მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125581.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
„რეალური“ საკონსტიტუციო კონტროლი კი იმ მნიშვნელოვან მექანიზმად გვევლინება, რომელიც, ერთგვარად, ავალდებულებს სასამართლოებს გამოცდილებათა ურთიერთგაცვლასა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რამეთუ მათ ერთმანეთის მიერ დადგენილი სტანდარტების შეფასება მოუწევთ.
The "real" constitutional control is an important mechanism, which in a way obliges the courts to exchange experiences and communicate with each other insofar as in this case, courts will have to assess the standards established by one another.
125582.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ამ ყოველივეს მიზანი კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხობრივი გაზრდა.
The ultimate goal of this is to increase the degree of the protection of human rights.
125583.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ზემოაღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ერთადერთი გამოწვევა არ გახლავთ.
The aforementioned is not the sole challenge the Constitutional Court of Georgia is facing.
125584.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ იწვევს ამ აქტის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას.
Another important problem is that declaring an act unconstitutional does not result in annulment of the judgments delivered based on this act.
125585.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გამოასწოროს იმგვარი საკითხები, რომელთა საფუძველიც საერთო სასამართლოს მოქმედება თუ უმოქმედობაა.
This means that the Constitutional Court is not authorized to redress the issues that are caused by action or inaction of common courts.
125586.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ამგვარი მოწესრიგება პირდაპირაა დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემასთან.
Such an arrangement is directly linked to the problem of execution of the judgments of the Constitutional Court.
125587.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
მაგალითისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაეფექტიან საშუალებად მიიჩნია „აბსტრაქტული“ სარჩელის ინგრეთის მოდელი.
For instance, the European Court of Human Rights deemed the Hungarian model of abstract control inefficient.
125588.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
საქმეში - Apostol v. Georgia - სასამართლო, ხსენებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, გვთავაზობს გერმანული კანონმდებლობის მსგავსი მოწესრიგების შემოღებას.
In case of Apostol v. Georgia, the Court offered introduction of the law similar to the one existing in German legislation as a way of the solution for this problem.
125589.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
კერძოდ, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს აღსრულების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი და განსაკუთრებულ შემთხვევებში მიუთითოს აღსრულების მეთოდიც.
Namely, the Federal Constitutional Court is entitled to identify the subject responsible for execution of the judgment and, under specific circumstances, even indicate the method of execution.
125590.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ამგვარი მოწესრიგების არსებობა საქართველოს სამართლებრივი რეალობის ფონზე მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.
Such an arrangement attains an important significance in the context of Georgian legal reality.
125591.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვოს კონკრეტული ნორმა, თუმცა არაკონსტიტუციურად ცნოს მისი ნორმატიული შინაარსი.
The Constitutional Court may declare the legal norm constitutional, however declare its normative content as unconstitutional..
125592.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
მართალია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ცალკეული განმარტებითი გადაწყვეტილება, თუმცა ნორმატიული ხასიათის გადაწყვეტილებების შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, იმსჯელოს ნორმის ავთენტურობაზე.
Although the Court does not have an authority to issue separate judgments aiming to offer definitions, in case of judgments regarding the normative content it can address the issue of authenticity of the norm.
125593.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
გარდა ამისა, როდესაც „რეალური“ ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელით ვანიჭებთ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც საერთო სასამართლოების, ისე საჯარო უწყებათა საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობას, საჭირო ხდება ამ კონტროლის რეალიზების ქმედითი საშუალებების შემოღებაც.
Besides, when we are giving the Constitutional Court the competency to conduct oversight over common courts as well as public agencies though the real individual constitutional complaint, it is also necessary to introduce effective means for the exercise of such oversight.
125594.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
მსგავსი მიდგომის საფუძვლებს საქართველოს კანონმდებლობაშიც ვხვდებით.
The grounds for such an approach can also be found in Georgian legislation.
125595.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
კერძოდ, ამ მხრივ, საინტერესოა, აღინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, იგი „იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და, თვეში ერთხელ, მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე“.
In particular, it is noteworthy that one of the most important functions of the Secretary of the Constitutional Court is to "take measures designated for the execution of the judgments of the Court and provide the Plenum with a report regarding execution of judgments once a month".
125596.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
კონტროლის ეფექტური მექანიზმის არსებობა მოიაზრებს ერთი განშტოების შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა მეორე განშტოების ამოცანების შესრულებაში და ჰქონდეს გარკვეული გავლენა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.
The existence of effective mechanisms for control imply the possibility of one branch to participate in the performance of tasks by another branch and its capacity to influence different stages of execution of judgments.
125597.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ერთი მხრივ, მაკონტროლებელი მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა ორგანოთა შორის ინტერაქციის ჩამოყალიბებას და, რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილებათა განხორციელების უმნიშვნელოვანეს გარანტად წარმოგვიდგება.
On one hand, creation of the supervisory department would facilitate the process of interaction between the Constitutional Court and other bodies and, most importantly, it would serve as an important guarantee for the execution of judgments.
125598.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
მეორე მხრივ, აღნიშნული მექანიზმის შემოღება საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსობრივ ლეგიტიმაციას უკავშირდება.
On the other hand, introduction of such a mechanism is linked with the legitimacy of the Constitutional Court.
125599.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს უფლება-მოვალეობათა გამიჯვნის საკითხი, რადგან ანტიკონსტიტუციურობის საფუძვლად გამიჯვნის არარსებობა არ მოგვევლინოს.
Attention should be paid to the issue of distinguishing functions and competences, so that the lack of clarity does not serve as grounds for unconstitutionality.
125600.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, "რეალური" კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში
ისევე, როგორც „რეალური კონტროლის“ დამკვიდრება, ასევე კონკრეტული მაკონტროლებელი რგოლის შემოღება სამართლებრივპოლიტიკურ საგანს განეკუთვნება.
Introduction of the real constitutional control as well as the creation of a separate department responsible for the oversight is an issue of legal policy.