მოიძებნა 668043 ჩანაწერი
125881.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2020)
არანაკლებ საინტერესო და რელევანტურია კლარისა ლონგის უახლესი პუბლიკაცია, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში სახელმწიფოთა მიერ პირადი მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის განხილვას ეთმობა.
The latest publication by Clarisa Long on the collection of private information by the states during the COVID-19 pandemic is just as interesting and pertinent.
125882.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, წინასიტყვაობა (2020)
სულითა და გულით ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის წინამდებარე გამოცემა ღირებულ წვლილს შეიტანს საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურსამართლებრივი გააზრების პროცესში.
I wholeheartedly hope that the present issue of the Journal of Constitutional Law will be a valuable contribution in understanding the emergency regulatory regime from constitutional law perspective.
125883.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა მსოფლიო შეძრა, მან დაცულობისა და უსაფრთხოების გაგება არსებითად შეცვალა.
Terrorist attack of September shocked the world, it caused major changes in understanding the safety and security.
125884.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ძალიან მალე ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა, როდესაც მთავრობებმა ამ საშიშროების საპასუხოდ მსგავსი შეტევების პრევენციის მიზნით სხვადასხვა უფლების შეზღუდვები დააწესეს.
Very soon we saw that our lives have changed, in response to the threat governments began imposing restrictions on different rights for ensuring the prevention of similar attacks.
125885.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
მნიშვნელოვანი დისკუსიის საგანი იყო როგორ გავუმკლავდეთ საგანგებო სიტუაციებს.
The major discussion was how the governments deal with the emergencies.
125886.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ეს ნაშრომი მნიშვნელოვან კითხვას სვამს, რა მოხდება, როდესაც შემდეგი შეტევის წინაშე აღმოვჩნდებით და როგორი იქნება იგი.
This paper asks a relevant question, what happens when we see next attack, what it will it look like.
125887.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ცხრამეტი წლის შემდეგ სამყარო სრულიად განსხვავებული საფრთხის წინაშე დადგა.
Nineteen years later the world faced a completely different threat.
125888.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ტერორისტული თავდასხმები ჩვენი მომავლის განმეორებადი ნაწილი იქნება.
Terrorist attacks will be a recurring part of our future.
125889.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ტექნოლოგიის ბალანსი შეიცვალა, რაც ზელოტების მცირე დაჯგუფებებს შესაძლებლობას აძლევს, გამანადგურებელი იერიში იმ ადგილებში მიიტანონ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით.
The balance of technology has shifted, making it possible for a small band of zealots to wreak devastation where we least expect it-not on a plane next time.
125890.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ჩვენ მას დიაგნოსტიკური სულისკვეთებით უნდა შევხედოთ: რა შეგვიძლია ვისწავლოთ ისეთი, რაც მომდევნო შემთხვევაში პასუხის უფრო ჭკვიანურად გაცემის შესაძლებლობას მოგვცემს?
We should be looking at it in a diagnostic spirit: What can we learn that will permit us to respond more intelligently the next time around?
125891.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუკი ამერიკული რეაქცია სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოდგეს, ჩვენ ახალი კონსტიტუციური კონცეპტები გვჭირდება, რათა სამოქალაქო უფლებათა დაცვის საჭიროებას გავუმკლავდეთ.
If the American reaction is any guide, we urgently require new constitutional concepts to deal with the protection of civil liberties.
125892.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღმასვლის რისკის წინაშე აღმოვჩნდებით: ყოველი წარმატებული თავდასხმის შემდეგ, პოლიტიკოსები სხვადასხვა რეპრესიულ კანონებს მოიფიქრებენ და კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას დაგვპირდებიან.
Otherwise, a downward cycle threatens: After each successful attack, politicians will come up with repressive laws and promise greater security.
125893.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
არსებობს ცდუნება, ამ საზარელ პროგნოზს ტრადიციული თავისუფლების აბსოლუტური დაცვით ვუპასუხოთ.
It is tempting to respond to this grim prospect with an absolutist defense of traditional freedom.
125894.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ფართომასშტაბიანია მოვლენა ან რამდენად დიდია თანმდევი პანიკა, ჩვენ უნდა დავიჟინოთ ყველა უფლების ნებისმიერ დროს მკაცრ დაცვაზე.
No matter how large the event, no matter how great the ensuing panic, we must insist on the strict protection of all rights all the time.
125895.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
არც ერთ დემოკრატიულ მთავრობას არ შეუძლია პოპულარული მხარდაჭერის შენარჩუნება, თუკი იგი ვერ მოახერხებს პანიკის ჩაცხრობასა და მეორე ტერორისტული თავდასხმის თავიდან არიდებას.
No democratic government can maintain popular support without acting effectively to calm panic and to prevent a second terrorist strike.
125896.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
თუკი სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა მთავრობის პარალიზებას გულისხმობს, სერიოზული პოლიტიკოსები არ დაიწყებენ ორჭოფობას იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად უნდა შესწირონ უფლებები ტერორიზმის წინააღმდეგ ომს.
If respect for civil liberties requires governmental paralysis, serious politicians will not hesitate before sacrificing rights to the war against terrorism.
125897.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
ისინი მხოლოდ პოპულარულ აპლოდისმენტებს დაიმსახურებენ იდეალისტური ლიბერტარიანული პროტესტის უგულებელყოფით.
They will only gain popular applause by brushing civil libertarian objections aside as quixotic.
125898.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
რეპრესიის განმეორებადი ციკლის თავიდან ასაცილებლად, თავისუფლების დამცველებმა უფრო პრაქტიკული დოქტრინაზე უნდა იფიქრონ.
To avoid a repeated cycle of repression, defenders of freedom must consider a more hardheaded doctrine.
125899.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევაჩეროთ იმისგან, რომ დროებითი პანიკა თავისუფლების განგრძობადი შეზღუდვისთვის გამოიყენონ.
Above all else, we must prevent politicians from exploiting momentary panic to impose long-lasting limitations on liberty.
125900.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საგანგებო კონსტიტუცია
შეზღუდული საგანგებო მდგომარეობისთვის კონსტიტუციური რეჟიმის შექმნა არც ისე იოლი საქმეა.
Designing a constitutional regime for a limited state of emergency is a tricky business.