მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124501.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა ამ მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ აღნიშნული გარემოების დაკმაყოფილებასთან არ არის დაკავშირებული.
However, this mechanism is not only related to the satisfaction of these circumstances.
124502.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სხვაგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ღირებულებათა კონფლიქტს - სამართლებრივ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების ეფექტურ, ქმედით დაცვას შორის - ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვეტს.
In other words, the Constitutional Court's practice established the preconditions, in case of which the conflict of values between legal safety and effective protection of human rights will be decided in favor of the latter.
124503.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს წყვეტს ex officio ანდა მხარის მოთხოვნით.
The Constitutional Court decides the issue of suspension of the disputed act ex officio or by the request of the parties.
124504.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი.
In a number of cases, the Constitutional Court declared that according to article 25(5) of the organic law of Georgia "On the Constitutional Court of Georgia" established crucial mechanism of constitutional jurisdiction ensuring preventive protection of rights or public interest in case there is a danger that the disputed norm may result in irreparable consequences.
124505.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი“.
According to the interpretation of the Constitutional Court of Georgia, "an irreparable consequence means a situation where the norm can cause irrevocable violation of the right and consequences cannot be corrected even if the norm is recognized as unconstitutional".
124506.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია.
Further, the person has no other legal capacity to avoid such an outcome.
124507.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია“.
At the same time, according to the Constitutional Court, "motion on the suspension of the disputed act may be met if such a decision can prevent the irreparable consequence of the applicant's side".
124508.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, თუ მათი შეჩერება ცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაძლებელს ხდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც მას სადავო ნორმის მოქმედების შედეგად შეიძლება მიადგეს.
Based on the above, the grounds for suspension of the disputed norm may only be in the exceptional case if their suspension changes the legal status of the complainant, it is possible to prevent damage that could result by operation of the disputable norm.
124509.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
გარდა ამისა, ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მესამე პირების ინტერესს.
Furthermore, in deciding the issue of suspension of the disputed act, the Court also takes into consideration the interests of third parties.
124510.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“.
“In each specific instance when deciding to suspend a disputed provision the court should evaluate the threat of violating the right of the others caused by suspension”.
124511.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
„სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“.
The Court applies suspension measure solely in extreme circumstances, only in the cases, when the threat of irreparable damage to a party is clear and there are no risks of unjustified limitation of a third party or public interest".
124512.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მაშასადამე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შემდეგი კუმულაციური პირობების დაკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული:
Accordingly, the suspension of the disputed norm is related to the number of conditions, which should be present cumulatively:
124513.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
1. მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე, რომლის აღმოფხვრა ვერ მოხდება სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც;
1. The threat of irreparable consequence to the plaintiff, which can not be eradicated if the Court satisfies the claim;
124514.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
2. აღნიშნული საფრთხე უნდა იყოს რეალური, მყისიერი;
2. This threat should be actual and instant;
124515.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
3. პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ უნდა გააჩნდეს;
3. The person has no other legal capacity to avoid such consequences;
124516.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
4. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შედეგად უნდა იწვევდეს მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას (პრევენციას);
4. The suspension of the disputed norm shall result in the prevention of the damage to the applicant (prevention);
124517.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
5. ნორმის მოქმედების შეჩერება არ უნდა განაპირობებდეს სხვათა უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას.
5. Suspension of the norm shall not constitute an unjustified restriction on the rights of others.
124518.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ხსენებული წინაპირობების საფუძველზე, ნორმის შეჩერება ფართოდაა დამკვიდრებული სხვა ქვეყნების კანონმდებლობასა და საერთაშორისო სასამართლოებშიც.
The suspension of the norm on the basis of these preconditions is well established in the legislation of other countries and in the international courts.
124519.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ვენეციის კომისია უთითებს, რომ შეჩერების პირობები არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი.
The Venice Commission suggests, that the suspension conditions should not be too strict.
124520.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა, განსაკუთრებით, ნორმატიული აქტების შემთხვევაში, შეჩერების ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის დამდგარი ზიანი, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოხდება.
However, especially in the case of normative acts, when applying the suspension measure, it should be taken into consideration the damage that can not be remedied.