მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128461.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც კაპიტალიზმის ფუძემდებლად წოდებული ადამ სმიტი აღნიშნავს, ინდივიდი უფრო მეტად პროდუქტიული და ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და ესწრაფვის პირად კეთილდღეობას.
As noted by Adam Smith, - also known as the founder of capitalism, - individuals become more productive and efficient when they act in accordance with their own interests and aspire toward their wellbeing.
128462.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ასეთ დროს მისი უპირველესი მიზანი არ არის საერთო საზოგადოებრივი სარგებლის ზრდა.
During this time, the main objective of an individual does not concern increasing public good.
128463.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა ეს უკანასკნელი მისი ნებისმიერი ქმედების თანმდევ გვერდით ეფექტს წარმოადგენს.
However, the latter represents a side-effect of any action performed by the former.
128464.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სხვაგვარად რომ ითქვას, ბაზრის მონაწილის ინდივიდუალური მიზნები და ამბიციები პარალელურად საერთო სიკეთის ზრდასაც ემსახურება.
In other words, individual goals and ambitions of the market operator do, at the same time, serve the goal of increasing the public good.
128465.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამ მოსაზრებაში უნდა დავინახოთ ჯანსაღი ეკონომიკური კონკურენციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი აუცილებლობაც.
It is from this reasoning that we should draw the conclusion on the necessity to ensure healthy competition.
128466.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის პოლიტიკასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეკონომიკურ აგენტებს შორის დინამიკური და აგრესიული კონკურენცია ძლიერი და ეფექტური ბაზრების ჩამოყალიბების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
According to the concept developed by the government of Great Britain with respect to competition policy, dynamic and aggressive competition among undertakings represents the principal precondition for the formation of strong and efficient markets.
128467.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იგი ინოვაციისა და პროდუქტიულობის ზრდას განაპირობებს და ეხმარება მომხმარებლებს ხელსაყრელი პირობებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის საქონელი და მომსახურება.
This results in increasing innovations and productivity and helps consumers receive high-quality goods and services at the most favourable terms.
128468.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის მიერ განვითარებული მსჯელობის მიხედვით, კონკურენცია არის საბაზრო ეკონომიკის ძირითადი მექანიზმი, რომელიც აიძულებს მიმწოდებელს საქონელი და მომსახურება მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.
According to the reasoning of the European Commission’s Directorate-General for Competition, competition is a main mechanism for market economy, which encourages companies to offer consumers goods and services at the most favourable terms.
128469.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ის არის ყოველგვარი ხელოვნური ჩარევებისაგან დამოუკიდებელი ეკონომიკური თანაცხოვრების ბუნებრივი პროცესი, რომელიც თავისუფლების, თანასწორობისა და საერთო კეთილდღეობის პრინციპებიდან მომდინარე მიზნების ოპტიმალურ სინთეზს ბუნებრივად წარმოშობს.
It is a process of economic cohabitation, which is free from any artificial intervention and which naturally creates the optimal synthesis of goals stemming from the principles of freedom, equality and common good.
128470.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში თითოეული ეკონომიკური აგენტი იძულებულია, მუდმივად ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ იგი მისი კონკურენტების სასარგებლოდ დაკარგავს საკუთარ მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ მათ იმავე ან უფრო ხელსაყრელ ფასად არ შესთავაზებს იგივე ან უკეთესი ხარისხის საქონელსა თუ მომსახურებას.
Given the market competition, every undertaking has a constant expectation that it will lose its customers for the benefit of its competitors in case it does not offer a favourable price for the same or higher quality goods and services.
128471.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი კონკურენტული პროცესის შედეგად წარმოშობილი წნეხი განაპირობებს ეკონომიკური აგენტის მუდმივ ორიენტირებას ფასის შემცირებაზე, ხარისხის გაუმჯობესებასა თუ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე.
The pressure generated as a result of such a competitive process ensures that a given undertaking will be oriented toward reducing the price, increasing the quality and developing its products.
128472.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული კი, ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად აისახება მომხმარებლის მატერიალურ კეთილდღეობაზე, ვინაიდან ასეთ დროს მას შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაქსიმალური ხარისხის პროდუქტი მინიმალურ ფასად და ჰქონდეს მეტი არჩევანი.
This, obviously, has a positive impact on the material wellbeing of customers, given that they can receive products of the highest quality for the lowest price, while having more options.
128473.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენტული ბაზრების ჩამოყალიბება ხელს უწყობს ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური აგენტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდასაც.
Formation of competitive markets also facilitates the process of increasing domestic undertakings’ international competitiveness.
128474.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ კონკურენტული წნეხი ეკონომიკური აგენტისთვის ქმნის სტიმულს და მას ინოვაციების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ახალი პროდუქტების დანერგვის მნიშვნელოვან იმპულსებს აძლევს.
This is because the pressure of competition stimulates undertakings and gives them an impulse for creating innovations, technological developments and implementation of new products.
128475.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ეს ყველაფერი კი ეკონომიკური აგენტებისა და მათ მიერ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზეც ზრდის.
All of this increase competitiveness of undertakings and that of the products created in their country at the international level.
128476.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ზემოთ მოცემული ზოგადი მსჯელობის შესაბამისად, შესაძლებელია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კონკურენციის შემდეგი ფუნქციები:
Based on the general discussion provided above, the following functions of the competition can be distinguished:
128477.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
• მართვის ფუნქცია - თავისუფალი კონკურენცია განხილულ უნდა იქნეს როგორც პროცესი, რომელიც ბუნებრივად, სახელმწიფოს ჩარევისაგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გონივრული ბალანსის დაცვას და ამ გზით ასრულებს ბაზრის მართვის ფუნქციას;
• Governance function – free competition should be considered a process independent from state interference and naturally ensuring a reasonable balance between demand and supply, thereby performing the function of governing the market;
128478.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
• განაწილების ფუნქცია - კონკურენცია უზრუნველყოფს მწირი ეკონომიკური რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას ბაზრის მონაწილეებს შორის;
• Allocation function – competition ensures optimal allocation of limited economic resources among participants of the market;
128479.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
• ინოვაციის/პროგრესის ფუნქცია - კონკურენტული წნეხი ეკონომიკური აგენტებისთვის წარმოადგენს მნიშნელოვანი ბიძგის მიმცემ ფაქტორს, რათა მუდმივად იზრუნონ მიწოდებული საქონლისა და მომსახურების სრულყოფასა და მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტების მიწოდებაზე;
• Innovations/progress function – the pressure of competition represents an important stimulant for undertakings to constantly care for improving goods and services and offer consumers new, innovative products;
128480.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
• საბაზრო ძალაუფლების შეზღუდვა (განეიტრალების) - კონკურენცია ახდენს მომეტებული და საფრთხის შემქმნელი საბაზრო ძალაუფლების ნეიტრალიზებას და მოწოდებულია, მოახდინოს ერთი სუბიექტის ან სუბიექტთა ჯგუფის ხელში იმ მოცულობის საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის პრევენცია, რომელიც საფრთხის შემქმნელია ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ბაზარზე მოქმედი სხვა სუბიექტების სამეწარმეო თავისუფლებისათვის;
• Limiting (neutralizing) market power – competition neutralises market powers containing high risks and prevents concentration of such a scale of power in the hands of one operator or a group of operators, that threatens competitive environment or freedom of enterprise of other market operators;