მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128561.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურ ხარისხში აყვანა უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რა მასშტაბების ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი საქმიანობა ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესისათვის.
Considering the prohibition of monopolistic activities at the constitutional level already indicates the extent of potential damage that such practices may cause to the processes of establishing and developing free competition in the markets.
128562.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუცია აღიარებს, რომ მონოპოლიური საქმიანობა და თავისუფალი კონკურენცია ერთმანეთთან შეუთავსებელი კატეგორიებია, ვინაიდან მონოპოლიური საქმიანობის არსებობის პირობებში შეუძლებელია ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბება.
The Constitution recognises monopolistic activity and free competition to be fundamentally incompatible, given that the existence of monopolistic practices renders it impossible to establish effective competition in relevant markets within the country.
128563.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი შინაარსის კონსტიტუციური დათქმა სახელმწიფოს მიუთითებს, რომ კონსტიტუციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თავისუფალი კონკურენციის განვითარების მიზნით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე მონოპოლიური საქმიანობის პრევენციას უზრუნველყოფს.
A constitutional provision of similar content indicates that, based on Article 6, in order to develop free competition, a country should pursue policies, which, through various mechanisms, prevent monopolies from occurring in the markets.
128564.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა აყალიბებს კონსტიტუციის მე-6 მუხლში სახელმწიფოსთვის დაკისრებული თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სახეებისა თუ ფორმების ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებას.
The prohibition of monopolistic activity represents one of the specific instructions on the types of measures to be taken by the state in order to fulfil the obligation of developing free competition, as imposed by article 6.
128565.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვასთან ერთად, კონსტიტუცია არ აკონკრეტებს, თუ რა შინაარსის მატარებელია აღნიშნული დათქმა, რაც დასახელებული ნორმის განმარტებისას პრაქტიკაში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს.
However, other than the prohibition of monopolistic activity, the Constitution does not specify the content of the said provision, which poses significant complications in practical interpretations of the norm.
128566.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის განმარტებისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს, მონოპოლიისა და მონოპოლიური საქმიანობის ცნებები.
When interpreting article 26 (4) of the Constitution, it is of foremost importance to distinguish between the concepts of monopoly and monopolistic activity.
128567.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ასეთ შემთხვევაში შესაბამის ბაზარზე მოქმედი ერთადერთი სუბიექტი ექსკლუზიურად ახდენს ბაზარზე კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მიწოდებას.
In such case, the only entity operating in the market is the exclusive supplier of specific goods or services.
128568.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური საქმიანობა გულისხმობს ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებულ კონკრეტული სახის ქმედებებს ან ქმედებათა ერთობლიობას.
"Monopolistic activity" refers to a specific action, or sets of actions, taken by undertakings.
128569.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტების მიხედვით კი, ხსენებული აკრძალვა ეხება მხოლოდ მონოპოლიურ საქმიანობას და არა საკუთრად მონოპოლიას.
According to the verbatim interpretation of the norm, the prohibition only applies to the monopolistic activity, not to the monopoly itself.
128570.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა განსახილველი კონსტიტუციური დათქმის სრულყოფილი შინაარსის განსაზღვრისთვის აუცილებელია მისი ტელეოლოგიური საფუძვლების ანალიზიც, რათა ზუსტად დადგინდეს, თუ რამდენად ეხება აღნიშნული აკრძალვა საკუთრად მონოპოლიურ მდგომარეობას.
However, in order to determine the full content of the constitutional provision in question, it is imperative to analyse its teleological basis to establish the extent to which it applies to the monopoly itself.
128571.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებებიც განამტკიცებენ ღია საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს.
Similar to the Georgian Constitution, primary treaties of the EU also establish the principles of open market economy and free competition.
128572.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კერძოდ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 119-ე მუხლის პირველი პუნქტი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ღია საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებთან.
Specifically, paragraph 1 of article 199 of the TFEU obliges the Member States to adopt economic policies in accordance with the principle of an open market economy with free competition.
128573.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერი გარკვეულ მსგავსებას ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებულ თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულებასთან.
The provision in the TFEU bears resemblance to the obligation to promote the development of free competition imposed on the country by the Article 6 of the Georgian Constitution.
128574.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება არანაირ მითითებას არ აკეთებს მონოპოლიასა თუ მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვაზე.
Furthermore, unlike the Georgian Constitution, the TFEU establishes no guidelines in regard to the prohibition of monopoly or monopolistic activity.
128575.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 102-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
However, according to article 102 of TFEU, abuse by undertakings of a dominant position is prohibited.
128576.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ ძალაუფლებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, იმოქმედოს მისი კონკურენტების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად და შესაბამის ბაზარზე შეზღუდოს ეფექტიანი კონკურენცია.
As defined by the ECJ, a dominant position refers to a state which would allow an undertaking to act independently from its competitors, clients and consumers, and limit free competition in the relevant market.
128577.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული განმარტებიდან ნათელი ხდება, რომ ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა და მონოპოლია არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს იმდენად, რამდენადაც შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის არსებობა, მონოპოლიური მდგომარეობისგან განსხვავებით, არ გამორიცხავს აღნიშნულ ბაზარზე სხვა ეკონომიკური აგენტების არსებობასაც.
This definition makes it clear that the dominant position of an undertaking and a monopoly do not represent identical concepts, seeing as the existence of an undertaking with a dominant position, unlike a monopoly, does not preclude the existence of other undertaking in the relevant market.
128578.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
იმავე მიდგომას ვხვდებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ასევე კრძალავს არა დომინირებული მდგომარეობის ფლობას, არამედ მსგავსი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
A similar stance can be observed in the Law of Georgia "On Competition", which also prohibits not the possession of a dominant position, but the abuse of such a position.
128579.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კანონის მიხედვით, ეკონომიკური აგენტის მიერ 40 პროცენტზე მეტი საბაზრო წილის ფლობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ იგი შესაბამისი ბაზრის დომინანტ სუბიექტს წარმოადგენს.
According to the law, an undertaking can be a dominant entity when it owns more than 40 percent of the market share.
128580.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, მონოპოლისტი ეკონომიკური აგენტი ყოველთვის 40 პროცენტზე მეტი საბაზრო წილის მფლობელია და, შესაბამისად, იგი ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს.
Furthermore, a monopolistic undertaking always owns more than 40 percent of the share in the market, and therefore automatically represents an entity with a dominant position.