მოიძებნა 668043 ჩანაწერი
124561.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ერთმნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლის როლი, ნორმის შეჩერების ინსტრუმენტის ეფექტიან ფუნქციონირებაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ადეკვატური მოდელის შეთავაზებაში ვლინდება, ხოლო შემდგომ მისი პრაქტიკული ქმედითობა სასამართლოს ტვირთია.
Undoubtedly, the role of the legislator in the effective functioning of the instrument of suspension is visible in presenting the adequate model for the Constitutional Court, and afterwards its practical efficacy is the Court’s burden.
124562.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამ, ერთი შეხედვით, ბუნებრივ პროცესს, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, სწორი გადაწყვეტილების სერიოზული დეფიციტი ართულებს.
This, seemingly natural process from the legislative body, is seriously obstructed by the deficiency of the right decisions.
124563.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ხარვეზიანი, მით უფრო, არაკონსტიტუციური ნორმები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ თავად სასამართლოს ფუნქციონირებას, ადამიანის უფლებების დაცვას.
Generally, the defective or more likely unconstitutional norms adopted by the Parliament on the Constitutional Court, are a threat not only to the legal order but also the functioning of the Court itself, the protection of human rights.
124564.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
აღნიშნული დაშვებისა და წინარე ცვლილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა ნებისმიერი მომდევნო ცვლილება მეტად სკრუპულოზურად, მიზნის თანაზომიერად განახორციელოს.
Taking into consideration the above-mentioned assumption and previous changes, it is important that the Parliament of Georgia make any subsequent amendment more scrupulously, proportionally to the objective of the goal.
124565.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამასთან, ერთმნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადეკვატური ინსტრუმენტით აღჭურვა და ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს მიზნობრივ ფუნქციონირებას, საკანონმდებლო ორგანოს არა მხოლოდ პრეროგატივაა, არამედ ვალდებულებაც.
In addition, it is clear that equipping the Constitutional Court with an adequate instrument and creating mechanisms that will ensure the purposeful functioning of the court is not only the prerogative of the legislative body but also, its obligation.
124566.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
IV. ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები.
IV. DEFICIENCIES IN PRACTICE IDENTIFIED WHILE SUSPENDING THE OPERATION OF THE NORM.
124567.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი ღონისძიება - სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება - პრაქტიკაში სულ რამდენჯერმე (ექვსჯერ) გამოიყენა.
The Constitutional Court used a temporary measure in practice – suspension of the operation of the disputed norm – several times (six times).
124568.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
წინამდებარე ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს თითოეული მათგანის დეტალური მიმოხილვა, არამედ ყურადღება გამახვილდება იმ ხარვეზებზე, რომლებმაც, ავტორთა აზრით, პრაქტიკაში თავი იჩინა.
The aim of the present article is not a detailed review of each of them, but the attention will be paid to the deficiencies that the authors think are in practice.
124569.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ა. ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების შეფასების კრიტერიუმები.
A. Assessment Criteria for Irreparable Damage to One of The Parties.
124570.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა.
As already mentioned, one of the preconditions for the suspension of the operation of the disputed norm is the fact of causing irreparable damage to the party.
124571.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ამასთან, ეს ის გარემოებაა, რომელსაც სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას პირველ რიგში აფასებს.
At the same time, this is the circumstance that the Court assesses in the first place.
124572.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მისი არარსებობის შემთხვევაში აღარ დგას ნორმის შეჩერების სხვა წინაპირობების შეფასების საჭიროება.
In case of its absence, there is no need to evaluate other preconditions for suspension of the norm.
124573.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მიუხედავად იმისა, რომ სასამარლოს აქვს კომპეტენცია, საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ნორმა, არასაკმარისი დასაბუთების პირობებში, ყოველთვის უარი ითქმის ნორმის საბოლოო შეჩერებაზე.
Although the Court has the competence to suspend the norm by its own initiative, in the absence of sufficient reasoning, it always refuses the final suspension of the norm.
124574.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, შესაძლოა, მართლდებოდეს სასამართლოს ობიექტური სიფრთხილით, თუმცა, მეორე მხრივ, ნორმის შეჩერების საკითხზე მტკიცების ტვირთის აბსოლუტურად მოსარჩელისთვის გადაკისრება ამცირებდეს სასამართლოს როლს, რაც, საბოლოო ჯამში, კითხვებს ბადებს მართლმსაჯულების ეფექტურობაზე.
On the one hand, such an approach may be justified with the objective caution of the Court, but on the other hand, the absolute transfer of the burden of proof to the claimant reduces the role of the court, which ultimately raises questions about the efficiency of justice.
124575.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ბ. თავისუფლების აღკვეთის საფრთხე როგორც გამოსწორებადი ზიანი.
B. The Danger of Deprivation of Liberty as a Reparable Damage.
124576.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი მოსარჩელე მომართავს.
A number of complainants apply to the Constitutional Court with demand to suspend the disputed norm.
124577.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
განსაკუთრებით დიდია ამგვარი მომართვიანობა სისხლის სამართლის ნორმებთან დაკავშირებით.
This is especially true in relation to the criminal norms.
124578.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელის პროპორციულობის თაობაზე, სასამართლოში იმატა სასჯელების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნებმა და პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შეჩერების შუამდგომლობებმა.
After the Constitutional Court of Georgia made its first decision on the proportionality of the penalty set for certain acts, the claims to assess the constitutionality of the punishments and motions on suspension of the provisions establishing responsibility have increased.
124579.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ ჯერზე, თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხის წინაშე მდგარი ან უკვე თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეების მოთხოვნას სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ არ აკმაყოფილებს ერთი და იმავე არგუმენტზე დაყრდნობით.
However, the Constitutional Court does not uphold the claim regarding the suspension of the disputed norm of the complainants who have faced a particular threat to deprivation of liberty, or who are already imprisoned, based on the same argument.
124580.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
კერძოდ, მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები (რომლებიც შეიძლება არის კიდეც არაკონსტიტუციური) არ აყენებს მოსარჩელეს გამოუსწორებელ ზიანს.
In particular, according to the firmly established practice, the provisions of criminal liability in the form of deprivation of liberty (which may be unconstitutional) are not causing irreparable damages to the complainant.