მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128501.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მყიდველი არ ითხოვს და მიმწოდებელი არ სთავაზობს ბაზარს საქონლისა და მომსახურების არსებული სტანდარტული ხარისხიდან რაიმე სახის გადახვევას.
Buyers do not demand and suppliers do not provide any deviation from the existing standard quality of goods and services.
128502.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გარდა ამისა, ეკონომიკური აგენტები მოქმედებენ როგორც ბაზარზე არსებული ფასის მიმღებები და საბაზრო წილი მათ საშუალებას არ აძლევს, გავლენა მოახდინონ საქონლისა და მომსახურების ფასზე.
Besides, undertakings act as recipients towards the existing market price and the market share does not give them the possibility to influence the price of goods and services.
128503.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ბაზარი გამოირჩევა მაქსიმალური გამჭვირვალობით და ეკონომიკური აგენტები საბაზრო პროცესებთან დაკავშირებით ფლობენ ამომწურავ ინფორმაციას.
Furthermore, in perfect competition, the market is distinguished by maximal transparency and undertakings possess an exhaustive information with respect to market-related processes.
128504.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
პრაქტიკულად არ არსებობს ბარიერები და ბაზარზე ეკონომიკური აგენტების შესვლა ან მათი ბაზრიდან გასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დანახარჯებთან.
There are no practical barriers and neither entry nor exit from the market are associated with any costs.
128505.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სრულყოფილი კონკურენციისთვის დამახასიათებელი აღნიშნული ელემენტები განაპირობებს შესაბამის ბაზარზე განუსაზღვრელად დიდი რაოდენობით ეკონომიკური აგენტის არსებობას, რაც ბაზრის მონაწილეებს უზღუდავს მასშტაბის ეკონომიაზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას.
These elements which are characteristic to perfect competition ensure the existence of a large number of undertakings on the market, which deprives participants of the possibility to conduct economic policy based on the economy of scale.
128506.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გარდა ამისა, ბაზარზე ხდება თვისობრივად მსგავსი და ჰომოგენური საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რაც ეკონომიკური აგენტებისთვის ამცირებს იმის სტიმულსა და მოტივაციას, რომ მუდმივად ინოვაციასა და განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
Besides, the market provides homogeneous goods and services, which reduces the stimulus and motivation for the undertakings to be constantly oriented toward innovations and development.
128507.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ასეთ პირობებში ეკონომიკური აგენტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში მიიღონ დიდი ოდენობის მოგება, რაც, საბოლოო ჯამში, მათ აიძულებს, უარი თქვან კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
Under these circumstances, undertakings are deprived of the possibility to gain a large amount of profit, which consequently discourages them from engaging in research and technological development.
128508.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ინოვაციასა და ტექნოლოგიური განვითარებისკენ სწრაფვის მოტივაციას ასევე ამცირებს ბაზრის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა.
Aspiration towards innovations and technological development is also reduced due to having complete information about the market.
128509.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ პირობებში კი ხდება ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობის ხარისხის მინიმიზაცია და ისინი „მშვიდობიანად“ თანაარსებობენ საკუთარ კონკურენტებთან.
These conditions reduce the level of rivalry among undertakings and they cohabitate "peacefully" with their competitors.
128510.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იგი გერმანულ ლიტერატურაში ცნობილია ე.წ. „Schlafmützenkonkurrenz“-ის სახელით, რომელიც ქართულად შესაძლოა ითარგმნოს როგორც „მძინარე კონკურენცია“.
In German literature, it is known as "Schlafmützenkonkurrenz", which can be translated as a "dormant competition".
128511.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკურენცია „ძიებისა და აღმოჩენის“ პროცესს წარმოადგენს, რომლის უმთავრესი მახასიათებელიც მოვლენათა და მოქმედებათა დინამიკურობაა.
As noted above, competition is the process of "search and discovery" and its main characteristic is the dynamism of occurrences and actions.
128512.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აქედან გამომდინარე, სრულყოფილი კონკურენციის საფუძვლად არსებული ბაზრის სტატიკური მდგომარეობა თვისობრივ წინააღმდეგობაში მოდის თავად კონკურენციის არსთან.
Accordingly, the static condition of the market in perfect competition contradicts the very essence of the competition.
128513.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ბაზრის სტატიკურ მდგომარეობასა და უცვლელ წონასწორობაში შენარჩუნების აუცილებლობის გამო, სრულყოფილი კონკურენციის თეორიამ პრაქტიკაში მხარდაჭერა ვერ პოვა.
It is precisely because of the necessity to preserve the static condition and an unchanged position that the theory of perfect competition was not supported in practice.
128514.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ერთი მხრივ, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ხდება მომხმარებელთა სოციალურ კეთილდღეობაზე მაქსიმალურად ორიენტირებული ბაზრის ჩამოყალიბება, თუმცა ფაქტობრივად იგი კონკურენციისთვის აუცილებელი გარემოებებისა თუ ელემენტების არარსებობას გულისხმობს.
On one hand, the perfect competition creates a market which is oriented on social wellbeing of consumers, but it factually implies the absence of elements and conditions necessary for the existence of competition.
128515.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ და სხვა გარემოებებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ სრულყოფილი კონკურენციის მიღწევა ვერ იქნება რაციონალური კონკურენციის პოლიტიკის მიზანი.
Based, among others, on this conclusion, achievement of the perfect competition can never be the objective of a rational competition policy.
128516.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამდენად, კონსტიტუციის მე-6 მუხლში მოცემული კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვის კონსტიტუციური ვალდებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს სახელმწიფომ ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე სრულყოფილი კონკურენციის მიღწევა უნდა უზრუნველყოს.
Accordingly, the obligation to take care of the development of the competition as prescribed under article 6 of the Constitution should not be understood as the requirement to achieve the perfect competition in relevant markets.
128517.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
3.3. ეფექტიანი კონკურენცია.
3.3. EFFECTIVE COMPETITION.
128518.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იმ პირობებში, როდესაც, კონსტიტუციის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოსთვის სრულყოფილი კონკურენციის უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრება გაუმართლებელია, აუცილებელია, განისაზღვროს ალტერნატიული მოდელი, რომელიც განსახილველი კონსტიტუციური დათქმის განმარტებისას იქნება გამოყენებადი.
Given that the creation of perfect competition cannot be justified under article 6 of the Constitution, it is necessary to determine an alternative model, which can be utilised when interpreting this constitutional provision.
128519.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამ კუთხით რაციონალური მაქსიმის განსაზღვრა ასევე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში უშვებს გასაჩივრებული ნორმის კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ პრინციპთან მიმართებაში გადამოწმების შესაძლებლობასაც.
In this regard, it is also important to define rational maximisation, given that under jurisprudence of the Constitutional Court, in relation to certain norms, it is also possible to examine constitutionality of the disputed provision with respect to the constitutional principle of the development of competition.
128520.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სრულყოფილი კონკურენციის მოდელთან დაკავშირებული ხარვეზებისა თუ ნაკლოვანებების გამო, დოქტრინაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ალტერნატიული მიდგომა, რომელიც შემდგომში დასავლურ კანონმდებლობასა თუ სასამართლო პრაქტიკაშიც იქნა გაზიარებული.
Due to flaws of the perfect competition model, it was necessary to create an alternative approach in the doctrine, which was further adopted in the legislation and jurisprudence of Western countries.