მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124481.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
If there is no possibility to avoid the breach of a right or restoration of breached right, if there is no legal leverage, enjoyment itself of the right will be questioned.
124482.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის სამართლიანად განხილვისა და გადაწყვეტის უფლებასაც.
According to the interpretation of the Constitutional Court, the right to a fair trial, among others, protects fair hearing and deciding in the Constitutional Court.
124483.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამასთან, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც მოიცავს, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“.
Furthermore, "the right to access to the court, which also entails the right to access to the Constitutional Court, cannot be illusionary, but should create a real possibility of restoring the right in a due manner and provide for an efficient tool of protecting the right".
124484.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სასამართლო კონტროლი (კონსტიტუციური მართლმსაჯულება) ეფექტიანია, თუ მოსარჩელეს აქვს მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები - დარღვეულ უფლებაზე ეფექტური რეაგირების ან უფლების დარღვევის პრევენციის გზით.
Judicial review (Constitutional Justice) is effective if the complainant has an expectation and a real possibility to protect his rights - through the way of effective prevention or prevention of violation of the right.
124485.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სწორედ მოსარჩელის უფლებების ამგვარი, ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას.
In order to ensure effective protection of the rights of the complainant, the legislation envisages suspension the operation of a disputed act.
124486.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ არსებული კანონმდებლობა უფლების დაცვის პრევენციული საშუალების მხოლოდ ერთადერთ სახეს - ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმს ითვალისწინებს.
It is noteworthy that the existing legislation on Constitutional Proceeding for preventive means of protection of rights envisages only one mechanism - Suspension of a disputed act.
124487.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამ მხრივ, სხვა ქვეყნების კანონმდებლობები, რიგ შემთხვევებში, მეტი მოქნილობით ხასიათდებიან.
In this respect, the legislation of other countries is, in some cases, more flexible.
124488.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
„საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების შესახებ“ ალბანეთის რესპუბლიკის კანონის 59-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საქმიანობა მანამ, სანამ საქმეზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
Under Article 59 of the Law of the Republic of Albania "On the organization and functioning of the Constitutional Court" the Constitutional Court may decide to suspend the activity of the political party or organization until it will provide the final decision.
124489.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
„ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ რეგლამენტის“ 64-ე მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლოა, მიიღოს ნებისმიერი დროებითი ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს მხარეების ინტერესებისთვის ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის შესაბამისი ფუნქციონირებისათვის.
Under article 64 of "Rules of the Constitutional Court of Bosnia and Herzegovina", The Constitutional Court may, of its own motion or at the request of an applicant or appellant, adopt an interim measure it deems necessary in the interest of the parties or the proper conduct of the proceedings before the Constitutional Court.
124490.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 32-ე მუხლი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუკი ეს „აუცილებელია სერიოზული ზიანის თავიდან ასაცილებლად, გარდაუვალი საფრთხის მოსაგერიებლად ან, თუკი არსებობს სხვა სერიოზული მიზეზი საზოგადოებრივი კეთილდღეობის დასაცავად“.
Under article 32 of Act "on the Federal Constitutional Court of Germany," in a dispute, the Federal Constitutional Court may provisionally decide a matter by way of a preliminary injunction if this is "urgently required to avert severe disadvantage, to prevent imminent violence or for another important reason in the interest of the common good".
124491.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
დროებითი ღონისძიება გაგებულია აგრეთვე როგორც სასამართლოს უფლება, შეაჩეროს კანონის ძალაში შესვლა.
The preliminary injunction is also understood as a court's right to suspend the entry into force of the law.
124492.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოები სარგებლობენ კომპეტენციით, დაავალონ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს პოზიტიური ქმედებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს განმცხადებლისათვის ზიანის მიყენების აცილება (მაგალითად, გერმანია, მალტა, ლიხტენშტეინი, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია).
Moreover, in some countries, the constitutional courts enjoy competence to direct state authorities to carry out positive actions to prevent damage to the applicant (e.g Federal Republic of Germany, Malta, Liechtenstein, South Africa, Swiss Confederation).
124493.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის მთავარი მიზანი, როგორც უკვე აღინიშნა, პირის უფლების გამოუსწორებელი დარღვევის საფრთხის პრევენციაა.
The main purpose of the mechanism of suspension of the disputed act, as already noted, is to prevent the irreparable violation of the person's right.
124494.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სადავო ნორმის მოქმედება, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსარჩელე მხარეს შეუქცევად ზიანს აყენებდეს, რა დროსაც სასამართლოს დროულ, პრინციპულ რეაგირებას საციცოცხლოდ აუცილებელი ღირებულებითი ძალა ენიჭება.
The disputed norm, in some cases, may cause irreversible damages to the plaintiffs, when the timely and principled response of the court is given to the essentially valuable force of life.
124495.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას“.
According to the interpretation of the Constitutional Court of Georgia "suspending the force of a disputed provision is an extremely relevant preventive measure for protecting a right and significantly conditions the efficiency of the Constitutional court".
124496.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
შესაბამისად, ამ ინსტიტუტის საჭირო დროს და საჭირო მასშტაბებით გამოყენება აუცილებელი და შეუცვლელი საშუალებაა ფუნდამენტური უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხის წინაშე მდგარი მოსარჩელეებისათვის.
Consequently, use of the institution at the necessary time and required scale it is necessary and indispensable for the claimants who are in danger of violating fundamental rights.
124497.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამდენად, უფლების დაცვის ამ პრევენციული ინსტიტუტის არსებობა განსაკუთრებულ დანიშნულებას იძენს მისი მნიშვნელობისა და იმ გარემოების გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უფლების დაცვის სხვა პრევენციულ ღონისძიებას.
Thus, the existence of this preventive institution for the protection of the rights acquires a particular assignment for its importance and the circumstances that the legislation does not provide other preventive measures to protect the rights.
124498.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
II. ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობები და თანმდევი რისკები.
II. PRECONDITIONS OF SUSPENSION OF OPERATION OF A DISPUTED ACT AND ASSOCIATED RISKS.
124499.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“.
Under Article 25(5) of the Organic Law of Georgia on Constitutional Court of Georgia, "if the Constitutional Court finds that operation of a normative act may entail irreparable consequences to one of the parties, can suspend the operation of a disputed act or its relevant part until a final judgement on the case is adopted or for a less period of time".
124500.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ხსენებული რეგულაცია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობად ასახელებს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის არსებობას.
Mentioned norm requires the fact of causing irreparable damage to one of the parties as a precondition of suspension.