გაყიდვას ქუჩებსა და პარკებში.
Though it is only the homeless who have no choice but to be in public places, the law forbids the rich as well as the poor from selling narcotics, and a fortiori from selling narcotics on the streets and in the parks.
123973.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
(2) ჩვეულებისამებრ, არსებობს ისეთი აკრძალვებიც, რომლებიც დამახასიათებელია უშუალოდ საჯარო ადგილებისთვის და ადგენს მათი საზოგადოებრივი დანიშნულების საფუძველს.
(2) Typically, there are also prohibitions that are specific to public places and provide the basis of their commonality.
123974.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
პარკებისთვის დაწესებულია კომენდანტის საათი;
Parks have curfews;
123975.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ქუჩებსა და ტროტუარებზე ვრცელდება წესები, რომლებიც განსაზღვრავს იმ ფარგლებს, რა ფარგლებში შეიძლება ერთი ადამიანის მიერ მათი გამოყენება, ჩაერიოს მეორე ადამიანის მიერ ამ ადგილების გამოყენებაში.
Streets and sidewalks have rules that govern the extent to which one person's use of these places may interfere with another's;
123976.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
არსებობს წესები დაბრკოლებების, ქვეითთა მიერ გზის არასათანადო ადგილას გადაკვეთასთან დაკავშირებით და ა. შ.
There are rules about obstruction, jaywalking, and so on.
123977.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ამ წესთაგან ბევრი შესაძლოა დახასიათდეს და გამართლებული იყოს როგორც სამართლიანობის წესები.
Many of these rules can be characterized and justified as rules of fairness.
123978.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
თუკი საჯარო ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად, მაშინ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ზოგიერთი ადამიანის მიერ მათი გამოყენება სხვებისთვის მის გამოყენებას არ დააბრკოლებს ან შეუძლებელს არ გახდის.
If public places are to be available for everyone's use, then we must make sure that their use by some people does not preclude or obstruct their use by others.
123979.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
(3) თუმცა საჯარო სივრცეში ქცევის წესების დამდგენ ნორმათაგან ზოგიერთი შესაძლოა უფრო არსებითი იყოს, ვიდრე სხვები.
(3) However, some of the rules that govern behavior in public places are more substantive than that:
123980.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, უსახლკარობა და თავისუფლების საკითხი
ისინი ეხება ქცევის კონკრეტულ ფორმებს, რომელთა განხორციელებაც საჯაროდ არ შეიძლება, იმისდა მიუხედავად, გვაქვს თუ არა საქმე სამართლიანობის საკითხთან.
They concern particular forms of behavior that are not to be performed in public whether there is an issue of fairness involved or not.