მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125801.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, არაერთგზისობა რიგ დანაშაულებთან მიმართებით განსაზღვრული იყო, როგორც დამამძიმებელი გარემოება და, როგორც წესი, იწვევდა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრებას,.
According to the Constitutional Court, repeated crime with a number of offences was defined as an aggravating circumstance and usually resulted in the imposition of a more severe sentence.
125802.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ამასთან, გამოიკვეთა, რომ საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ცვლილებების შედეგად განსაზღვრული არაერთგზისი დანაშაულის ცნება უკეთ პასუხობდა საზოგადოების გამოწვევებს და აღარ არსებობდა უფრო მკაცრი სასჯელის ზომის გამოყენების საჭიროება.
In addition, according to the position of the Parliament of Georgia, the notion of repeated crime was defined as a result of the amendments responded more adequately to the public and social challenges and there was no need for the use of more severe penalties.
125803.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
სადავო ნორმა კრძალავდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენებას და ამ თვალსაზრისით ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებას.
The disputed provision prohibited retroactive use of the law reducing responsibility and restricted the right protected by the second sentence of Article 31 (9) of the Constitution of Georgia.
125804.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ წარსულში დანაშაულის ჩამდენი პირების მკაცრად დასჯის მიზნით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების უფლების შეზღუდვა თავად ამავე უფლების არსს ეწინააღმდეგება.
The Constitutional Court defined that restricting the right to retroactive use of the law reducing responsibility for the purpose of severely punishing perpetrators of crimes in the past ran counter to the very essence of the same right.
125805.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
შესაბამისად, პირის ადეკვატურად დასჯა, მისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი, რომელმაც შესაძლებელია, გაამართლოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.
Therefore, adequately sentencing a person, imposing severe liability on him may not be a legitimate aim that could justify a restriction on the constitutional right to use the law reducing or abrogating responsibility retroactively.
125806.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი კანონის უკუძალით გამოყენების პრევენცია უაღრესად მნიშვნელოვანი სიკეთეა.
The Constitutional Court stated that preventing the retroactive use of the law aggravating responsibility is extremely important goodness.
125807.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეულ შემთხვევებში დანაშაულთა ერთობლიობისათვის, არაერთგზისობასთან შედარებით, უფრო მძიმე სასჯელი ყოფილიყო გათვალისწინებული.
The Court did not exclude that in some cases, cumulative crimes would lead to more severe sentence compared to repeated crimes.
125808.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნებისმიერი სისხლის სამართლის კანონის ახალი ნორმა წარსულ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემსუბუქების ნაწილში.
However according to Article 3 (1) of the Criminal Code of Georgia, any new norm of the criminal code was applicable to the past relations in so far as it reduces responsibility.
125809.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ამდენად, სადავო კანონის საფუძველზე პასუხისმგებლობის დამძიმება გამორიცხული იყო და სადავო ნორმა ლოგიკურად არ უკავშირდებოდა მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს.
Thus, risk of aggravating responsibility under the impugned law was excluded and there was no causal link between the disputed provision and legitimate aim mentioned by the respondent.
125810.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებულ უფლებას და არაკონსტიტუციურად ცნო იგი.
Based on the above, the Constitutional Court held that the impugned provision was contrary to the right guaranteed by the second sentence of Article 31 (9) of the Constitution of Georgia and declared it unconstitutional.
125811.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
თანასწორობის უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო დიფერენცირება ნასამართლობის არმქონე იმ პირებს შორის, რომლებმაც ერთი და იგივე დანაშაული ჩაიდინეს სადავო კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ.
In discussing the constitutionality of the disputed provision with regard to the right to equality, the Court noted that there was no differentiation between non-convicted persons, who committed the same crime before and after the entry into force of the disputed law.
125812.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ასეთ შემთხვევაში ნორმა არ ადგენდა პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას.
In such a case, the norm did not treat persons unequally.
125813.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ეს არ შეიძლება ჩათვლილიყო პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობად.
It could not be regarded as different treatment of persons.
125814.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა უთანასწოროდ ეპყრობოდა, ერთი მხრივ, ნასამართლობის არმქონე იმ პირებს, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული ჩაიდინეს სადავო კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ აღარ ჩაუდენიათ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
The Constitutional Court held that the impugned norm treated unequally, on the one hand, the non-convicted persons, who had committed two or more offences under one article or part of the article of the Criminal Code before the entry into force of the impugned law and no longer committed the offence under the same article after the entry into force of the impugned law.
125815.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
მეორე მხრივ, ამავე ქმედებების ჩამდენ პირებს, რომლებმაც სადავო კანონის ამოქმედების შემდეგ კვლავ ჩაიდინეს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
On the other hand, persons, who had committed the same offence and committed it again after the entry into force of the disputed law.
125816.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
სადავო ნორმის გათვალისწინებით, პირველი კატეგორიის პირების ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდებოდა არაერთგზის დანაშაულად.
According to the impugned law, the offence committed by the first category of persons should be qualified as a repeated crime.
125817.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ხოლო მეორე კატეგორიის პირებზე, რომელთაც ჩადენილი ჰქონდათ ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული და დამატებით ჩაიდინეს იგივე დანაშაული სადავო კანონის ამოქმედების შემდეგ, გავრცელდებოდა ახალი კანონის მოქმედება.
And the second category of persons, who had committed one or more offences under same article and committed the same offence after the entry into force of the new law, would fall under the new law.
125818.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
მათი ქმედება შეფასდებოდა დანაშაულთა ერთობლიობად, რასაც შესაძლოა, უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება გამოეწვია.
And their actions would qualify as cumulative crimes instead of repeated crime, which could lead to a less severe sentencing.
125819.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას განაპირობებდა მის მიერ დამატებითი დანაშაულის ჩადენა, თავისთავად ცხადი იყო, რომ მსგავს დიფერენცირებას არ გააჩნდა რაიმე ლოგიკური ახსნა და სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
According to the Constitutional Court, considering that in the present case reducing responsibility was a consequence of committing an additional offence, it was clear that such a distinction had no logical explanation and that it was contrary to the constitutional right to equality before the law.
125820.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2019)
ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ZURAB SVANIDZE V. THE PARLIAMENT OF GEORGIA.